დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ის მიიჩნევს, რომ "აზოვსტალის“ მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ნაკლებად სავარაუდოა.
მისი განმარტებით, მედვედჩუკის უკრაინელ მებრძოლებზე გაცვლაზე საუბარი ნაკლებად შეიძლება იყოს, რადგან საქმე შეეხება სხვადასხვა კატეგორიას.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.