პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემი შვილი, დიმკაა, რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი სამხედრო პოლკ "აზოვიდან, დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს და იცოდეს..." - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკის დედა
"ეს ჩემი შვილი, დიმკაა, რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი სამხედრო პოლკ "აზოვიდან, დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს და იცოდეს..." - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკის დედა

უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის "აზო­ვის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი დმიტ­რი კო­ზაც­კი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მებ­რძოლ­მა "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გა­მარ­ჯვე­ბულ უკ­რა­ი­ნულ სიმ­ღე­რას "სტე­ფა­ნი­ას" ას­რუ­ლებ­და.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, "აზოვსტა­ლის" მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში მყო­ფი ყვე­ლა მებ­რძო­ლი რუ­სეთს ჩა­ბარ­და. კო­ზაც­კიმ აზოვსტალ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"სულ ესაა... "აზოვსტა­ლო", გმად­ლობ თავ­შე­საფ­რის­თვის - ჩემი სიკ­ვდი­ლი­სა და ჩემი სი­ცო­ცხლის ად­გი­ლო".

ახლა კო­ზაც­კი რუ­სე­თის ტყვეა. მებ­რძო­ლის დედა ირა იუ­შენ­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და ხალ­ხს სთხოვს, ვინც იც­ნო­ბენ მის შვილს, და­წე­რონ, რო­გო­რია დიმ­კა, და­წე­რონ ის, რომ მისი შვი­ლი ნე­ო­ნა­ცის­ტი არ არის და რუ­სუ­ლი მე­დია მას ამ ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებს...

ირა იუ­შენ­კო:

"ეს ჩემი შვი­ლი, დიმ­კაა, რო­მან­ტი­კო­სი, ფი­ლო­სო­ფო­სი, ფო­ტოგ­რა­ფი... სამ­ხედ­რო პოლკ "აზო­ვი­დან". რუ­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია ძა­ლი­ან ცდი­ლობს მათ და­აბ­რა­ლონ, რომ ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბი არი­ან. ვინ იც­ნობთ დიმ­კას, ორი­ო­დე სი­ტყვით და­ა­ხა­სი­ა­თე იგი. დაე, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნა­ხოს და იცო­დეს..."

ირა იუ­შენ­კოს პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე 1700 კო­მენ­ტა­რი აქვს, 28 ათა­სი გა­ზი­ა­რე­ბა და 14 ათას­ზე მეტი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან წე­რენ კო­მენ­ტა­რებს და მებ­რძო­ლის დე­დას ამ­ხნე­ვე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

"მე არ ვიც­ნობ თქვენს შვილს, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით და სუ­ლით მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, რად­გან ის იცავ­და და აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნის დაც­ვას! ის გმი­რია! და ქედს ვიხ­რი თქვენს წი­ნა­შე ასე­თი შვი­ლის­თვის!“

"თქვე­ნი შვი­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბას არ სჭირ­დე­ბა მისი პი­რა­დად გაც­ნო­ბა, მისი ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვი­თხრობს მას­ზე. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი არის შე­დევ­რი, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას. მხო­ლოდ ნამ­დვილ ხე­ლო­ვანს, დიდი გუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ასე დახ­ვე­წი­ლად აღ­ბეჭ­დოს და გა­და­ი­ტა­ნოს ემო­ცი­ე­ბი ფო­ტო­ზე“.

"მე პი­რა­დად ვიც­ნობ დი­მიტ­რის, რო­გორც ახ­ლობ­ლის შვილს. თუმ­ცა მისი თვა­ლე­ბი (სუ­ლის სარ­კე) ანა­თებს სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ლა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბის მი­მართ! და ასე­თი გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ კარგ და პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს. და მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "სტე­ფა­ნია" ჩვენს გუ­ლებ­შია...“

"რო­გორ არ უნდა ეცა­დოს მტე­რი, რომ ჩვე­ნი გმი­რე­ბი გა­ა­შა­ვოს, ისი­ნი ჩვენ­თვის წმინ­და­ნი არი­ან! ვაჟ­კა­ცო­ბის, გმი­რო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის, კა­ცობ­რი­ო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა...“

"შენს დი­მიტ­რის მხო­ლოდ და­უს­წრებ­ლად ვიც­ნობ. რო­გორც ჩანს, დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. დაე, იმ არ­სე­ბებ­მა თქვან რაც უნ­დათ, ჩვენ ვი­ცით სი­მარ­თლე! და ყო­ვე­ლი­ვე იმის შემ­დეგ, რაც მოხ­და, ამ ფო­ტოს შემ­დეგ აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ხის ფონ­ზე, ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ის ვერ უნდა გა­ტე­ხონ, და­ა­ში­ნონ. ის არის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც ჩვე­ნი ერი ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დგას, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა გან­საც­დე­ლი­სა. ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენ შე­უ­ვა­ლი ხართ. მინ­და,მალე ვნა­ხო დიმ­კას გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ახა­ლი ფოტო. ჩვენ ყვე­ლას გვინ­და ვნა­ხოთ მალე მისი ღი­მი­ლი. დაე, ეს უფრო სწრა­ფად მოხ­დეს!..“

"შენი შვი­ლის თვა­ლე­ბი და ღი­მი­ლი თა­ვის­თა­ვად ლა­პა­რა­კობს მას­ზე, ძა­ლი­ან სუფ­თა, დიდი სუ­ლით და მა­მა­ცი გუ­ლით. მისი ფო­ტო­ე­ბი ასე­ვე ბრწყინ­ვა­ლეა, ის ასე დახ­ვე­წი­ლად ამ­ჩნევს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას და სულს. ჩვენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. უფა­ლი მო­წყა­ლეა და შვილს და­გიბ­რუ­ნებს. უნდა გჯე­რო­დეს და ილო­ცო, დე­დის ლოც­ვა ძა­ლი­ან ძლი­ე­რია...“

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
135

ვიდეო დევს იუთუბიზე აზოვსტალი რომ გამოდის ტანზე ხდიან და აქვთ სვასტიკები ჰიტლერი ეშმაკები მოკალი და მსგავსი დახატული!

ხოდა ანუ ეგენიც არც მთლად კარგი ხალხი უნდა იყოს! ყველას არ ეხება რა ტქმა უნდა და თანაც ვინც თავის ქვეყანას იცავს გინდა ნაცისტი იყოს გინდა ლუციფერს აღნერთებდეს ის თავის ქვეყანას იცავს და მორჩა! გმირია მაინც! 

ania
7

ვერა გავიგე, აკი ამან იმღერა ევროვიზიაზე და ეგ როგორ?! თუ გასვლა შეეძლოთ რაღას ისხდნენ ბუნკერში? ანუ ეს გავიდა დამერე ისევ შევიდა რომ რუსებს ჩაბარებოდა? თუ რა ხდება ვერ გავიგე და ვინც გაიგეთ ტქვიტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს ჩემი შვილი, დიმკაა, რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი სამხედრო პოლკ "აზოვიდან, დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს და იცოდეს..." - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკის დედა

"ეს ჩემი შვილი, დიმკაა, რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი სამხედრო პოლკ "აზოვიდან, დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს და იცოდეს..." - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკის დედა

უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მებრძოლმა "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც "ევროვიზიაზე“ გამარჯვებულ უკრაინულ სიმღერას "სტეფანიას" ასრულებდა.

რამდენიმე დღეში, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი რუსეთს ჩაბარდა. კოზაცკიმ აზოვსტალში გადაღებული უკანასკნელი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:

"სულ ესაა... "აზოვსტალო", გმადლობ თავშესაფრისთვის - ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილო".

