მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს
"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ ეპი­ზოდს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა. სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟი, სოსო, რო­მე­ლიც კა­ტოს პარტნი­ო­რის როლს ას­რუ­ლებს, თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლას იდე­ა­ლუ­რი ეგო­ნა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, მისი სა­ხით, მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­ძა­ლა­დე კაცი ნახა.

"იდე­ა­ლურ­მა სო­სომ" ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო კა­ტოს უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის მას იო­გა­ზე სი­ა­რუ­ლიც აუკ­რძა­ლა. ეტა­პობ­რი­ვად კი საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი, სა­დაც რე­ა­ლუ­რად მსგავ­სი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაა და უამ­რა­ვი ქალი იტან­ჯე­ბა ძა­ლა­დო­ბით, რაც ზოგ­ჯერ სი­ცოხ­ლის მოს­პო­ბი­თაც სრულ­დე­ბა, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ეპი­ზოდს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და და ამ თე­მა­ზე არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა.

  • ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მსა­ხი­ობ­მა, რო­მელ­მაც ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, შთამ­ბეჭ­და­ვად მო­ირ­გო როლი. სო­სოს პერ­სო­ნაჟს მსა­ხი­ო­ბი დევი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც ამ­ბობს, ეს პრო­ფე­სია ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ის Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბო­და. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"სა­ერ­თოდ ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვცდი­ლობ. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც სულ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც მიყ­ვარს... პრო­ფე­სი­ის გარ­და ბევ­რი რამ მი­ზი­დავს.

- გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლნში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს. ვი­დეო კას­ტინ­გის­თვის იქვე ჩავ­წე­რე და გა­მო­ვუგ­ზავ­ნე. მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვე­დი... მალე კო­რო­ნა და­მე­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ომიკ­რო­ნი. ამის გამო ფორ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. ჯერ კი­დევ ვერ ვარ სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ხა­სი­ა­თებს, ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მალე აღ­ვიდ­გი­ნო და ამან საქ­მე­ზე არ იმოქ­მე­დოს.

- სე­რი­ალს რო­გორ აფა­სებთ?

- ყვე­ლა სე­ზო­ნი და სე­რია ნა­ნა­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თუმ­ცა ამ­დე­ნი წელი ეს პრო­ექ­ტი რომ არ­სე­ბობს, მგო­ნი, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. მას აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფარ­თო სპექტრის, ჟან­რობ­რი­ვი გან­ხრის პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს... ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ამ თე­მებს, ყო­ველ­დღი­ურ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ეხე­ბა და სე­რი­ალს ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყავს...

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი "ჩცდ"-ში გა­მოჩ­ნდა თუ არა, მა­შინ­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა...

- სო­სოს შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ანუ არ ვი­ცით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რო­გო­რია. ამი­ტომ, რაც ჩანს, იმის მი­ხედ­ვით ვი­ტყვი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი საკ­მა­რი­სად აქვს. არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის იქამ­დე, სა­დამ­დეც უნდა, რომ მი­ვი­დეს. ცოტა მძი­მე კა­ცი­ცაა... იცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მოქ­ცე­ვა, მაგ­რამ იმის იქით სას­წა­უ­ლად მე­სა­კუთ­რეა. რა­ღაც ხა­ზებს ავ­ლებს და რა­ღა­ცებს აწე­სებს. რო­გორც კი ვინ­მეს თა­ვი­სად მი­ი­ღებს, გა­და­წყვეტს, რომ უკვე მი­სია.

- რო­დე­საც ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­მოგ­თა­ვა­ზეს, რა იფიქ­რეთ?

- ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და უკვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი თა­მა­ში. მერე ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მით უფრო, როცა გა­ვი­გე, რომ კა­ტოს მა­ნამ­დე ბევ­რი ქმა­რი ჰყავ­და. ამი­ტომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა შე­მექ­მნა. ვე­ძებ­დი რა­ღაც­ნა­ირ უც­ნა­ურ ტიპს. სოსო არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­მო­იც­ნო, ვთქვათ, რო­მე­ლი უბ­ნი­და­ნაა, ან რო­გო­რი ხა­სი­ა­თი­საა.

- მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­გორ პარტნი­ო­რია?

- სე­რი­ა­ლამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მისი რო­ლე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ორს, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და აქვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. დიდი კომ­ფორ­ტია მას­თან მუ­შა­ო­ბა და მე­გობ­რო­ბა.

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე­უღ­ლე და შვი­ლი გაგ­ვა­ცა­ნით და აქვე რო­გორ აფა­სე­ბენ თქვენს ამ როლს?

- მყავს მე­უღ­ლე სა­ლო­მე ალა­ნია და 8 წლის დე­მეტ­რე ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი. 10 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტია, მუ­შა­ობ­და პრო­ფე­სი­ით, მაგ­რამ ახლა ბიზ­ნესს აკე­თებს. მე­უღ­ლე მო­დის ჩემს პრე­მი­ე­რებ­ზე და საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლად მა­ფა­სებს, მე­უბ­ნე­ბა, რა მოს­წონს და რა - არა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამას ვა­ფა­სებ. მისი აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ სე­რი­ალ­საც უყუ­რებს, ცხა­დია. დე­მეტ­რეს ფეხ­ბურ­თი აინ­ტე­რე­სებს და ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე. იცის, რომ სე­რი­ალ­ში ვარ და რომ მამა არის ტე­ლე­ვი­ზორ­ში, დი­დად არ არის ჩარ­თუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი ებრალიძე
1

რა საშინელი კომენტარები წავიკითხე. დიდი სიამოვნებით ვუყურებ ამ სერიალს, მისი ერთგული ვარ, თუმცა დევდარიანის პოლიტშეხედულებებს არ ვიზიარებ. რაც სეეხება ამ მსახიობს კარგად თამაშობს,წარმატებას ვუსურვებ <3

სოსო ბეიტმენი.
2

მართალია ბრეტ პიტი და ლეონარდო დი კაპრიო არ არის ცნობადობითა და როლების სიმრავლით თუმცა ქართულ თეატრში ნამდვილად ბევრი როლი აქვს შესრულებული პროფესიონალურად, კინოს რაც შეეხება ჩვენთან კინო როდის იქმნება ? :) ისე კი კარგად ასრულებს იმ როლს რაზეც დაამტკიცეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს

"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალ ეპიზოდს საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა. სერიალის პერსონაჟი, სოსო, რომელიც კატოს პარტნიორის როლს ასრულებს, თავდაპირველად ყველას იდეალური ეგონა, თუმცა რეალურად, მისი სახით, მაყურებელმა მოძალადე კაცი ნახა.

"იდეალურმა სოსომ" ურთიერთობის დაწყებიდან მალევე დაიწყო კატოს უფლებების შეზღუდვა, მათ შორის მას იოგაზე სიარულიც აუკრძალა. ეტაპობრივად კი საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენს საზოგადოებაში კი, სადაც რეალურად მსგავსი არაერთი შემთხვევაა და უამრავი ქალი იტანჯება ძალადობით, რაც ზოგჯერ სიცოხლის მოსპობითაც სრულდება, გასაკვირი არ არის, რომ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ამ თემაზე არაერთი პოსტი დაიწერა.

  • ყურადღება მიიპყრო მსახიობმა, რომელმაც ადამიანთა დიდი ნაწილის აზრით, შთამბეჭდავად მოირგო როლი. სოსოს პერსონაჟს მსახიობი დევი ბიბილეიშვილი თამაშობს. ის მუსიკისა და დრამის ახალი თეატრის მსახიობია. როგორც ამბობს, ეს პროფესია ბავშვობიდან უნდოდა.

რამდენიმე თვის წინ, ის Ambebi.ge-სთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"საერთოდ ის ადამიანი ვარ, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად რაღაცების აღმოჩენას ვცდილობ. ჩემს საქმიანობაშიც სულ სიახლეებს ვეძებ. ექსპერიმენტებიც მიყვარს... პროფესიის გარდა ბევრი რამ მიზიდავს.

- გერმანიაში, კიოლნში ვიყავი, როდესაც დამირეკეს. ვიდეო კასტინგისთვის იქვე ჩავწერე და გამოვუგზავნე. მერე შემატყობინეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი. ჩამოვედი თუ არა, გადაღებაზე მივედი... მალე კორონა დამემართა, მოგვიანებით - ომიკრონი. ამის გამო ფორმაში დაბრუნება ცოტა გამიჭირდა. ჯერ კიდევ ვერ ვარ სათანადო ფორმაში, რომელიც მახასიათებს, ვცდილობ, ძალები მალე აღვიდგინო და ამან საქმეზე არ იმოქმედოს.

- სერიალს როგორ აფასებთ?

- ყველა სეზონი და სერია ნანახი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ამდენი წელი ეს პროექტი რომ არსებობს, მგონი, ბევრ რამეზე მეტყველებს. მას აქვს სხვადასხვა მიმართულება და ფართო სპექტრის, ჟანრობრივი განხრის პროექტია. ყველაფერს მოიცავს... ქეთი დევდარიანი ამ თემებს, ყოველდღიურსაც საინტერესოდ ეხება და სერიალს ასევე საინტერესო პერსონაჟები ჰყავს...

- თქვენი პერსონაჟი "ჩცდ"-ში გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა...

- სოსოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გარკვეული, ანუ არ ვიცით, საბოლოო ჯამში როგორია. ამიტომ, რაც ჩანს, იმის მიხედვით ვიტყვი, დადებითი თვისებები საკმარისად აქვს. არის მიზანდასახული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქამდე, სადამდეც უნდა, რომ მივიდეს. ცოტა მძიმე კაციცაა... იცის, საზოგადოებასთან მოქცევა, მაგრამ იმის იქით სასწაულად მესაკუთრეა. რაღაც ხაზებს ავლებს და რაღაცებს აწესებს. როგორც კი ვინმეს თავისად მიიღებს, გადაწყვეტს, რომ უკვე მისია.

- როდესაც ეს პერსონაჟი შემოგთავაზეს, რა იფიქრეთ?

- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და უკვე საინტერესო იყო მისი თამაში. მერე ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა გავიგე, რომ კატოს მანამდე ბევრი ქმარი ჰყავდა. ამიტომ რაღაც განსხვავებული უნდა შემექმნა. ვეძებდი რაღაცნაირ უცნაურ ტიპს. სოსო არ არის სტერეოტიპული პერსონაჟი, რომ დაინახავ და გამოიცნო, ვთქვათ, რომელი უბნიდანაა, ან როგორი ხასიათისაა.

- მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, როგორ პარტნიორია?

- სერიალამდე შორიდან ვიცნობდი, მისი როლები მქონდა ნანახი. რაც შეეხება პარტნიორს, საქმის პროფესიონალია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მომზადებული და აქვე ძალიან მეგობრული ადამიანია. დიდი კომფორტია მასთან მუშაობა და მეგობრობა.

- თქვენი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი გაგვაცანით და აქვე როგორ აფასებენ თქვენს ამ როლს?

- მყავს მეუღლე სალომე ალანია და 8 წლის დემეტრე ბიბილეიშვილი. 10 წელია დაოჯახებული ვარ. მეუღლე ჟურნალისტია, მუშაობდა პროფესიით, მაგრამ ახლა ბიზნესს აკეთებს. მეუღლე მოდის ჩემს პრემიერებზე და საკმაოდ გულწრფელად მაფასებს, მეუბნება, რა მოსწონს და რა - არა. ჩვენს ურთიერთობაში ამას ვაფასებ. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ სერიალსაც უყურებს, ცხადია. დემეტრეს ფეხბურთი აინტერესებს და ერთად ვუყურებთ ხოლმე. იცის, რომ სერიალში ვარ და რომ მამა არის ტელევიზორში, დიდად არ არის ჩართული.