აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით 21 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორისაც 19 ბავშვია, ხოლო 2 - ზრდასრული.
ასევე გარდაცვლილია თავდამსხმელი, 18 წლის მამაკაცი. როგორც მედია წერს, ის პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
გამოძიების პროცესში ჩართულია გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI). დაწყებით სკოლაში ხუთიდან თერთმეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობდნენ.
მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს რეგულარულად მიაწვდიან განხორციელებულ თავდასხმაზე ინფორმაციას.
"პრეზიდენტი ლოცულობს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის. ის დღეს საღამოს, როდესაც თეთრ სახლში დაბრუნდება, განცხადებას გააკეთებს“, - დასძინა ჟან-პიერმა.
"მშობლები აწვენენ შვილებს საწოლებში, უკითხავენ ზღაპრებს, უმღერიან იავნანას - და გონებაში ისინი წუხან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ მას შემდეგ, რაც ბავშვებს სკოლაში, სასურსათო მაღაზიასა, თუ სხვა საჯარო სივრცეში წაიყვანენ.
სენდი ჰუკიდან თითქმის ათი წლის შემდეგ - და ბუფალოდან ათი დღის შემდეგ - ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას. უკვე დიდი ხანია არის მოქმედების, ნებისმიერი სახის ქმედების დრო,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.