მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დღეებში უცნაურ შეტყობინებებს გზავნიდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა და რა ფოტოებს აქვეყნებდა "ინსტაგრამზე"
"ბოლო დღეებში უცნაურ შეტყობინებებს გზავნიდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა და რა ფოტოებს აქვეყნებდა "ინსტაგრამზე"

აშშ-ში, ტე­ხა­სის შტატ­ში, ქა­ლაქ უვალ­დეს და­წყე­ბით სკო­ლა­ში 18 წლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თავ­დამ­სხმელ­მა 21 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, რო­მელ­თა შო­რი­საც 19 ბავ­შვია, ხოლო 2 მას­წავ­ლე­ბე­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია თავ­დამ­სხმე­ლიც, მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს­რო­ლეს.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე სალ­ვა­დორ რა­მო­სია, რო­მე­ლიც ამა­ვე ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. რო­გორც მე­დია წერს, მას ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც "მშვიდ ადა­მი­ანს.“

  • გა­მო­ცე­მა sky-ის ცნო­ბით, სალ­ვა­დორ რა­მო­სის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო პოს­ტე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ბიჭ­მა ია­რა­ღი მას შემ­დეგ იყი­და, რაც 18 წლის გახ­და.

სალ­ვა­დორ­მა სკო­ლა­ში შეჭ­რამ­დე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან თა­ვის ბე­ბი­ას ეს­რო­ლა, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩა. მან სკო­ლის შე­ნო­ბას თა­ვი­სი მან­ქა­ნა შე­ა­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვა და­ი­წყო.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. მო­ტი­ვის პოვ­ნის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ თავ­დამ­სხმე­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ორ ან­გა­რიშს. შტა­ტის სე­ნა­ტო­რი, რო­ლანდ გუ­ტი­ე­რე­სი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ზარ­დი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მი­ა­ნიშ­ნებ­და შე­საძ­ლო თავ­დას­ხმა­ზე.

CNN-ის ცნო­ბით, რა­მოს­მა, თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, თა­ვის ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სელს გა­უგ­ზავ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

"მე ვკი­თხე, ძმაო, რა­ტომ გაქვს ეს? მან კი მი­პა­სუ­ხა, - "ნუ ინერ­ვი­უ­ლებ, მე ახლა ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლი ვარ, ვერც კი მიც­ნობ“, - იხ­სე­ნებს ბი­ჭის კლა­სე­ლი. კი­დევ ერთი კლა­სე­ლი ამ­ბობს, რომ რა­მო­სი სრო­ლის და ასე­ვე საბ­რძო­ლო თა­მა­შის, Call of Duty-ის ფანი იყო.

  • რო­გორც "ვა­შინგტონ პოს­ტი“ წერს ბავ­შვო­ბა­ში ის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო. გა­მო­ცე­მას­თან რა­მო­სის ზო­გი­ერ­თი ნაც­ნო­ბი ამ­ბობს, რომ ბიჭს ბავ­შვო­ბა­ში დას­ცი­ნოდ­ნენ სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, ასე­ვე ტან­საც­მლის გამო.

"ნიუ იორკ პოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს ჰქონ­და "ინ­სტაგ­რა­მის" ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ერთ "სელფ" ფო­ტოს და ასე­ვე ია­რა­ღე­ბი­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამ­სახ­ველ მრა­ვალ სუ­რათს.

ერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ორი შაშ­ხა­ნაა აღ­ბეჭ­დი­ლი, მან მო­ნიშ­ნა ქალი, ხოლო შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა: "მად­ლო­ბე­ლი იყა­ვი, რომ მოგ­ნიშ­ნე.“ ქალი, რო­მელ­საც ეს მე­სი­ჯი მის­წე­რა, ამ­ტკი­ცებს, რომ ბიჭს სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და და ამ­ბობს, რომ ჰკი­თხა, რა­ტომ მო­ნიშ­ნა ია­რა­ღის ფო­ტო­ზე. სამ­შა­ბათს, დი­ლით ქალ­მა მი­ი­ღო კი­დევ ერთი მე­სი­ჯი, სა­დაც ეწე­რა - "მე ვა­პი­რებ“, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მან კი­დევ ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო - "მე პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო მაქვს.“

რო­დე­საც ქალ­მა ჰკი­თხა, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და, მან უპა­სუ­ხა, რომ ღა­მის 11:00 სა­ა­თის შემ­დეგ ეტყო­და. თუმ­ცა ქალი ამ­ბობს, რომ ჩა­ე­ძი­ნა და მის­თვის აღარ უპა­სუ­ხია.

ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ტე­ხა­სის სკო­ლას­თან, რო­მელ­საც სალ­ვა­დორ რა­მო­სი და­ეს­ხა თავს

"ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვუ­პა­სუ­ხე, იყო ის, რომ მე­ში­ნო­და მისი. ვი­სურ­ვებ­დი, რომ არ და­მე­ძი­ნა, რათა თუ რა­ი­მეს მე­ტყო­და, და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ არ ჩა­ე­დი­ნა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი. ის უცხო იყო, არა­ფე­რი ვიცი მის შე­სა­ხებ“, - ამ­ბობს ქალი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუუ
0

ბოროტი პიდარასტი

ლუკა
1

ამერიკა მსგავსი ტიპის დანაშაულებით და ზოგადად კრიმინალით პირველ ადგილზეა, ვერანაირად ვერ დამალავენ ამ სტატისტიკას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბოლო დღეებში უცნაურ შეტყობინებებს გზავნიდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა და რა ფოტოებს აქვეყნებდა "ინსტაგრამზე"

"ბოლო დღეებში უცნაურ შეტყობინებებს გზავნიდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა და რა ფოტოებს აქვეყნებდა "ინსტაგრამზე"

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში 18 წლის შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 21 ადამიანი მოკლა, რომელთა შორისაც 19 ბავშვია, ხოლო 2 მასწავლებელი. გარდაცვლილია თავდამსხმელიც, მას სამართალდამცველებმა ესროლეს.

შეიარაღებული პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიების ინფორმაციით, ის ამერიკის მოქალაქე სალვადორ რამოსია, რომელიც ამავე ქალაქის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სწავლობდა. როგორც მედია წერს, მას ახასიათებდნენ, როგორც "მშვიდ ადამიანს.“

  • გამოცემა sky-ის ცნობით, სალვადორ რამოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტები მიანიშნებს, რომ ბიჭმა იარაღი მას შემდეგ იყიდა, რაც 18 წლის გახდა.

სალვადორმა სკოლაში შეჭრამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ბებიას ესროლა, რომელიც გადარჩა. მან სკოლის შენობას თავისი მანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც სისხლიანი დარბევა დაიწყო.

ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. მოტივის პოვნის მიზნით, სამართალდამცველები სწავლობენ თავდამსხმელის სოციალური ქსელების ორ ანგარიშს. შტატის სენატორი, როლანდ გუტიერესი იტყობინება, რომ შეიარაღებული მოზარდი სოციალურ მედიაში მიანიშნებდა შესაძლო თავდასხმაზე.

CNN-ის ცნობით, რამოსმა, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თავის ყოფილ თანაკლასელს გაუგზავნა ფოტოები, რომლებზეც ცეცხლსასროლი იარაღი და ჩანთაში მოთავსებული საბრძოლო მასალა იყო აღბეჭდილი.

"მე ვკითხე, ძმაო, რატომ გაქვს ეს? მან კი მიპასუხა, - "ნუ ინერვიულებ, მე ახლა ძალიან შეცვლილი ვარ, ვერც კი მიცნობ“, - იხსენებს ბიჭის კლასელი. კიდევ ერთი კლასელი ამბობს, რომ რამოსი სროლის და ასევე საბრძოლო თამაშის, Call of Duty-ის ფანი იყო.

  • როგორც "ვაშინგტონ პოსტი“ წერს ბავშვობაში ის ბულინგის მსხვერპლი იყო. გამოცემასთან რამოსის ზოგიერთი ნაცნობი ამბობს, რომ ბიჭს ბავშვობაში დასცინოდნენ სექსუალური ორიენტაციის, ასევე ტანსაცმლის გამო.

"ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, თავდამსხმელს ჰქონდა "ინსტაგრამის" ანგარიში, რომელიც მოიცავდა ერთ "სელფ" ფოტოს და ასევე იარაღებისა და სხვა საბრძოლო მასალის ამსახველ მრავალ სურათს.

ერთ ფოტოზე, სადაც ორი შაშხანაა აღბეჭდილი, მან მონიშნა ქალი, ხოლო შემდეგ შეტყობინება გაუგზავნა: "მადლობელი იყავი, რომ მოგნიშნე.“ ქალი, რომელსაც ეს მესიჯი მისწერა, ამტკიცებს, რომ ბიჭს საერთოდ არ იცნობდა და ამბობს, რომ ჰკითხა, რატომ მონიშნა იარაღის ფოტოზე. სამშაბათს, დილით ქალმა მიიღო კიდევ ერთი მესიჯი, სადაც ეწერა - "მე ვაპირებ“, რამდენიმე საათში მან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო - "მე პატარა საიდუმლო მაქვს.“

როდესაც ქალმა ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა, მან უპასუხა, რომ ღამის 11:00 საათის შემდეგ ეტყოდა. თუმცა ქალი ამბობს, რომ ჩაეძინა და მისთვის აღარ უპასუხია.

ბავშვების მშობლები და ახლობლები ტეხასის სკოლასთან, რომელსაც სალვადორ რამოსი დაესხა თავს

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვუპასუხე, იყო ის, რომ მეშინოდა მისი. ვისურვებდი, რომ არ დამეძინა, რათა თუ რაიმეს მეტყოდა, დამერწმუნებინა, რომ არ ჩაედინა ასეთი დანაშაული. ის უცხო იყო, არაფერი ვიცი მის შესახებ“, - ამბობს ქალი.