თბილისში, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ.
არსებული ცნობით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.