ავტორი:

ტრაგიკული ბოლო ზარი ბორჯომში: ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა, არის მხვერპლი - რა ინფორმაციას ავრცელებს რეგიონული მედია

ტრაგიკული ბოლო ზარი ბორჯომში: ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა, არის მხვერპლი - რა ინფორმაციას ავრცელებს რეგიონული მედია
  • ფოტო: "მეცხრე არხი"

ბორჯომში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. მანქანა მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას "მეცხრე არხი"ვრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამივე დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაცით კი, მწვანე მონასტერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 წლის ბიჭი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

"შემთხვევის ადგილზე ხევში გადაჩეხილი მანქანა დაგვხვდა. სამი დაშავებული ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. ერთი პირი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა“, - უთხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს".

ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებული გოგონა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები" - აღნიშნა დიასამიძემ.

ambebi.ge -ს შსს- ში მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.