ავტორი:

"საქართველო იმ "შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ" - ერმაკი

"საქართველო იმ "შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ" - ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მეორად სანქციებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო იმ "შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ.

ერმაკს კითხვა დაუსვეს, ითხოვს თუ არა უკრაინა სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც რუსეთს საქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება,

მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი "გაზპრომის” აქციონერია და სწორედ ისინი არიან რუსეთის მიერ საქნციების თავის არიდებაში ჩართული.

ამასთან, ერმაკი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილობენ და ყველაფერი უნდა იყოს დადასტურებული.

"დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სერიოზული სანქციების მიღება, მაგრამ ყოველთვის არიან ქვეყნები ან ინდივიდები, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობენ და ჩვენ ძალიან ღია ვართ ამასთან დაკავშირებით და ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ზოგიერთი კომპანია, ინდივიდი სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რისკავენ. არ არის სამართლიანი, როდესაც სანქციებზე გვერდის ავლით ვიღაცები ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს არის ზოგიერთი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სიაშია მეგობარი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, რომელიც შავ სიაშია. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. ყველაფერი უნდა იყოს დადასტურებული, ეს უნდა იყოს დოკუმენტირებული. ეს არის "მეორადი სანქციების" ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და დარწმუნებული ვარ, სანქციების პაკეტები ევროკავშირისგან და დიდი ბრიტანეთისგან, გაიზრდება. თუ საუბარს დავიწყებთ ისეთ ქვეყანაზე, როგორიც მაგალითად საქართველოა, ჩვენ ვიცით, ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც "გაზპრომის" აქციონერია. არსებობს დიდი რისკი, რომ რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდებაში არიან ჩართულნი", - განაცხადა ერმაკმა.