საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"
"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"

ფორ­მუ­ლას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე აშშ-ს სა­ელ­ჩომ ამო­აგ­დო პროგ­რა­მი­დან, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მათ წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე ჩხიკ­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ელ­ჩოს პროგ­რა­მა მო­სა­მარ­თლის პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ორი დღის წინ და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებო
5

რა დაუწუნეს, თბილისში რომ ბინა არ აქვს და რუსთავიდან დადის?

ზურაბ
5

უკრაინაში მაინც გაუშვან, ადეიშვილი ჩაუტარებს სამრთლიანობის გაკვეთილებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"

"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მათ წყარო უყვება, რომ აღნიშნულის მიზეზი ნიკა გვარამიას საქმეზე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებაა. არსებული ინფორმაციით, საელჩოს პროგრამა მოსამართლის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობდა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზში ორი დღის წინ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ასევე ნახეთ: