აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: "გამარჯობა... წერტილი" და განაცხადა, რომ მას "არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული ტესტირებები, რომელიც 5 წლის განმავლობაში პირველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ განაახლა თავისი უდიდესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBMs) გამოცდა და დაზვერვის ანგარიშების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ისინი ახალი ბირთვული გამოცდისთვის ემზადებიან.
"ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს", - განაცხადა ბაიდენმა.
მათივე ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი სუკ-იოლი შეთანხმდნენ, რომ განიხილონ უფრო დიდი სამხედრო წვრთნები და რეგიონში პოტენციურად განათავსონ ამერიკული იარაღი, რომელიც ჩრდილოეთის იარაღის ტესტირების საპასუხოდ იქნება.