Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითია, რომ მის წინააღმდეგ მედიკამენტი არ არსებობს და თითქოს მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის კვლევას" - რას წერს ექიმი მაიმუნის ყვავილის თაობაზე გავრცელებულ ტყუილ-მართალზე?
"მითია, რომ მის წინააღმდეგ მედიკამენტი არ არსებობს და თითქოს მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის კვლევას" - რას წერს ექიმი მაიმუნის ყვავილის თაობაზე გავრცელებულ ტყუილ-მართალზე?

მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი გა­მოვ­ლინ­და. რო­გორც BBC-ი წერს, ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი აღ­წე­რეს აშშ-ში, კა­ნა­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, შვე­დეთ­სა და ავ­სტრი­ა­ში. აქამ­დე მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ვირუ­სი კი აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ამ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე უა­მარ­ვი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი გავ­რცელ­და.

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს მი­თებ­სა და რე­ა­ლო­ბას...

"მითი:

"მა­ი­მუ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს";

რე­ა­ლო­ბა:

არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად ტე­კო­ვი­რი­მა­ტი, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ.

მითი:

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეფექ­ტუ­რია ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნა";

რე­ა­ლო­ბა:

მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი და ჩუ­ტყვა­ვი­ლა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა და ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტუ­რი მის წი­ნა­აღ­მდეგ. მის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რია ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა. დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში ტერ­მი­ნე­ბის არე­ვამ: მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი - Monkeypox; ჩუ­ტყვა­ვი­ლა - Chickenpox; ყვა­ვი­ლი - Smallpox.

მითი:

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და "ფე­რად­კა­ნი­ა­ნი“ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა";

რე­ა­ლო­ბა:

არა, ის უბ­რა­ლოდ ენ­დე­მუ­რია აფ­რი­კა­ში და ზო­გა­დად კი პა­თო­გე­ნი არ ან­სხვა­ვებს მას­პინ­ძელს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ით, მისი გა­და­გე­ბის გზა არის ახლო/პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი და შე­საძ­ლოა გა­და­ე­დოს ყვე­ლას, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, კა­ნის ფე­რის, მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მი­უ­ხე­და­ვად.

მითი:

"მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის დად­გე­ნას";

რე­ა­ლო­ბა:

არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის კვლე­ვას და დად­გე­ნას არ ენი­ჭე­ბა. ჯერ მხო­ლოდ სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე მთლი­ა­ნად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მწვა­ვე შემ­თხვე­ვებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია, ზო­გა­დად და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც წესი, თვით­გან­კურ­ნე­ბა­დია, შე­სა­ბა­მი­სად, ის, რომ უმე­ტე­სო­ბა (და არა ყვე­ლა) შემ­თხვე­ვე­ბის ჯერ­ჯე­რო­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გეი ან ბი­სექ­სუ­ა­ლებ­ში, ეს შე­იძ­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყოს იმით, რომ, მა­გა­ლი­თად, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი უფრო მე­ტად იჩე­ნენ ყუ­რა­დღე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის სკრი­ნინ­გის და/ან ექიმ­თან ვი­ზი­ტის მი­მართ და არ ნიშ­ნავს, რომ ორი­ენ­ტა­ცი­ის დად­გე­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ ან პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის და არც იმას, რომ ის (კლა­სი­კუ­რად) სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა.

ეს არის რის­კე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის არას­წო­რი თარ­გმა­ნი, ჯან­მოს ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში სა­დაც სტა­ტის­ტი­კაა მო­ცე­მუ­ლი, იქვე ხაზ­გას­მით არის ნათ­ქვა­მი რომ ეს "უმე­ტე­სო­ბა" არ ნიშ­ნავს "ექ­სკლუ­ზი­ვო­ბას" და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ნე­რა უნდა იყოს ზუს­ტი და რის­კე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დაც­ვით, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია და დე­ზინფრო­მა­ცია.

მითი:

"ეს ახა­ლი პან­დე­მი­აა და ისევ ჩაგ­ვკე­ტა­ვენ, მე­ო­რე კო­ვი­დი იწყე­ბა"

რე­ა­ლო­ბა:

ამის ალ­ბა­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მი­ნი­მა­ლუ­რია, რად­გან მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნაც, მკურ­ნა­ლო­ბაც, ის არც ისე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა რო­გორც კო­ვი­დი და არ ისე სწრა­ფად გა­ნიც­დის მუ­ტა­ცი­ას. ის დნმ ვირუ­სია, რაც გა­მო­ირ­ჩე­ვა სტა­ბი­ლუ­რო­ბით. ცხა­დია ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დად მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი არ არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. თუმ­ცა ნამ­დვი­ლად ნიშ­ნავს იმას რომ Do not panic".

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ", - წერს მარ­შა­ნია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
5

დაგუგლა ამან სადმე რამე თუ საიდან ამდენი სიბრძნე?)))

გივი
4

მაიმუნობა!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მითია, რომ მის წინააღმდეგ მედიკამენტი არ არსებობს და თითქოს მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის კვლევას" - რას წერს ექიმი მაიმუნის ყვავილის თაობაზე გავრცელებულ ტყუილ-მართალზე?

"მითია, რომ მის წინააღმდეგ მედიკამენტი არ არსებობს და თითქოს მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის კვლევას" - რას წერს ექიმი მაიმუნის ყვავილის თაობაზე გავრცელებულ ტყუილ-მართალზე?

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადება, მაიმუნის ყვავილი გამოვლინდა. როგორც BBC-ი წერს, ვირუსის შემთხვევები აღწერეს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრიაში. აქამდე მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი, სხვა ქვეყნებში გამოვლენილი ვირუსი კი აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.

მაიმუნის ყვავილის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამ ინფექციურ დაავადებაზე უამარვი ტყუილ-მართალი გავრცელდა.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აცნობს მითებსა და რეალობას...

"მითი:

''მაიმუნის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს'';

რეალობა:

არსებობს, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც ლიცენზირებულია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.

მითი:

''მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩუტყვავილას ვაქცინა'';

რეალობა:

მაიმუნის ყვავილი და ჩუტყვავილა სხვადასხვა დაავადება და ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ეფექტურია ყვავილის ვაქცინა. დაბნეულობა გამოიწვია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში ტერმინების არევამ: მაიმუნის ყვავილი - Monkeypox; ჩუტყვავილა - Chickenpox; ყვავილი - Smallpox.

მითი:

''მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების და "ფერადკანიანი“ ადამიანების დაავადებაა'';

რეალობა:

არა, ის უბრალოდ ენდემურია აფრიკაში და ზოგადად კი პათოგენი არ ანსხვავებს მასპინძელს სექსუალური ორიენტაციით, მისი გადაგების გზა არის ახლო/პირდაპირი კონტაქტი და შესაძლოა გადაედოს ყველას, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, მუსიკალური მონაცემებისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად.

მითი:

''მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის დადგენას'';

რეალობა:

არანაირი მნიშვნელობა სექსუალური ორიენტაციის კვლევას და დადგენას არ ენიჭება. ჯერ მხოლოდ საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე მთლიანად. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალია, ზოგადად დაავადება, როგორც წესი, თვითგანკურნებადია, შესაბამისად, ის, რომ უმეტესობა (და არა ყველა) შემთხვევების ჯერჯერობით დაფიქსირებულია გეი ან ბისექსუალებში, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ, მაგალითად, სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ და არ ნიშნავს, რომ ორიენტაციის დადგენაა მნიშვნელოვანი მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის და არც იმას, რომ ის (კლასიკურად) სქესობრივად გადამდები დაავადებაა.

ეს არის რისკების კომუნიკაციის წესების დარღვევა და ოფიციალური დოკუმენტების არასწორი თარგმანი, ჯანმოს ოფიციალურ დოკუმენტში სადაც სტატისტიკაა მოცემული, იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს ''უმეტესობა'' არ ნიშნავს ''ექსკლუზივობას'' და ინფორმაციის გავრცელების მანერა უნდა იყოს ზუსტი და რისკების კომუნიკაციის დაცვით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფორმის სტიგმატიზაცია და დეზინფრომაცია.

მითი:

''ეს ახალი პანდემიაა და ისევ ჩაგვკეტავენ, მეორე კოვიდი იწყება''

რეალობა:

ამის ალბათობა უკიდურესად მინიმალურია, რადგან მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინაც, მკურნალობაც, ის არც ისე სწრაფად ვრცელდება როგორც კოვიდი და არ ისე სწრაფად განიცდის მუტაციას. ის დნმ ვირუსია, რაც გამოირჩევა სტაბილურობით. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მაიმუნის ყვავილი არ არის საყურადღებო. თუმცა ნამდვილად ნიშნავს იმას რომ Do not panic".

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია.

იხილეთ ასევე: