ავტორი:

Georgian Fish and Caviar ქართულ წარმოებას გლობალურ ბაზარს აცნობს

Georgian Fish and Caviar ქართულ წარმოებას გლობალურ ბაზარს აცნობს

ინოვაციური ფერმა და საწარმო – Georgian Fish and Caviar, მიუხედავად საწყის ეტაპზე ექსპერიმენტული სტატუსისა, საქართველოს ბაზარზე არსებულ საბითუმო–საცალო ფასებსა და იმპორტის მოცულობებზე დიდ გავლენას ახდენს.

მალხაზ შუბალიძის (Malkhaz Shubalidze) მიერ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კომპანია დღეს გლობალური ბაზრისთვის უკვე მზადაა, ახალ მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცერთან – ლერი ჭიჭინაძესთან (Leri Chichinadze) ერთად. ინტენსიური წყალმომარაგების მეურნეობა 4 ჰექტარზე ყველა ევროპული სტანდარტის დაცვით აიგო და ყოველდღიურად განაგრძობს მოდერნიზაციას.

ფერმერები 4 სხვადასხვა სახეობის თევზზე ზრუნავენ. Მათ შორის ერთ-ერთი კოლხური ზუთხია, რომელიც ველური ჯიშია და განსაკუთრებულ, ნატურალურ გარემოსთან მიახლოებულ ჰაბიტატს მოითხოვს.

ფერმამ მიზნად დაისახა ამ იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობის შენარჩუნება და მასზე დაკვირვება. მათ შეიმუშავეს ხიზილალის მიღებოს თანამედროვე მეთოდი, რომლითაც ახალი შთამომავლობის შექმნა ყოველგვარი ზიანის გარეშე ხდება.

ამ ტექნიკის კომბინაცია ისეთი მაღალი ხარისხის საკვების გამოყენებასთან როგორიცაა Biomar, Skretting და Coppen, წითელი და შავი ხიზილალის პიკანტურ გემოს განაპირობებს.

საუკეთესო ხიზილალის მიღებასა და ახალი შთამომავლობების შექმნას პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კომპანია მუდმივად მუშაობს.

Georgian Fish and Caviar 2 წელიწადზე მეტია მაღალმთიანი აჭარის მდინარეების აბორიგენული ნაკადულის კალმახით გამდიდრებაშია ჩართული. ამ ინიციატივის მიზანი ჰესების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირებაა. შედეგად, დაწესებულებამ ამ დრომდე ათი ათასობით თევზის მდინარეებში გაშვება შეძლო.

კომპანიის წარმატება ახალი ბიზნესებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდა.

მალხაზ შუბალიძეს თქმით, მათი გუნდი სიამოვნებით უწევს კონსულტაციას და უზიარებს რჩევებს იმ პატარა მეურნეობებს, რომლებიც კომპანიის ინსპირაციით შეიქმნა.

R