ახლა კოზაცკი რუსეთის ტყვეა. მებრძოლის დედა ირა იუშენკო სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და ხალხს სთხოვს, ვინც იცნობენ მის შვილს, დაწერონ, როგორია დიმკა, დაწერონ ის, რომ მისი შვილი ნეონაცისტი არ არის და რუსული მედია მას ამ ყველაფერს აბრალებს...

ირა იუშენკო:

"ეს ჩემი შვილი, დიმკაა, რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი... სამხედრო პოლკ "აზოვიდან". რუსული ტელევიზია ძალიან ცდილობს მათ დააბრალონ, რომ ნეონაცისტები არიან. ვინ იცნობთ დიმკას, ორიოდე სიტყვით დაახასიათე იგი. დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს და იცოდეს..."

ირა იუშენკოს პოსტს სოციალურ ქსელში უკვე 1700 კომენტარი აქვს, 28 ათასი გაზიარება და 14 ათასზე მეტი რეაქცია მოჰყვა, ადამიანები ყველა ქვეყნიდან წერენ კომენტარებს და მებრძოლის დედას ამხნევებენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

"მე არ ვიცნობ თქვენს შვილს, მაგრამ მთელი გულით და სულით მადლობელი ვარ მისი, რადგან ის იცავდა და აგრძელებს ჩვენი უკრაინის დაცვას! ის გმირია! და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ასეთი შვილისთვის!“

"თქვენი შვილის დახასიათებას არ სჭირდება მისი პირადად გაცნობა, მისი ფოტოები მოგვითხრობს მასზე. თითოეული მათგანი არის შედევრი, რომელიც დარჩება ისტორიას. მხოლოდ ნამდვილ ხელოვანს, დიდი გულის მქონე ადამიანს შეუძლია, ასე დახვეწილად აღბეჭდოს და გადაიტანოს ემოციები ფოტოზე“.

"მე პირადად ვიცნობ დიმიტრის, როგორც ახლობლის შვილს. თუმცა მისი თვალები (სულის სარკე) ანათებს სიკეთით და სიყვარულით ყველა ცოცხალი არსების მიმართ! და ასეთი გულწრფელი ღიმილი შეიძლება მხოლოდ კარგ და პოზიტიურ ადამიანს ჰქონდეს. და მისი შესრულებული "სტეფანია" ჩვენს გულებშია...“

"როგორ არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ჩვენი გმირები გააშავოს, ისინი ჩვენთვის წმინდანი არიან! ვაჟკაცობის, გმირობის, პატრიოტიზმის, კაცობრიობის განსახიერება...“

"შენს დიმიტრის მხოლოდ დაუსწრებლად ვიცნობ. როგორც ჩანს, დიდი ხანია ვიცნობ. დაე, იმ არსებებმა თქვან რაც უნდათ, ჩვენ ვიცით სიმართლე! და ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, ამ ფოტოს შემდეგ აყვავებული ხის ფონზე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ვერ უნდა გატეხონ, დააშინონ. ის არის მთავარი ადამიანი, ვისზეც ჩვენი ერი ამდენი საუკუნის განმავლობაში დგას, მიუხედავად ყველა განსაცდელისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეუვალი ხართ. მინდა,მალე ვნახო დიმკას გაზიარებული ახალი ფოტო. ჩვენ ყველას გვინდა ვნახოთ მალე მისი ღიმილი. დაე, ეს უფრო სწრაფად მოხდეს!..“

"შენი შვილის თვალები და ღიმილი თავისთავად ლაპარაკობს მასზე, ძალიან სუფთა, დიდი სულით და მამაცი გულით. მისი ფოტოები ასევე ბრწყინვალეა, ის ასე დახვეწილად ამჩნევს ადამიანების ცხოვრებას და სულს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ. უფალი მოწყალეა და შვილს დაგიბრუნებს. უნდა გჯეროდეს და ილოცო, დედის ლოცვა ძალიან ძლიერია...“

იხილეთ ასევე: