პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბლინკენის წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას... სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი" - პაპუაშვილი
"ბლინკენის წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას... სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი" - პაპუაშვილი

ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის წე­რილ­ში ხაზ­გას­მით ეწე­რა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი. ამ წე­რი­ლის მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სი რა იყო, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ულო­ცავს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იმე­დე­ბით უყუ­რებს. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­გე­ბუ­ლი ეს წე­რი­ლი, მიკ­ვირს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის წე­რი­ლის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო გმობს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის მი­მართ და სო­ლი­და­რუ­ლია უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის.

"სა­ქარ­თვე­ლო არა­თუ არის ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე, რა­საც აგ­რე­სი­ის დაგ­მო­ბა ჰქვია, არა­მედ არის ინი­ცი­ა­ტო­რიც. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ გა­ე­რო-ს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლო­ზე და სხვა ფო­რუ­მებ­ზე, ჩვენ ვსა­უბ­რობთ არა იმა­ზე, რომ რა­ღა­ცას მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ, არა­მედ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი. გა­ე­რო-ს რე­ზო­ლუ­ცი­ის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნას­პონ­სო­რე­ბი ვი­ყა­ვით, ჰა­ა­გა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლე­ბი უნდა იქ­ნეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ვი­ყა­ვით მი­მარ­თვის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს, არა­მედ, პრო­ცე­სის ინი­ცი­ა­ტო­რია. ჩვენ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მოგ­ვის­მე­ნია აღი­ა­რე­ბა იმ წვლი­ლი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ამ პრო­ცეს­ში შე­აქვს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, იმ პი­რებ­მა, ვი­საც აქვს შე­ნიშ­ვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­რის ნა­ბი­ჯებს არ დგამს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, ეს სა­კი­თხე­ბი წე­რი­ლო­ბით უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

"წე­რი­ლო­ბით წარ­მო­ად­გი­ნონ, რა არის ის სა­კი­თხე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და არ გა­ა­კე­თა. ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი ვერ მო­ვის­მი­ნეთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ურ­ბი­ან ამ სა­კითხს. არის ბევ­რი სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს ზუს­ტად ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ იყოს სო­ლი­და­რუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის. სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს იმ მაქ­სი­მუმს, რაც შე­უძ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებს. ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ომ პა­სუ­ხობს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ რუ­სე­თის არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბულ ომს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­დად­გას ყვე­ლა შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯი უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად და ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­სა­კის­რებ­ლად.

"მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო პა­სუ­ხობს რუ­სე­თის ბრუ­ტა­ლურ და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­დად­გას ყვე­ლა შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, რათა და­ე­კის­როს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე“, - ნათ­ქვა­მია ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
18

საინტერესოა ვინ დააკისრა პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებებზე რუსეთს და ვინ უჩივლა ჰააგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომზე? იგივე შეუძლია გააკეთოს უკრაინამ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს უკრაინის მხარდასაჭერად იქნება ეს პოლიტიკური თანადგომა თუ ჰუმანიტარული დახმარება!

რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, სამწუხაროდ ამის არანაირი შესაძლებლობა არა გვაქვს.

რაც შეეხება ომში ჩართვას, ბოდიში ამას ჩვენ კი არა თქვენ და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ვერ ბედავთ!

სურენა
3

სად სიმართლე და სად მატყუარების პარტია?

ავტორი:

"ბლინკენის წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას... სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი" - პაპუაშვილი

"ბლინკენის წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას... სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი" - პაპუაშვილი

ენტონი ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს. სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილის შეფასებისას განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და სოლიდარულია უკრაინელი ხალხის.

"საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაერო-ს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. გაერო-ს რეზოლუციის და გადაწყვეტილების თანასპონსორები ვიყავით, ჰააგაში სისხლის სამართლის დანაშაულების სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა იქნეს გამოვლენილი, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ გამოვლენილიყო ეს დანაშაულები. ასე რომ, საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ, პროცესის ინიციატორია. ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოგვისმენია აღიარება იმ წვლილისა, რომელიც საქართველოს ამ პროცესში შეაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ პირებმა, ვისაც აქვს შენიშვნა, რომ საქართველო საკმარის ნაბიჯებს არ დგამს უკრაინის მხარდასაჭერად, ეს საკითხები წერილობით უნდა წარმოადგინოს.

"წერილობით წარმოადგინონ, რა არის ის საკითხები, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ჯერჯერობით პასუხი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, გაურბიან ამ საკითხს. არის ბევრი საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი სათქმელი არ აქვთ. საქართველო აკეთებს ზუსტად ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს სოლიდარული უკრაინელი ხალხის. საქართველო აკეთებს იმ მაქსიმუმს, რაც შეუძლია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიომ პასუხობს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ რუსეთის არაპროვოცირებულ ომს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხობს რუსეთის ბრუტალურ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, რათა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებებზე“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის მიერ გამოგზავნილ წერილში.