მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა... ქალბატონებო, დაიცავით თქვენი უფლებები" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
"ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა... ქალბატონებო, დაიცავით თქვენი უფლებები" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე თბი­ლის­ში გუ­შინ მომ­ხდარ სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე წერს.

"პრო­ვინ­ცი­უ­ლი პა­პიზ­მის შე­მოქ­მედ­მა კერპმა პატ­რი­არ­ქმა კი ადღე­სას­წა­უ­ლა ერი 17 მა­ისს "ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს", მაგ­რამ ქმარ­მა სას­ტი­კად მოკ­ლა ცოლი სა­ჯა­როდ და შვი­ლე­ბის თვალ­წინ. და ეს უბე­დუ­რე­ბა ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ქა­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად და­ტო­ვონ ქმა­რი და გან­ქორ­წინ­დნენ, თუ ის მო­ძა­ლა­დეა. ხში­რად სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი უჩი­ჩი­ნე­ბენ ქა­ლებს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა ცოდ­ვაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ნა­ძა­ლა­დე­ვი ოჯა­ხია ცოდ­ვა და უბე­დუ­რე­ბა. არც სიყ­ვა­რუ­ლი ამარ­თლებს ასეთ ერ­თო­ბას და არც არა­ფე­რი. მარ­თა­ლია ქარ­თულ­მა ფსევ­დო სა­მარ­თალ­მა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე 13-17 წლის პა­ტიმ­რო­ბის ფა­სად მი­იჩ­ნია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­ცო­ცხლე შე­უ­ფა­სე­ბე­ლი და აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა.

ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, და­ი­ცა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე, ნუ აკ­ვლე­ვი­ნებთ თა­ვებს ამ პი­რუ­ტყვ კა­ცებს; სა­ხელ­მწი­ფო, ეკ­ლე­სია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ახ­ლობ­ლე­ბი თქვენ ვერ გი­ცა­ვენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ქალი ყვე­ლა­ზე მო­წყვლად არ­სე­ბად იქცა." - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი ქმარ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მოკ­ლა.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია ჭიღლაძეს
1

ვინ ვის აძალებს რამეს ახლა ამ საუკუნეში....მიდი რა გზა ნახე საქილიკოდ სხვაგან,სხვა ცხოვრებაში და სხვა ქვეყანაში.გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა

თეკლა
5

მედიასაშუალებებს მოვუწოდებ, ადამიანები შეცდომაში ნუ შეგყავთ. ჭიღლაძე დიდი ხანია, სასულიერო პირი აღარ არის. ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა,მას უამრავი დარღვევა(არ ჩამოვთვლი, ზოგი არც ითქმის) ჰქონდა და ეკლესიასთან აღარაფერი აკავშირებს. ასე რომ, მისი მოსაზრებები კერძო პირის არის, ანუ რიგითი მოქალაქეა და მისი აზრიც მხოლოდ ერთი კერძო პირის აზრია. ცნობისათვის, ილია ჭიღლაძე ბლოგერი "პეტრე კოლხის" სიძე, დის ქმარია. შესაბამისად, მათი ქმედებებიც გასაგები უნდა იყოს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა... ქალბატონებო, დაიცავით თქვენი უფლებები" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა... ქალბატონებო, დაიცავით თქვენი უფლებები" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თბილისში გუშინ მომხდარ საზარელ დანაშაულს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე წერს.

"პროვინციული პაპიზმის შემოქმედმა კერპმა პატრიარქმა კი ადღესასწაულა ერი 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეს", მაგრამ ქმარმა სასტიკად მოკლა ცოლი საჯაროდ და შვილების თვალწინ. და ეს უბედურება ლამის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში. ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა. ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება. არც სიყვარული ამართლებს ასეთ ერთობას და არც არაფერი. მართალია ქართულმა ფსევდო სამართალმა ადამიანის სიცოცხლე 13-17 წლის პატიმრობის ფასად მიიჩნია, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე შეუფასებელი და აუნაზღაურებელი ფასეულობაა.

ამიტომ, ქალბატონებო, დაიცავით თავისუფლება, თქვენი უფლებები და საკუთარი სიცოცხლე, ნუ აკვლევინებთ თავებს ამ პირუტყვ კაცებს; სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება, ახლობლები თქვენ ვერ გიცავენ. საქართველოში დღეს ქალი ყველაზე მოწყვლად არსებად იქცა." - წერს სასულიერო პირი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარი შვილების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: