პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სექ­სუ­ა­ლურ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს მის­ცემს. ორ­კო­დაშ­ვი­ლის თქმით­ვე, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მა­შინ დგე­ბა, როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბა არის, რო­მე­ლიც ბარლ­დე­ბას ამ­ტკი­ცებს, თუკი, ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც არის, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა.

ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ეს ინ­ცი­დენ­ტი მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და.

"მად­ლო­ბა უფალს, რომ ეს გან­საც­დე­ლი მო­მი­წყო, ბევ­რი კარ­გი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და ბევ­რი ცუ­დიც. 3 წელი გა­დის და ხმას არ ვი­ღებ, არც ინ­ტერ­ვი­უს ვაძ­ლევ. ეს სა­ში­ნე­ლი, ბინ­ძუ­რი ჭუ­ჭყის შეს­ხმა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერ­თა­დერთ მი­ზანს - ჩემ პო­ლი­ტი­კურ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა არ ვიცი, მე ვიცი ერ­თგვა­რი ქმე­დე­ბა. იმ­დე­ნად დავ­კომ­პლექსდი, ჩემ საქ­მეს ვერ ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩემ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რომ პო­ლი­ტი­კას ჩა­მოვ­შო­რე­ბო­დი. და­ვა­შა­ვე ის, რომ პატ­რულ­ში არ დავ­რე­კე” ,- გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს, 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

ჯიშ­კა­რი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
1

აქ კომენტარებს თითქოს მთვარიდან აკეთებენ. არ იცით რა ხდება საჯარო სამსახურებში??? ყველა კაცს ვულოცავ, ვისი ცოლიც საჯარო სამსახურში მუშაობს.

Giusha3232
23

კარგად გაიკრავდა ჯიბეზე ხელს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა არის, რომელიც ბარლდებას ამტკიცებს, თუკი, ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

ილია ჯიშკარიანის განცხადებით, ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა.

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.