ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში უკვე დაირეკა. სკოლის დამთავრება ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამ დღისთვის მშობელიც და შვილიც განსაკუთრებულად ემზადება. წელს სკოლა არაერთი ცნობილი ადამიანის შვილმა დაამთავრა. იყვნენ ისეთი ცნობილებიც, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს.
თინა უგულავა
გიგი უგულავას ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. მას ბოლო ზარზე მამა ახლდა თან. თინა გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
"ჩემმა თინამ სკოლა დაამთავრა. მალე 18-ის გახდება, მაგრამ ღიმილი მაინც ბავშვური აქვს", - დაწერა უგულავამ "ფეისბუქზე" და ბოლო ზარიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა.
დათუნა და ზუკა ლაზარიშვილები
წელს დაამთავრეს სკოლა კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ლევან ლაზარიშვილის ტყუპებმა. ბოლო ზარზე წასასვლელად გამზადებული ლაზარიშვილების ფოტოს მაიკო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს და წერს: "არ მჯერა, ამხელა დედა რომ ვარ"
ლიზა გუბელაძე
ეკა ბესელიას ქალიშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. ბოლო ზარზე მას დედა ახლა თან.
სკოლა დაამთავრა იუმორისტ ნიკა ქავთარაძის ვაჟმაც...
"სიხარულზე მეტად, გაოცება არ მშორდება დღეს. ჩემმა სანდრომ უკვე სკოლა დაამთავრა. გილოცავ, ჩემო მაგარო ბიჭო! შენი იმედი მაქვს და მექნება სულ! მიყვარხარ ძალიან..." - წერს ნიკა.
დეპუტატი ლევან იოსელიანი გუშინ ბორჯომში მომხდარ მძიმე ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მისმა შვილმაც დაამთავრა სკოლა.
"ჩემმა შვილმაც დღეს დაამთავრა სკოლა, ამ წუთში კლასელები ბოლო ზარს აღნიშნავენ. რაღაცნაირად განსაკუთრებით მძიმედ აღვიქვი დღეს ბორჯომში მომხდარი ამბავი.
პირველ რიგში ვუთანაგრძნობ ლუკას მშობლებს და მთლიანად ოჯახს. ყოველწლიურად ბანკეტებზე, ბოლო ზარებზე, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ფაქტია, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რეცეპტი არ მაქვს, უბრალოდ, ვიცი, რომ ასე უაზროდ შვილები არ უნდა გვეღუპებოდნენ".