სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც ურტყამდა და დედის ცემას აყურებინებდა" - რას ჰყვება თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის დეიდა
"ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც ურტყამდა და  დედის ცემას აყურებინებდა" - რას ჰყვება თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის დეიდა

თბი­ლის­ში, მა­მარ­დაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მამ­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 39 წლის ქალი დაჭ­რა. ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც შე­ეს­წრო, რად­გან შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა დე­დას შვი­ლი სკო­ლა­ში მიჰ­ყავ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის დე­ი­და "ტვ პირ­ველ­თან" ამ­ბობს, რომ მა­მა­კა­ცი ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ყო­ფი­ლი ცოლი ფულს არ აძ­ლევ­და და ამის გამო სცემ­და, ბავ­შვსაც სცემ­და მა­გას­თან ერ­თად და აყუ­რე­ბი­ნებ­და ბავ­შვს დე­დის ცე­მას. სახ­ლში მოგ­ვი­ვარ­და, კი­დევ კარ­გი, მე სახ­ლში ვი­ყა­ვი. და­არ­ტყა თუმ­ცა, მი­ვუს­წა­რი და გა­ვაგ­დე. მა­შინ­ვე დავ­რე­კე, პო­ლი­ცია მო­ვი­და და და­ი­ჭი­რეს. ახ­ლაც იგი­ვე გან­მე­ორ­და, ამ­ჟა­მად უბ­რა­ლოდ დანა ჰქონ­და ხელ­ში.

ესე­ნი მი­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში და გა­ჩე­რე­ბას­თან დარ­ტყა და­ნაო. მე რა­ღაც კი­ვი­ლი რომ შე­მო­მეს­მა, იმ წამ­სვე გავ­ვარ­დი და რას ვხე­დავ, სულ სის­ხლში იყო მოს­ვრი­ლი. ჯერ რო­გორ გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან, გა­და­ი­ხა­და 3000 ლარი და გა­მო­უშ­ვა მო­სა­მარ­თლემ. გა­მი­გო­ნია ასე­თი რა­ღაც? ახლა რას იზამს? გო­გოს ლა­ვი­წის ძვალ­თან აქვს დარ­ტყმუ­ლი, დრე­ნა­ჟი აქ­ვსო, კი­დევ უკან აქვს ზურ­გში ჩარ­ტყმუ­ლი". - აცხა­დებს დაჭ­რი­ლი ქა­ლის დე­ი­და.

აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1111
0

რამდენი ყოფილი თუ მოქმედი ცოლი უნდა მოკლას ქმარმა,რომ კანონი გაამკაცრონ და სახელმწიფოსგან უფრო მეტი ჩართულობა იყოს ძალადობის წინააღმდეგ 

Ლელო
6

Ეს არამზადა პოლიციას რომ დაეჭირა ან მინიმუმ მაგრად შეეჯანჯღალა, ეგებ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.

Წარმოიდგინეთ, რომ ბობოლა ნაცის ან ოპოზიციონერის ყოფილ ცოლს რომ გამოეძახა პოლიცია ძალადობის/ცემის გამო))) 5 წელი არ აცდებოდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც ურტყამდა და დედის ცემას აყურებინებდა" - რას ჰყვება თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის დეიდა

"ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც ურტყამდა და  დედის ცემას აყურებინებდა" - რას ჰყვება თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის დეიდა

თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მამკაცმა ყოფილი მეუღლე, 39 წლის ქალი დაჭრა. ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო, რადგან შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა.

დაზარალებული ქალის დეიდა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მამაკაცი ყოფილ მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მეუღლეზე ძალადობისთვის გასამართლებული იყო და თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა.

"ყოფილი ცოლი ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც სცემდა მაგასთან ერთად და აყურებინებდა ბავშვს დედის ცემას. სახლში მოგვივარდა, კიდევ კარგი, მე სახლში ვიყავი. დაარტყა თუმცა, მივუსწარი და გავაგდე. მაშინვე დავრეკე, პოლიცია მოვიდა და დაიჭირეს. ახლაც იგივე განმეორდა, ამჟამად უბრალოდ დანა ჰქონდა ხელში.

ესენი მიდიოდნენ სკოლაში და გაჩერებასთან დარტყა დანაო. მე რაღაც კივილი რომ შემომესმა, იმ წამსვე გავვარდი და რას ვხედავ, სულ სისხლში იყო მოსვრილი. ჯერ როგორ გამოუშვეს ციხიდან, გადაიხადა 3000 ლარი და გამოუშვა მოსამართლემ. გამიგონია ასეთი რაღაც? ახლა რას იზამს? გოგოს ლავიწის ძვალთან აქვს დარტყმული, დრენაჟი აქვსო, კიდევ უკან აქვს ზურგში ჩარტყმული". - აცხადებს დაჭრილი ქალის დეიდა.

აღნიშნულ დანაშაულში მხილებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.