სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

2022 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან, თბი­ლის­ში, ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა სა­ბურ­თა­ლო­სა და ის­ნის რა­ი­ო­ნებ­ში, ჯამ­ში 32 ქუ­ჩა­ზე ამოქ­მედ­დე­ბა, აქე­დან 31 ქუჩა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­შია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ აც­ნო­ბეს, 32 ქუ­ჩა­ზე, ჯამ­ში, 1751 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი იქ­ნე­ბა, აქე­დან 37 ად­გი­ლი შშმ პირ­თათ­ვის.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი “A” ზო­ნა­ში გან­სა­ზღვრუ­ლია 1 სა­ა­თი, 1 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე იქ­ნე­ბა 98 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი, მათ შო­რის, 6 შშმ პირ­თათ­ვის, გი­ორ­გი მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე - 49 ად­გი­ლი, მათ შო­რის 2 შშმ და 1 ელექტრო­მო­ბი­ლის და­მუხ­ტვის­თვის; არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის ქუ­ჩა­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია 23 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი; იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქუ­ჩა­ზე - 82 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 1 შშმ პირ­თათ­ვის; ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე - 4 ად­გი­ლი; გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე - 46 ად­გი­ლი, მათ შო­რის 2 შშმ პირ­თათ­ვის; ალექ­სან­დრე ქუ­თა­თე­ლის ქუ­ჩა­ზე - 12 ად­გი­ლი, მათ შო­რის 1 შშმ პირ­თათ­ვის; თინა იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე - 152 ად­გი­ლი; დები იშხნე­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე 29 ად­გი­ლი, მათ შო­რის 1 შშმ პირ­თათ­ვის და 1 ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მუხ­ტვის­თვის; ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე 38 ად­გი­ლი, მათ შო­რის 5 შშმ პირ­თათ­ვის; ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას ქუ­ჩა­ზე - 6 ად­გი­ლი; სოფ­რომ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 24 ად­გი­ლი, აქე­დან 1 ელექტრო­მო­ბი­ლი და­მუხ­ტვის­თვის; მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის და ცხინ­ვა­ლის ქუ­ჩებ­ზე 10- 10 ად­გი­ლი; სი­მონ კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე 45 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 2 შშმ პირ­თათ­ვის; ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე - 49 ად­გი­ლი; გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე - 74 ად­გი­ლი, აქე­დან 3 შშმ პირ­თათ­ვის; ტაშ­კენ­ტის ქუ­ჩა­ზე - 43 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 1 შშმ პირ­თათ­ვის; ოთარ ჭი­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე - 47 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 1 შშმ პირ­თათ­ვის; იონა ვა­კე­ლის ქუ­ჩა­ზე - 48 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 3 შშმ პირ­თათ­ვის; შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე - 158 ად­გი­ლი; მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე - 52 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 1 შშმ პირ­თათ­ვის; სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე - 96 ად­გი­ლი, მათ შო­რის 1 შშმ პირ­თათ­ვის; ფერ­დი­ნანდ თა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე -51 ად­გი­ლი; ვაჟა ფშა­ვე­ლას ჩიხი - 46 ად­გი­ლი, მათ შო­რის 1 ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მუხ­ტვის­თვის; ზაზა და საულ კა­ხი­ა­ნე­ბის ქუ­ჩა­ზე - 22 ად­გი­ლი; მა­რი­ჯა­ნის ქუ­ჩა­ზე - 42 ად­გი­ლი, მათ შო­რის, 1 შშმ პირ­თათ­ვის; ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე - 55 ად­გი­ლი; მი­ხე­ილ შა­ვიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე - 44 ად­გი­ლი; ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე - 60 ად­გი­ლი, მათ შო­რის 2 შშმ პირ­თათ­ვის; ელიზ­ბარ მინ­დე­ლის ქუ­ჩა­ზე - 67 ად­გი­ლი, მათ შო­რის 1 შშმ პირ­თათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­ნის რა­ი­ონს, მე­ვე­ლეს ქუ­ჩა­ზე 169 ად­გი­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის 3 ად­გი­ლი შშმ პირ­თათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კონ­კრე­ტულ პი­რებს, მათ შო­რის, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს, ტაქ­სის მძღო­ლებს, შშმ პი­რებს უფა­სო პარ­კი­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლებს უფა­სო პარ­კი­რე­ბის­თვის 1-ელი ივ­ლი­სი­დან შე­ეძ­ლე­ბათ ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის არე­ა­ლებ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯი­ხუ­რებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა.

1-ელი ივ­ლი­სი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯი­ხუ­რე­ბი გან­თავ­სდე­ბა შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: მე­ვე­ლის ქუჩა #7/9; მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუჩა (სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია); ანა კა­ლან­და­ძის ქუჩა #3; ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქუჩა #2; სი­მონ კან­დე­ლა­კის ქუჩა #7; გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის ქუჩა #22ა; სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის ქუჩა #8; ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი #71ა; მი­ხე­ილ შა­ვიშ­ვი­ლის ქუჩა (ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, მე-4 კვარ­ტა­ლი, კორ­პუ­სი #5); ელიზ­ბარ მინ­დე­ლის ქუჩა (ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, მე-5 კვარ­ტა­ლი, კორ­პუ­სი#4).

პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი არ შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ პარ­კი­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას პროგ­რა­მის მიერ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ ლო­ტებ­ზე გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში; ელექტრო­მო­ბი­ლებს; შშმ პირ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებს; “A” კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სებს მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სპე­ცი­ა­ლურ პარ­კინგზე.

ფი­ზი­კურ პირს, რო­მე­ლიც ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის არე­ალ­ში ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას, შე­უძ­ლია მის მიერ წი­ნას­წარ მი­თი­თე­ბუ­ლი ორი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა უფა­სოდ და­ა­პარ­კინ­გოს 100 მეტ­რის რა­დი­უს­ში. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე ID ბა­რა­თით ვე­რი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ან მუ­ნი­ცი­პა­ლურ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში შეძ­ლებს, სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­სა­მარ­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და­ა­რე­გის­ტრი­როს. უფა­სო ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის პორ­ტალ­ზე და­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ცვლი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია და­მა­ტე­ბი­დან 1 თვის შემ­დეგ. დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის ოთხ სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პარ­კი­რე­ბი­სას პირ­ვე­ლი 15 წუთი უფა­სოა.

ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით: ვებ-გვერ­დი WWW.TP.GE; მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია TBILISI PARKING; გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი PAY BOX.

ვებ- გვერ­დის WWW.TP.GE სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია: ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­ძე­ნა; უფა­სო 15 წუ­თით სარ­გებ­ლო­ბა; პარ­კი­რე­ბის და­წყე­ბა და დას­რუ­ლე­ბა; ბა­ლან­სის შევ­სე­ბა; ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მა­ტე­ბა; უფა­სო პარ­კინ­გი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ.

ვებ -გვერ­დზე TP.GE, უფა­სო ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის, მომ­ხმა­რებ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ID წამ­კი­თხვე­ლის, პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბი­სა და ხელ­მო­წე­რის კო­დის (PIN3) გა­მო­ყე­ნე­ბა.

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია: ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მა­ტე­ბა; პარ­კი­რე­ბის და­წყე­ბა და დას­რუ­ლე­ბა; უფა­სო 15 წუ­თით სარ­გებ­ლო­ბა; ბა­ლან­სის შევ­სე­ბა.

გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის (PAY BOX) სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია: ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­ძე­ნა; ბა­ლან­სის შევ­სე­ბა; უფა­სო 15 წუ­თით სარ­გებ­ლო­ბა.

მომ­ხმა­რებ­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ა­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
0

ქალაქის ცენტრი და ტურისტული ზონა კიდე ხო,,, და ეს მთელი თბილისი....? რატო გონიათ რო ეხლანდელი 800 ლარით მაშინდელ 50 ლართან მიმართებაში "ამოგვასუნთქეს" და "გაგვახარეს" თბილისელები.... რა ართმეთიკაა... ვერ ვხვდები ძალით რატომ აღიზიანებენ ამ ხალხს ამდენი გამოგონილი და გაძვირებული გადასახადით.... რაში აწყობთ...

ნიკა
0

საათობრივი პარკინგის არსი იყო, რომ ცენტრალურ ქუჩებზე მანქანით გადაადგილება შემცირებულიყო და ამათმა არა ცენტრალურ ქუჩებზე ყველგან საათობრივი გააკეთეს უფასო ადგილებზე, რომ კარგად გაატყავონ ხალხი. ცალკე პარკინგის 50 ლარი უნდა იხადო და ცალკე საათობრივი. რამეს რომ იტყვი ან ნაციონალი ხარ ან ომი გინდა. ხალხის მძარცველი მერია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი, 1 ლარის ოდენობით.

"საბურთალოს რაიონში მერაბ კოსტავას ქუჩაზე იქნება 98 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 6 შშმ პირთათვის, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე - 49 ადგილი, მათ შორის 2 შშმ და 1 ელექტრომობილის დამუხტვისთვის; არჩილ სულაკაურის ქუჩაზე განსაზღვრულია 23 საპარკინგე ადგილი; იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე - 82 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე - 4 ადგილი; გიორგი სააკაძის დაღმართზე - 46 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე - 12 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; თინა იოსებიძის ქუჩაზე - 152 ადგილი; დები იშხნელების ქუჩაზე 29 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის და 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ჟიული შარტავას ქუჩაზე 38 ადგილი, მათ შორის 5 შშმ პირთათვის; ვიტალი დარასელიას ქუჩაზე - 6 ადგილი; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე 24 ადგილი, აქედან 1 ელექტრომობილი დამუხტვისთვის; მირზა გელოვანის და ცხინვალის ქუჩებზე 10- 10 ადგილი; სიმონ კანდელაკის ქუჩაზე 45 ადგილი, მათ შორის, 2 შშმ პირთათვის; ბუდაპეშტის ქუჩაზე - 49 ადგილი; გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე - 74 ადგილი, აქედან 3 შშმ პირთათვის; ტაშკენტის ქუჩაზე - 43 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ოთარ ჭილაძის ქუჩაზე - 47 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; იონა ვაკელის ქუჩაზე - 48 ადგილი, მათ შორის, 3 შშმ პირთათვის; შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე - 158 ადგილი; მიხეილ ასათიანის ქუჩაზე - 52 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე - 96 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე -51 ადგილი; ვაჟა ფშაველას ჩიხი - 46 ადგილი, მათ შორის 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ზაზა და საულ კახიანების ქუჩაზე - 22 ადგილი; მარიჯანის ქუჩაზე - 42 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვარლამ თოფურიას ქუჩაზე - 55 ადგილი; მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე - 44 ადგილი; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე - 60 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ელიზბარ მინდელის ქუჩაზე - 67 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, მეველეს ქუჩაზე 169 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 3 ადგილი შშმ პირთათვის“, - ნათქვამია მერიის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.

"ადგილობრივი მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში რეგისტრაციის გავლა.

1-ელი ივლისიდან საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: მეველის ქუჩა #7/9; მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია); ანა კალანდაძის ქუჩა #3; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა #2; სიმონ კანდელაკის ქუჩა #7; გურამ ფანჯიკიძის ქუჩა #22ა; სერგო ზაქარიაძის ქუჩა #8; ვაჟა ფშაველას გამზირი #71ა; მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპუსი #5); ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი#4).

პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას პროგრამის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ლოტებზე გაჩერების შემთხვევაში; ელექტრომობილებს; შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებს; “A” კატეგორიის ტაქსებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ პარკინგზე.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში ფლობს უძრავ ქონებას, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული ორი სატრანსპორტო საშუალება უფასოდ დააპარკინგოს 100 მეტრის რადიუსში. უძრავი ქონების მესაკუთრე ID ბარათით ვერიფიკაციის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით, ან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს. უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის პორტალზე დამატებული ავტომობილის ცვლილება დასაშვებია დამატებიდან 1 თვის შემდეგ. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალური პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით: ვებ-გვერდი WWW.TP.GE; მობილური აპლიკაცია TBILISI PARKING; გადახდის აპარატები PAY BOX.

ვებ- გვერდის WWW.TP.GE საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; უფასო 15 წუთით სარგებლობა; პარკირების დაწყება და დასრულება; ბალანსის შევსება; ავტომობილის დამატება; უფასო პარკინგი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ.

ვებ -გვერდზე TP.GE, უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის, მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია ID წამკითხველის, პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ხელმოწერის კოდის (PIN3) გამოყენება.

მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ავტომობილის დამატება; პარკირების დაწყება და დასრულება; უფასო 15 წუთით სარგებლობა; ბალანსის შევსება.

გადახდის აპარატების (PAY BOX) საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; ბალანსის შევსება; უფასო 15 წუთით სარგებლობა.

მომხმარებლებს რეგისტრაციაში მუნიციპალური პავილიონები დაეხმარება“, - ნათქვამია "ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.