სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაბათს მოიწერა, რომ ისევ ნაცემი იყო და პოლიციის გამოძახება სურდა... დილიდან ვტირით - იქნებ რაღაც შეგვეძლო" - რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველ ქალზე?
"შაბათს მოიწერა, რომ ისევ ნაცემი იყო და პოლიციის გამოძახება სურდა... დილიდან ვტირით - იქნებ რაღაც შეგვეძლო" - რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველ ქალზე?

პო­ლო­ნეთ­ში მცხო­რე­ბი 28 წლის რო­ზე­ტა ყა­ლი­ჩა­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­უღ­ლემ ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყა­ლი­ჩა­ვა მე­უღ­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს მე­უღ­ლე გა­შო­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას 3 შვი­ლი დარ­ჩა.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია პა­ტა­რა­ია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყა­ლი­ჩა­ვამ შა­ბათს "სა­ფა­რის" თა­ნამ­შრო­მელს მის­წე­რა და უთხრა, რომ ქმარ­მა სცე­მა და პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა სურ­და.

"დღეს სა­ფა­რი/Sapari დიდი უბე­დუ­რე­ბის დღე გაგ­ვი­თენ­და. პო­ლო­ნეთ­ში ქალი რომ მოკ­ლა ქმარ­მა, მაგ გო­გოს დახ­მა­რე­ბას ჩვენ ვცდი­ლობ­დით აქე­დან და ვერ და­ვეხ­მა­რეთ... ჩვენ თა­ნამ­შრო­მელ­თან Tamuna Lukava სთან გა­ვი­და ჯერ კონ­ტაქ­ტზე, რო­გორც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და თა­მუ­ნამ ას­წავ­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.

შა­ბათს მის­წე­რა თა­მუ­ნას, რომ ისევ ნა­ცე­მი იყო და ამ­ჯე­რად პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა სურ­და, მაგ­რამ არ იცო­და, რო­გორ. ჩვენ მოვ­ძებ­ნეთ პო­ლო­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი გოგო, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია მის ნაც­ვლად, რა­ღაც მო­შო­რე­ბულ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და. პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცია მი­ვი­და და წა­ვი­და, თარ­ჯი­მა­ნი იპოვ­ნე და შე­ნით მო­დიო...

მერე უკვე და­ვი­წყეთ სა­ელ­ჩო­ში რეკ­ვა და ჩვენ შსს-ში. სა­ელ­ჩო გა­მოდ­გა სრუ­ლი­ად უმაქ­ნი­სი და უუ­ნა­რო. აქა­ურ­მა შსს-მ პო­ლი­ცი­ის ატა­შე ჩარ­თო საქ­მე­ში და ახლა თა­ვი­დან მი­ვი­და იგი­ვე ეკი­პა­ჟი, მაგ­რამ გა­და­იყ­ვა­ნეს ეს გოგო, თარ­ჯი­მა­ნიც და­ახ­ვედ­რეს, მოკ­ლედ გა­ე­სა­უბრნენ და დავ­რწმუნ­დით, რომ მსხვერ­პლი ხარო. გა­მო­უშ­ვეს შინ, მერე ქმა­რიც გა­მოჩ­ნდა, და­ა­კა­ვეს ის კაცი. გაგ­ვი­ხარ­და ჩვენ, მაგ­რამ გა­მო­უშ­ვეს ის კაცი. და­ვი­წყეთ ისევ რეკ­ვე­ბი, რომ ქალი კვლავ საფრ­თხე­შია, ავაწ­რი­ა­ლეთ ისევ ყვე­ლა.

ორ­შა­ბათს გვქონ­და ბო­ლოს კავ­ში­რი ამ გო­გოს­თან, ოთხშა­ბათს მო­უკ­ლავს ქმარს, ორი­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო... დი­ლი­დან ყვე­ლა ვტი­რით... იქ­ნებ რა­ღაც კიდე შეგ­ვეძ­ლო იმ შა­ბათ-კვი­რას, მაგ­რამ გვქონ­და პო­ლი­ცი­ის იმე­დი, ამა­ოდ...

და­ვა­ყე­ნებთ პო­ლო­ნე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს სტრას­ბურ­გში, აქე­და­ნაც მო­ვა­ხერ­ხებთ მა­გას, მაგ­რამ იმ გო­გოს რა გა­ა­ცო­ცხლებს? არ შე­იძ­ლე­ბა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ასე და­უს­ჯე­ლად გა­მოშ­ვე­ბა და რის­კე­ბის არ­შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ ეს­მის ეს ვინ­მეს ან აქ, ან იქ? ვა­ი­მე, რა დღე გაგ­ვი­თენ­და...", - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­უღ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­დარს სამ­შობ­ლო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

„პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­წყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მოხ­დე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბა“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
1

გოგონებო.. ნუ თხოვდებით სადისტებზე, და ნუ აჩენთ მათგან შვილებს.. 

კატო
1

ამ კომენტარებიდან ჩანს რომ არაფერი გვეშველება. ვიღაც ავადმყოფმა მოკლა ქალი და თურმე მსხვერპლის და ბაიას ბრალი ყოფილა. დაჩლუნგებული საზოგადოება ვართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შაბათს მოიწერა, რომ ისევ ნაცემი იყო და პოლიციის გამოძახება სურდა... დილიდან ვტირით - იქნებ რაღაც შეგვეძლო" - რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველ ქალზე?

"შაბათს მოიწერა, რომ ისევ ნაცემი იყო და პოლიციის გამოძახება სურდა... დილიდან ვტირით - იქნებ რაღაც შეგვეძლო" - რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველ ქალზე?

პოლონეთში მცხორები 28 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ყალიჩავა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, ქალს მეუღლე გაშორების უფლებას არ აძლევდა. მოკლულ ახალგაზრდას 3 შვილი დარჩა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია. მისი ინფორმაციით, ყალიჩავამ შაბათს "საფარის" თანამშრომელს მისწერა და უთხრა, რომ ქმარმა სცემა და პოლიციის გამოძახება სურდა.

"დღეს საფარი/Sapari დიდი უბედურების დღე გაგვითენდა. პოლონეთში ქალი რომ მოკლა ქმარმა, მაგ გოგოს დახმარებას ჩვენ ვცდილობდით აქედან და ვერ დავეხმარეთ... ჩვენ თანამშრომელთან Tamuna Lukava სთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება.

შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ. ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო...

მერე უკვე დავიწყეთ საელჩოში რეკვა და ჩვენ შსს-ში. საელჩო გამოდგა სრულიად უმაქნისი და უუნარო. აქაურმა შსს-მ პოლიციის ატაშე ჩართო საქმეში და ახლა თავიდან მივიდა იგივე ეკიპაჟი, მაგრამ გადაიყვანეს ეს გოგო, თარჯიმანიც დაახვედრეს, მოკლედ გაესაუბრნენ და დავრწმუნდით, რომ მსხვერპლი ხარო. გამოუშვეს შინ, მერე ქმარიც გამოჩნდა, დააკავეს ის კაცი. გაგვიხარდა ჩვენ, მაგრამ გამოუშვეს ის კაცი. დავიწყეთ ისევ რეკვები, რომ ქალი კვლავ საფრთხეშია, ავაწრიალეთ ისევ ყველა.

ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო... დილიდან ყველა ვტირით... იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ...

დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს? არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ? ვაიმე, რა დღე გაგვითენდა...", - წერს ბაია პატარაია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონეთში, სავარაუდოდ, მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარს სამშობლოში საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

„პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში დაიწყება შესაბამისი პროცედურები. საგამოძიებო სამუშაოების გათვალისწინებით, პირველივე შესაძლებლობაზე მოხდება გადმოსვენება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.