მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს" - რუსმა დიპლომატმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო და გაეროში თანამდებობა დატოვა
"არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს" - რუსმა დიპლომატმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო და გაეროში თანამდებობა დატოვა

გა­ე­რო-ს ჟე­ნე­ვის ოფის­ში რუ­სე­თის მი­სი­ის მრჩე­ველ­მა ბო­რის ბონ­და­რევ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომი დაგ­მო და თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

"ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მი­ნა­ხავს ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სხვა­დას­ხვა შე­მობ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს შემ­რცხვე­ნია ჩემი ქვეყ­ნის ისე, რო­გორც ამ წლის 24 თე­ბერ­ვალს. პუ­ტი­ნის მიერ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ, არის არა მხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი რუ­სე­თის ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ყვე­ლა იმე­დი­სა და პერ­სპექ­ტი­ვის ასო "Z”-ით გა­და­ხაზ­ვა,“- ნათ­ქვა­მია დიპ­ლო­მა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, მათ, ვინც ომი და­ი­წყეს, ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვთ: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"მათ, ვინც ჩა­ი­ფიქ­რა ეს ომი, მხო­ლოდ ერთი რამ სურთ - სა­მუ­და­მოდ დარ­ჩნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იცხოვ­რონ პომ­პე­ზურ უგე­მოვ­ნო სა­სახ­ლე­ებ­ში, იცუ­რა­ონ იახ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც, ტო­ნა­ჟი­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბით, რუ­სე­თის მთელ სა­ზღვაო ფლოტს შე­ედ­რე­ბა, ისარ­გებ­ლონ შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბით და სრუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბით. ამის მი­საღ­წე­ვად ისი­ნი მზად არი­ან იმ­დე­ნი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რონ, რამ­დე­ნიც დას­ჭირ­დე­ბა. ათა­სო­ბით რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი უკვე და­ი­ღუ­პა მხო­ლოდ ამის­თვის“,- აცხა­დებს რუსი დიპ­ლო­მა­ტი.

ის გან­სა­კუთ­რე­ბით აკ­რი­ტი­კებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სერ­გეი ლავ­როვს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, გახ­და "ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ავ­რცე­ლებს ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს და ემუქ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით.“

"დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ის ემ­სა­ხუ­რე­ბა ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს, რაც ხელს უწყობს ჩემი ქვეყ­ნის შემ­დგომ იზო­ლა­ცი­ა­სა და დეგ­რა­და­ცი­ას. რუ­სეთს აღარ ჰყავს მო­კავ­ში­რე­ე­ბი და არა­ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, გარ­და მისი უგუ­ნუ­რი და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კი­სა“,- წერს დიპ­ლო­მა­ტი.

მისი თქმით, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბას და "ამ სის­ხლი­ა­ნი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უღირ­სი ზი­ზღის“ გა­ზი­ა­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
11

რუსეთუმეებო ამ რუსისკენაც იყავით რატომ ლანძღავთ არ მოგწონთ ხო ასეთი რუსები. 

რატი
7

მე ეს ,,გონების განათება'' სანქციებისგან გამოწვეულ არაკომფორტულ გარემოში ცხოვრებისგან თავის არიდება და დისიდენტის სახელით თბილი ადგილის მოძებნის მცდელობა მგონია, იმდენად დაკარგული მაქვს ურდოელების მიმართ ნდობა, მაგრამ რავიცი. კაცს 2008 წელს თავი რომ დავანებოთ, 2014 წლის შეჭრის დროს არ შერცხვენია მისი ქვეყნის რაშისტური პოლიტიკის და ნამუსმა ახლა შეაწუხა? რაღაც არალოგიკური სჩანს. მაინც კომფორტის ძიების ამბავს უფრო ჰგავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს" - რუსმა დიპლომატმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო და გაეროში თანამდებობა დატოვა

"არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს" - რუსმა დიპლომატმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო და გაეროში თანამდებობა დატოვა

გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველმა ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა.

"ჩემი დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების არსებობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველა იმედისა და პერსპექტივის ასო "Z”-ით გადახაზვა,“- ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში.

მისი თქმით, მათ, ვინც ომი დაიწყეს, ერთადერთი მიზანი აქვთ: ხელისუფლების შენარჩუნება.

"მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამ სურთ - სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, იცხოვრონ პომპეზურ უგემოვნო სასახლეებში, იცურაონ იახტებით, რომლებიც, ტონაჟითა და ღირებულებით, რუსეთის მთელ საზღვაო ფლოტს შეედრება, ისარგებლონ შეუზღუდავი ძალაუფლებით და სრული დაუსჯელობით. ამის მისაღწევად ისინი მზად არიან იმდენი სიცოცხლე შესწირონ, რამდენიც დასჭირდება. ათასობით რუსი და უკრაინელი უკვე დაიღუპა მხოლოდ ამისთვის“,- აცხადებს რუსი დიპლომატი.

ის განსაკუთრებით აკრიტიკებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც, მისი თქმით, გახდა "ადამიანი, რომელიც გამუდმებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს და ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით.“

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. ის ემსახურება ძალიან ცოტა ადამიანის ინტერესებს, რაც ხელს უწყობს ჩემი ქვეყნის შემდგომ იზოლაციასა და დეგრადაციას. რუსეთს აღარ ჰყავს მოკავშირეები და არავინ არის დამნაშავე, გარდა მისი უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკისა“,- წერს დიპლომატი.

მისი თქმით, ვეღარ გააგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას და "ამ სისხლიანი, აბსოლუტურად უღირსი ზიზღის“ გაზიარებას.