მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა თქვა დაკავებულმა ოლიგარქმა
ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა თქვა დაკავებულმა ოლიგარქმა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა და ოლი­გარ­ქმა ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუკ­მა უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მან ისა­უბ­რა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მთა­ვა­რი მილ­სა­დე­ნის "სა­მა­რა - და­სავ­ლე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის" ნა­წი­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბი­დან მოხ­სნის სქე­მა­ზე, რათა შემ­დგომ­ში მას­ში დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

"იმის­თვის, რომ ეს მილ­სა­დე­ნი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვად პო­რო­შენ­კოს სა­კუთ­რე­ბა გამ­ხდა­რი­ყო, სა­ჭი­რო იყო მთე­ლი რიგი ქმე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა... სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კო­მი­ტე­ტი, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ფონ­დი - ყვე­ლა იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო პრე­ზი­დენტ პო­რო­შენ­კოს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და მედ­ვედ­ჩუკ­მა.

მედ­ვედ­ჩუ­კის გან­ცხა­დე­ბით, მილ­სა­დე­ნის სა­კი­თხით ის ექს-პრე­ზი­დენტ პო­რო­შენ­კოს თხოვ­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მილ­სა­დე­ნის ერ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მის­მა მფლო­ბე­ლებ­მა ორ­ჯერ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს, ვიდ­რე მის გა­მოს­ყიდ­ვა­ში იყო გა­დახ­დი­ლი - ეს შე­ად­გენ­და და­ახ­ლო­ე­ბით 42 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს.

2019 წლის მა­ი­სი­დან, ანუ პო­რო­შენ­კოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, მილ­სა­დე­ნით დი­ზე­ლის გა­და­ტუმბვა შე­წყდა.

მედ­ვედ­ჩუკ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა 2014-2015 წლებ­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის ქვა­ნახ­ში­რის შეს­ყიდ­ვის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად ბო­ე­ვი­კე­ბის ლი­დე­რე­ბის­გან.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყო მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის უმაღ­ლე­სი დონე, და­წყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბით და მათ, ვინც უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ სქე­მას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მედ­ვედ­ჩუკ­მა და­კი­თხვი­სას და­ა­სა­ხე­ლა უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ლახ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი - ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5 მარტ
2

უნდათ რო ბატონ ბიძინას გული ატკინონ

კ ო მ ბ ლ ე
2

მტკიცებულების დედოფალი! ანუ ბრალდება არის! ფაქტებს კი, ფაქტებს დახვრეტისმერე გაასაჯაროვებენ, რა ეჩქარებათ, მთავარია, რომ მელა კუდიდან ყავთ დაჭერილი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა თქვა დაკავებულმა ოლიგარქმა

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა თქვა დაკავებულმა ოლიგარქმა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ოლიგარქმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მან ისაუბრა ნავთობპროდუქტების მთავარი მილსადენის "სამარა - დასავლეთი მიმართულების" ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან მოხსნის სქემაზე, რათა შემდგომში მასში დიზელის საწვავი გაეტარებინათ.

"იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და, ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების შესრულება... სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი - ყველა იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის“,- განაცხადა მედვედჩუკმა.

მედვედჩუკის განცხადებით, მილსადენის საკითხით ის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს თხოვნით იყო დაკავებული. მისივე ინფორმაციით, მილსადენის ერთწლიანი მუშაობის შედეგად მისმა მფლობელებმა ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე მის გამოსყიდვაში იყო გადახდილი - ეს შეადგენდა დაახლოებით 42 მილიონ აშშ დოლარს.

2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მილსადენით დიზელის გადატუმბვა შეწყდა.

მედვედჩუკმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში ეგრეთ წოდებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის შექმნაზე, პრაქტიკულად ბოევიკების ლიდერებისგან.

"ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატის უმაღლესი დონე, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და მათ, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას“, - განაცხადა მან.

მედვედჩუკმა დაკითხვისას დაასახელა უკრაინის ინტერესების შელახვაში მონაწილე ჩინოვნიკების კონკრეტული გვარები - ყოფილი თანამდებობის პირები, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.