პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება" - რას აანონსებს ინფრასტრუქტურის მინისტრი?
"2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება" - რას აანონსებს ინფრასტრუქტურის მინისტრი?

მთლი­ა­ნო­ბა­ში მხო­ლოდ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის და­ფარ­ვის არე­ალ­ში 2025 წლის ბო­ლოს­თვის 1 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტს 24 სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ექ­ნე­ბა, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკვე ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ს 24 სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ექ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2030 წლის ბო­ლოს­თვის ქვეყ­ნის 100% მო­სახ­ლე­ო­ბის 24 სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ექ­ნე­ბა.

და­მა­ტე­ბით, 2022 წელს 350 მი­ლი­ო­ნი ლა­რის პრო­ექ­ტე­ბი და­ი­წყე­ბა, რომ­ლე­ბიც პრე­მი­ე­რის ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის - გან­ვა­დე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ეტა­პობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, პა­რა­ლე­ლუ­რად, გაგ­რძელ­დე­ბა და და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და­ბებ­ში, სოფ­ლებ­სა და კუ­რორ­ტებ­ში, რის შე­დე­გა­დაც 2030 წლის ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სრულ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ზე წვდო­მა ექ­ნე­ბა.

„ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბით გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბი ანაკ­ლი­ა­ში, აბას­თუ­მან­ში, ურეკ­სა და ზუგ­დიდ­ში წარ­მა­ტე­ბით ავა­შე­ნეთ. ასე­ვე, გუ­და­ურ­სა და მარ­ნე­ულ­ში გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბის, პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და ბა­კუ­რი­ა­ნის, ჭი­ა­თუ­რის, ხა­შუ­რის, ქუ­თა­ი­სის, გურ­ჯა­ა­ნის, სიღ­ნა­ღის, წნო­რის მდე­ბა­რე­ო­ბე­ბის­თვის საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ამო­ცა­ნის მი­საღ­წე­ვად, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 9.2 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც 2,5 მი­ლი­არ­დი პრო­ექ­ტე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს ხა­შუ­რის სრუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა-წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ულ პრო­ექ­ტზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 20 კმ მა­გის­ტრა­ლი­სა და 200 კმ გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და და­ახ­ლო­ე­ბით, 44 კმ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ფარ­თო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.

ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, 24 000 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გა­მარ­თუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბით ისარ­გებ­ლებს.

პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 260 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

2025წლანდე მანდ არავინ დატოვებს აფერისტი ვაჭრის გადამგდებ და რუსულ პარტიას

მზია
0

ხალხის მოტყუებას როდის უნდა მოეშვას ნებისმიერი ხელისუფალი? ამ დრომდე თბილისში ვერ უზრუნვენყავით 24 საათიანი წყალმომარაგება და სხვაგან მოახერხებთ? მერე მილიონები როგორ უნდა იშოვოთ, არჩევნების გარდა ხალხის პრობლემებს საერთოდ როდისმე კითხულობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება" - რას აანონსებს ინფრასტრუქტურის მინისტრი?

"2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება" - რას აანონსებს ინფრასტრუქტურის მინისტრი?

მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

დამატებით, 2022 წელს 350 მილიონი ლარის პროექტები დაიწყება, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა ექნება.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში წარმატებით ავაშენეთ. ასევე, გუდაურსა და მარნეულში გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობის, პროცესი დაწყებულია და ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის ისტორიულ პროექტზე სამუშაოები დაიწყება.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, 20 კმ მაგისტრალისა და 200 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 44 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 260 მილიონი ლარია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"