ავტორი:

ომის ნადავლი: განადგურებული რუსული ტანკების გამოფენა კიევის ქუჩებში (ფოტოები)

ომის ნადავლი: განადგურებული რუსული ტანკების გამოფენა კიევის ქუჩებში (ფოტოები)

საერთაშორისო მედიის ცნობით, უკრაინის დედაქალაქი, მაშ შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან უკან დაიხიეს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

"ტელეგრაფის" ცნობით, ახლა კიევის ქუჩებში განადგურებული რუსული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის ხილვაა შესაძლებელი.

მტრის ჯავშანტექნიკამ უკრაინელებისთვის ექსპონატის სახე შეიძინა - მათ მიხაილოვსკაიას მოედანზე ერთგვარი გამოფენა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილია მწყობრიდან გამოსული რუსული საქმხედრო ტექნიკა.

"ომის ნადავლი: კიევში გამოფენილია განადგურებული რუსული ტანკები" - წერს გამოცემა.

კიევის მცხოვრებლები ფოტოებს იღებენ დაჟანგებულ რუსულ ტანკებთან.

დამთვალიერებელთა შორის ადამიანებთან ერთად შინაური ცხოველებიც იყვნენ.

გამოცემა წერს, რომ ერთმა შინაურმა თხამ, სახელად მირა, ისარგებლა შემთხვევით და ოკუპანტის ქუდს პირით სწვდა.