სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს "ვივამედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე - "რეალობას მოწყვეტილია განცხადება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება"
რა ინფორმაციას ავრცელებს "ვივამედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე - "რეალობას მოწყვეტილია განცხადება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება"

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც კლი­ნი­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მა­ს­მე­დი­ით ხში­რად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედს" არ შეს­წევს უნა­რი დას­ვას დი­აგ­ნო­ზი და მარ­თოს პა­ცი­ენ­ტი სა­თა­ნა­დოდ - არის აბ­სურ­დუ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი.

კლი­ნი­კა მო­უ­წო­დებს, ყვე­ლას, იმოქ­მე­დონ პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"პა­ცი­ენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 მა­ისს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა მიერ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იგი მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით.

საკ­ვე­ბის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი მი­ღე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, პა­ცი­ენტს უგ­რძელ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, კონ­სულ­ტი­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი (მათ შო­რის, მაგ­ნი­ურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია) კვლე­ვა. კვლე­ვე­ბის დრო­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­თან, რაც გუ­ლის­ხმობს პა­ცი­ენ­ტის­გან ნე­ბარ­თვის აღე­ბას, თა­ნაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი "ლო­დი­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა: ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი დი­ნა­მი­კა­ში სტა­ბი­ლუ­რია, ნა­წი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი - უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კის გა­რე­შეა. მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე ნა­ნა­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი - ხან­დაზ­მუ­ლია, არ არის კავ­შირ­ში პა­ცი­ენ­ტის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და არ სა­ჭი­რო­ებს აქ­ტი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბა.

მა­ს­მე­დი­ით ხში­რად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედს" არ შეს­წევს უნა­რი დას­ვას დი­აგ­ნო­ზი და მარ­თოს პა­ცი­ენ­ტი სა­თა­ნა­დოდ - არის აბ­სურ­დუ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია კლი­ნი­კა­ზე და კლი­ნი­კის ექი­მებ­ზე ზე­წო­ლა, მათ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. გულ­და­სა­წყვე­ტია და კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს ცალ­კე­უ­ლი ექი­მე­ბის მხრი­დან რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი ის­ტე­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა, რომ პა­ცი­ენ­ტი არ არის კონ­ტაქ­ტუ­რი, ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მდგო­მა­რე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლი და ა.შ.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, იმოქ­მე­დონ პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე",- ნათ­ქვა­მია ინ­ფო­რამ­ცა­ი­ში, რო­მელ­საც კლი­ნი­კა Facebook-ზე ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაჩიტიძე ნანული
0

თვითონ პაციენტი,იყო და არის სიმულიანტია.

Sagmeli
5

მიხუილას ყველაზე მეტად შეეფერება სამი სიტყვა: დამნაშავე, უსინდისო, აფერისტი! ასეთების ადგილი ციხეშია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს "ვივამედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე - "რეალობას მოწყვეტილია განცხადება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება"

რა ინფორმაციას ავრცელებს "ვივამედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე - "რეალობას მოწყვეტილია განცხადება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება"

კლინიკა "ვივამედი" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა.

განცხადების თანახმად, მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა "ვივამედს" არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი.

კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

"პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით.

საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები "ლოდინის" საშუალებას გვაძლევდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება.

მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა "ვივამედს" არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ.

მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე",- ნათქვამია ინფორამცაიში, რომელსაც კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს.