მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ
"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს მო­უ­წო­დე­ბენ, უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს. მათი ცნო­ბით, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო გაგ­ზავ­ნა მო­ხა­ლი­სედ და პრი­ვი­ლე­გი­ებ­საც შეჰ­პირ­და, თუმ­ცა ბოლო დღე­ბია არც იქ მყო­ფებ­ზე, არც და­ღუ­პუ­ლებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზე არა­ფერს ამ­ბობს.

kavkaz-uzel.eu ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ომში, მხო­ლოდ პირ­ველ ეტაპ­ზე, 3 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, მათ­გან 600 მო­ხა­ლი­სე იყო, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად კა­დი­რო­ვი, რო­გორც ჩეჩ­ნე­თის, ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის და­ნარ­ჩე­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჯა­რის­კა­ცებს გზავ­ნის. შე­სა­ბა­მი­სად, კა­დი­რო­ვის დუ­მი­ლი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის და­მალ­ვა შემ­თხვე­ვი­თი არაა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლე­ბის "გმი­რო­ბის ორ­დე­ნი" მათ ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცა, თუმ­ცა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა უამ­რა­ვი ჩე­ჩე­ნი, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დიდი ხა­ნია ითხო­ვენ, თუმ­ცა მათი კვა­ლი არ ჩანს.

კა­დი­რო­ვი რუ­სულ მე­დი­ას­თან აცხა­დებ­და, რომ ჩეჩ­ნე­თი­დან ბოლო ნა­კა­დი 18 მა­ისს გა­უშ­ვა - "200 მო­ხა­ლი­სე უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა რუ­სია", - ამ­ბობ­და ის РИА Новости-სთან სა­უ­ბარ­ში.

13 მა­ისს უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ასო­ცი­ა­ცია "Вайфонд" წერ­და, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ადა­მი­ა­ნი უკავ­შირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის და სთხოვს, ჩეჩ­ნე­თი­დან, ზოგ­დად, რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რონ, რათა უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვი­დან აი­რი­დონ.

"ისი­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან, "კა­დი­როვ­ცე­ბი" ყვე­ლას, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ლექ­ტო­რებს, ერ­თნა­ი­რად აი­ძუ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას. მე­ტიც, მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ შშმ პი­რე­ბიც", - წერს ასო­ცი­ა­ცია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, იძუ­ლე­ბით კონ­ტრაქტს, რო­მელ­ზეც სამ­ხედ­რობს თუ ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ებს ხელს აწე­რი­ნე­ბენ, იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს. ამის შე­სა­ხებ, "ჯა­რის­კაც­თა დე­დე­ბის საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტის" პრესმდი­ვა­ნი ვა­ლენ­ტი­ნა მელ­ნი­კო­ვა აცხა­დებს. კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, არ­ტემ მუ­გუ­ნი­ან­ცის თქმით, ეს არის ფა­რუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ ბე­დავს.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, გე­ნა­დი გუდ­კო­ვი ამ­ბობს, რომ გუ­დერ­მე­სი, სა­დაც კა­დი­რო­ვის ცნო­ბით, "ჩე­ჩე­ნი მე­ომ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ერ­თოდ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის სტან­დარ­ტებს."

კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის, რუს­ლან კუ­ტა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ირი­ბად, მაგ­რამ ძა­ლით გაწ­ვე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­შია და­წყე­ბუ­ლი, რაც კა­დი­რო­ვის მხრი­დან პუ­ტი­ნი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვაა..."

"ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი გვაქვს. მაგ­რამ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ვე­რა­ვინ ბე­დავს, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, თუმ­ცა არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ. არა­და, ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს, არ ვი­ცით", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სხვე­ბის თქმით, "დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც კი არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია გაწ­ვე­უ­ლი უკ­რა­ი­ნის ომში და რამ­დენ­მა შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა."

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი და­ღუ­პუ­ლია, მაგ­რამ კა­დი­რო­ვი მა­ინც კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში, რო­მელ­თა მი­მარ­თაც "რუ­სე­თის მეფე" ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა შე­უძ­ლია, ოღონდ თა­ვი­სი ხალ­ხის სი­ცო­ცხლის ფა­სად."

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
24

შეხედეთ ჩეჩნეთს, კავკასიის არწივს. არწივიდან ბუნდღა დარჩა მარტო. იგივე გველის, თუ წერტილი არ დავუსვით რუსეთუმეობას. 

ამ
2

ომში დაღუპულთა რაოდენობას თუ გადახედავთ, ნახავთ რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ყველაზე მეტად ჩრდილო კავკასიელები დაიღუპნენ, სლავი რუსების რაოდენობა კი შეიძლება 1000 კაციც არ იყოს ...

აბა გამოიცანით რატომ??? 

რუსეთი თავად იშორებს ნაციონალური ერების ხალხს და ამით ორ კურდღელს იჭერს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

უფლებადამცველები ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოუწოდებენ, უკრაინის ომში დაღუპული ჩეჩენი სამხედროების რეალური რაოდენობა დაასახელოს. მათი ცნობით, კადიროვმა უკრაინის ომში უამრავი სამხედრო გაგზავნა მოხალისედ და პრივილეგიებსაც შეჰპირდა, თუმცა ბოლო დღებია არც იქ მყოფებზე, არც დაღუპულებსა და მათ ოჯახებზე არაფერს ამბობს.

kavkaz-uzel.eu ინფორმაციით, კადიროვის განცხადებით, ომში, მხოლოდ პირველ ეტაპზე, 3 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან 600 მოხალისე იყო, თუმცა ცნობილია, რომ პერიოდულად კადიროვი, როგორც ჩეჩნეთის, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენი რესპუბლიკებიდან ჯარისკაცებს გზავნის. შესაბამისად, კადიროვის დუმილი იმაზე მიანიშნებს, რომ დაღუპულთა რაოდენობის დამალვა შემთხვევითი არაა.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა უკრაინის ომში დაღუპულების "გმირობის ორდენი" მათ ახლობლებს გადასცა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა უამრავი ჩეჩენი, რომელთა მოძიებასაც ადგილობრივები დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა მათი კვალი არ ჩანს.

კადიროვი რუსულ მედიასთან აცხადებდა, რომ ჩეჩნეთიდან ბოლო ნაკადი 18 მაისს გაუშვა - "200 მოხალისე უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩაერთო, თუმცა მათი უმეტესობა რუსია", - ამბობდა ის РИА Новости-სთან საუბარში.

13 მაისს უფლებადამცველთა ასოციაცია "Вайфонд" წერდა, რომ ჩეჩნეთში მათ ყოველდღიურად ათობით ადამიანი უკავშირდება დახმარებისთვის და სთხოვს, ჩეჩნეთიდან, ზოგდად, რუსეთიდან გაქცევაში დაეხმარონ, რათა უკრაინის ომში მონაწილეობა თავიდან აირიდონ.

"ისინი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ არიან, "კადიროვცები" ყველას, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ერთნაირად აიძულებენ უკრაინაში წასვლას. მეტიც, მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის თავის არიდებას ვერ ახერხებენ შშმ პირებიც", - წერს ასოციაცია.

მათივე ცნობით, იძულებით კონტრაქტს, რომელზეც სამხედრობს თუ ე.წ. მოხალისეებს ხელს აწერინებენ, იურიდიული ძალა არ აქვს. ამის შესახებ, "ჯარისკაცთა დედების საბჭოს კომიტეტის" პრესმდივანი ვალენტინა მელნიკოვა აცხადებს. კიდევ ერთი უფლებადამცველის, არტემ მუგუნიანცის თქმით, ეს არის ფარული მობილიზაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომელზეც ხმამაღლა საუბარს, ჯერჯერობით ვერავინ ბედავს.

გამოცემასთან საუბარში, სამხედრო ექსპერტი, გენადი გუდკოვი ამბობს, რომ გუდერმესი, სადაც კადიროვის ცნობით, "ჩეჩენი მეომრები საუკეთესო სამხედრო მომზადებას გადიან, სინამდვილეში, საერთოდ ვერ აკმაყოფილებს მოხალისეების მომზადების სტანდარტებს."

კავკასიელი ხალხების ასამბლეის პრეზიდენტის, რუსლან კუტაევის განცხადებით, "ირიბად, მაგრამ ძალით გაწვევა ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშია დაწყებული, რაც კადიროვის მხრიდან პუტინისადმი გამოხატული უპირობო ერთგულების გამოხატვაა..."

"ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი გვაქვს. მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავს, არც ხელისუფლება გვეუბნება, თუმცა არ ვაპროტესტებთ. არადა, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, არ ვიცით", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

სხვების თქმით, "დიდი ალბათობით, არც კი არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია გაწვეული უკრაინის ომში და რამდენმა შეძლო დაბრუნება."

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ძალიან ბევრი დაღუპულია, მაგრამ კადიროვი მაინც კმაყოფილია, რადგან პუტინის გარემოცვაში, რომელთა მიმართაც "რუსეთის მეფე" ძალიან იმედგაცრუებულია, ერთგულების დამტკიცება შეუძლია, ოღონდ თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად."