მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს... ეცდება, ისინი ბევრ რამეში გამოიყენოს" - რა ელით "აზოველებს"?
"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს... ეცდება, ისინი ბევრ რამეში გამოიყენოს" - რა ელით "აზოველებს"?

"აზოვსტა­ლი", რო­გორც და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის სიმ­ბო­ლო, იყო თემა, რომ­ლის გარ­შე­მოც მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე მე­ტად იყო მი­მარ­თუ­ლი, ვიდ­რე მთლი­ა­ნად ომის მსვლე­ლო­ბა­ზე. დაჭ­რი­ლი აზო­ვე­ლი გმი­რე­ბი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რუ­სეთ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით სამ­ხედ­რო, რო­მელ­თა რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა იგეგ­მე­ბა - ეს არის თემა, რომ­ლის გარ­შე­მო კა­მა­თი არ წყდე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სეთს არ ენ­დო­ბა.

გუ­შინ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "აზო­ვის" პოლ­კის დამ­ცველ­თა ბოლო, 531-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ნებ­და.

"მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აპ­რი­ლი­დან აზო­ვის ნა­ცის­ტუ­რი ფორ­მი­რე­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფი იყო ბლო­კა­და­ში, მთლი­ა­ნად გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა იგორ კო­ნა­შენ­კოვ­მა.

  • ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ "აზოვსტა­ლის" მებ­რძო­ლებს მი­ე­ცათ მკა­ფიო სიგ­ნა­ლი, რომ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ.

"დღეს ბი­ჭებ­მა მი­ი­ღეს მკა­ფიო სიგ­ნა­ლი სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის­გან, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნონ", - გა­ნუ­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხს.

ყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, (უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის სა­ხელს არ ვა­სა­ხე­ლებთ) რომ­ლის მე­გობ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვი­ან, "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს:

მისი თქმით, რუ­სე­თის ნდო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ რუ­სე­ბი თუ ერთ ტყვეს მა­ინც და­უ­შა­ვე­ბენ რა­მეს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუს ტყვე­ებს სა­ჯა­როდ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ და დას­ჯი­ან კი­დეც.

- რა ფი­ნა­ლი­თაც არ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" ის­ტო­რია, მათ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ტი­ვა­ცი­ის, სიმ­ტკი­ცი­სა და გამ­ძლე­ო­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს. ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­როს­თვის დიდი პა­ტი­ვია მათ რი­გებ­ში ყოფ­ნა და მათ გვერ­დით ბრძო­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­გორ დას­რულ­დე­ბა ის. მათ ეპო­ქა შექ­მნეს და და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს. იმე­დია, მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ეს მო­ლო­დი­ნი რომ არ ჰქო­ნო­დათ, ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­დნენ. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვიცი, რომ ბრძა­ნე­ბა მო­ვი­და მთა­ვარ­სარ­დლო­ბი­დან და მათ ის შე­ას­რუ­ლეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სებ­მა "აზო­ვე­ლებ­ში" ტყვე­ე­ბის გაც­ვლა უკვე მო­ი­თხო­ვეს... სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე, პირ­ველ რიგ­ში, დაჭ­რი­ლებ­სა და ქა­ლებს მო­ი­თხოვს. სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის ნდო­ბა. თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თი სას­ჯე­ლის უკი­დუ­რეს ზო­მის მი­ღე­ბას გა­ბე­დავს, პა­სუ­ხად მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბას მი­ი­ღებს - ეს იქ­ნე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბა, რად­გან მათ კარ­გად იცი­ან რას ნიშ­ნავს ომში თუნ­დაც ღირ­სე­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მათი ღირ­სე­ბის დაც­ვას, სწო­რედ უკ­რა­ი­ნა­ში, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ეც­დე­ბი­ან.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აზოვსტალ­ში" სა­მე­თა­უ­რო რგო­ლის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ჩა­ბარ­და. ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან ტყვე­ებს შო­რის. ჩემი მე­გო­ბა­რიც მათ შო­რის იყო. რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით... მგო­ნი, ისიც ტყვედ არის. უი­მე­დოდ არ ვარ. არც მე და არც მისი მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნარს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­მელ­საც რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ამას­თან, ერთი ეჭვი მაქვს - მე­ში­ნია, ქარ­თვე­ლე­ბი არ გა­ა­სა­მარ­თლონ. თუმ­ცა, მათ, ან სხვებს რა უნდა ათ­ქმე­ვი­ნონ, 82 დღე ალ­ყა­ში იყ­ვნენ და არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

პირ­ველ რიგ­ში, რუ­სუ­ლი მხა­რე შე­ეც­დე­ბა, დრო გა­იყ­ვა­ნოს და ტყვე­ე­ბის გაც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წე­ლოს. ეც­დე­ბა, ტყვე­ე­ბი ბევრ რა­მე­ში გა­მო­ი­ყე­ნოს, კერ­ძოდ, შე­ეც­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ტემ­პი და­აგ­დე­ბი­ნოს...

- რას ფიქ­რობთ იმა­ზე, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე მათი, რო­გორც სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სტა­ტუ­სით ითხოვს გა­სა­მარ­თლე­ბას?

- ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი მხრი­დან "აზოვსტა­ლე­ლე­ბის" მი­მართ ინ­ტე­რე­სი. ე.წ. სტავ­კა დი­დია და შე­საძ­ლოა, მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სუ­ლაც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა მო­ი­თხო­ვონ. კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ნდო­ბა არას­დროს შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც რა­ღა­ცას ნიშ­ნავს...

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ვა­რა­უდს აზოვსტა­ლე­ლე­ბის ტყვედ ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის დაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც ეს იმე­დი მარ­თლდე­ბა, რად­გან ეს მე­თა­უ­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და კი­დევ იმა­ზე, თუ რა ახალ შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­აწ­ვდი­ან მათ. სრუ­ლი­ად ღია ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, უწყვე­ტად იღე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია ტემ­პი და­აგ­დონ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

მეზობელი დამერუპა უკრაინაში, ერთი კვირის უკან ორმოციც მორჩა, გაიხსენა ვინმემ? მოვიდა და დედამისს უთხრა სანუგეშო სიტყვები? არავინ არ მოსულა და არც მოვლენ, ყველას დაავიწყდა და თქვენ კიდევ გმირებზე და გმირობაზე ბოდიალობთ

და რატო??
2

82 დღე ალყაში რომ იყვნენ მაგაზე უნდა გაასამართლონ???? რატო არ ჩაგვბარდითო???/ ვერ გავიგე???! გარეთ რა ხდებოდა იმაზე ხო ესენი პასუხს არ აგებენ??? მაგრამ მაინც თუ არ გაცვლიან და გაასამართლებენ, ეს კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი იქნება რუსების.....ისედაც ხომ მსოფლიოს უკვე თავი მოაბეზრეს და შეაზიზღეს.....მეხი მაგათ დაეცეთ...!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს... ეცდება, ისინი ბევრ რამეში გამოიყენოს" - რა ელით "აზოველებს"?

"ახლა რუსეთი შეეცდება, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაწელოს... ეცდება, ისინი ბევრ რამეში გამოიყენოს" - რა ელით "აზოველებს"?

"აზოვსტალი", როგორც დაუმარცხებელი უკრაინის სიმბოლო, იყო თემა, რომლის გარშემოც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება იმაზე მეტად იყო მიმართული, ვიდრე მთლიანად ომის მსვლელობაზე. დაჭრილი აზოველი გმირები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსეთში გადაყვანილი ასობით სამხედრო, რომელთა რუს ტყვეებში გაცვლა იგეგმება - ეს არის თემა, რომლის გარშემო კამათი არ წყდება, რადგან საზოგადოების უმეტესობა რუსეთს არ ენდობა.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531-კაციანი ჯგუფი დანებდა.

"მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან აზოვის ნაცისტური ფორმირების უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი იყო ბლოკადაში, მთლიანად გათავისუფლდა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

  • ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "აზოვსტალის" მებრძოლებს მიეცათ მკაფიო სიგნალი, რომ გამოსულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ.

"დღეს ბიჭებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი სამხედრო სარდლობისგან, რომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაარჩინონ", - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხს.

ყოფილი ქართველი სამხედრო, (უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის სახელს არ ვასახელებთ) რომლის მეგობრები უკრაინაში იბრძვიან, "აზოვსტალელების" გადაწყვეტილებასა და მოსალოდნელ პროცესებზე საუბრობს:

მისი თქმით, რუსეთის ნდობა ძნელია, მაგრამ რუსები თუ ერთ ტყვეს მაინც დაუშავებენ რამეს, უკრაინელები რუს ტყვეებს საჯაროდ გაასამართლებენ და დასჯიან კიდეც.

- რა ფინალითაც არ უნდა დასრულებულიყო "აზოვსტალელების" ისტორია, მათ თანამედროვე სამხედრო ისტორიაში, უპრეცედენტო მოტივაციის, სიმტკიცისა და გამძლეობის მაგალითი აჩვენეს. ნებისმიერი სამხედროსთვის დიდი პატივია მათ რიგებში ყოფნა და მათ გვერდით ბრძოლა, მნიშვნელობა არ აქვს როგორ დასრულდება ის. მათ ეპოქა შექმნეს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. იმედია, მშვიდობით დაბრუნდებიან და ეს მოლოდინი რომ არ ჰქონოდათ, ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. დადასტურებულად ვიცი, რომ ბრძანება მოვიდა მთავარსარდლობიდან და მათ ის შეასრულეს.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსებმა "აზოველებში" ტყვეების გაცვლა უკვე მოითხოვეს... სავარაუდოდ, უკრაინული მხარე, პირველ რიგში, დაჭრილებსა და ქალებს მოითხოვს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება რუსეთის ნდობა. თუმცა, თუ რომელიმე მათგანის წინააღმდეგ რუსეთი სასჯელის უკიდურეს ზომის მიღებას გაბედავს, პასუხად მთელი მსოფლიოდან ყოფილი სამხედროების უკრაინაში მობილიზებას მიიღებს - ეს იქნება შურისძიება, რადგან მათ კარგად იციან რას ნიშნავს ომში თუნდაც ღირსეული მოწინააღმდეგე და მათი ღირსების დაცვას, სწორედ უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეეცდებიან.

ჩემი ინფორმაციით, "აზოვსტალში" სამეთაურო რგოლის გარდა, თითქმის ყველა ჩაბარდა. ქართველებიც არიან ტყვეებს შორის. ჩემი მეგობარიც მათ შორის იყო. რამდენიმე დღეა ვერ ვუკავშირდებით... მგონი, ისიც ტყვედ არის. უიმედოდ არ ვარ. არც მე და არც მისი მეგობრები. თუმცა, რამდენიმე სავარაუდო სცენარს განვიხილავთ, რომელსაც რუსეთი შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს. ამასთან, ერთი ეჭვი მაქვს - მეშინია, ქართველები არ გაასამართლონ. თუმცა, მათ, ან სხვებს რა უნდა ათქმევინონ, 82 დღე ალყაში იყვნენ და არავითარი ინფორმაცია არ აქვთ.

პირველ რიგში, რუსული მხარე შეეცდება, დრო გაიყვანოს და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გაწელოს. ეცდება, ტყვეები ბევრ რამეში გამოიყენოს, კერძოდ, შეეცდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტემპი დააგდებინოს...

- რას ფიქრობთ იმაზე, რომ რუსული მხარე მათი, როგორც სამხედრო დამნაშავეების სტატუსით ითხოვს გასამართლებას?

- ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მხრიდან "აზოვსტალელების" მიმართ ინტერესი. ე.წ. სტავკა დიდია და შესაძლოა, მათი თავისუფლების სანაცვლოდ, სულაც ტერიტორიების დათმობა მოითხოვონ. კარგია, რომ უკრაინული მხარე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რუსეთის ნდობა არასდროს შეიძლებოდა, მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს...

რაც შეეხება რუსეთის ვარაუდს აზოვსტალელების ტყვედ ჩაბარების შემდეგ, უკრაინელ სამხედროებში მოტივაციის დაგდებასთან დაკავშირებით, არც ეს იმედი მართლდება, რადგან ეს მეთაურებზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე, თუ რა ახალ შეიარაღებას მიაწვდიან მათ. სრულიად ღია ინფორმაციით, ისინი ფაქტობრივად, უწყვეტად იღებენ თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შეიარაღებას და შესაბამისად, არ მგონია ტემპი დააგდონ.