მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წლის ბიჭს 5 თვის განმავლობაში საქონლის სასაკლაოზე გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდნენ" - რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ
"15 წლის ბიჭს 5 თვის განმავლობაში საქონლის სასაკლაოზე გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდნენ" - რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა არას­რულ­წლოვ­ნის იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი, 15 წლის ბიჭი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის სა­საკ­ლა­ო­ზე, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნა (სა­ქონ­ლის შიგ­თავ­სის გა­დაყ­რა, ხორ­ცის მან­ქა­ნა­ში ჩატ­ვირ­თვა და ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და ა.შ.).

"არას­რულ­წლო­ვან­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე კომ­პა­ნი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი (დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე/საქ­მისმწარ­მო­ე­ბე­ლი) მას სის­ტე­მა­ტი­უ­რად სთხოვ­და, სა­საკ­ლა­ოს მო­მიჯ­ნა­ვედ არ­სე­ბუ­ლი, მისი კუთ­ვნი­ლი ფერ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის მოვ­ლას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბის მუ­ქა­რით, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აი­ძუ­ლებ­და არას­რულ­წლო­ვანს მისი პი­რა­დი ფერ­მის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­შიც ის არა­ნა­ირ გა­სამ­რჯე­ლოს არ იღებ­და.

მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან 5 თვის თავ­ზე, არას­რულ­წლო­ვან­მა უარი უთხრა მის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნელს ფერ­მა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც მან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვანს და ნა­მუ­შე­ვა­რი დღე­ე­ბის ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან.

ყო­ვე­ლი­ვე ამის სა­ფუძ­ველ­ზე, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა და­ად­გი­ნა იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის ფაქ­ტი. ამას გარ­და, ასე­ვე დარ­ღვე­უ­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბაც ( 01-126ნ), რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აკ­რძა­ლუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბა. მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის სა­საკ­ლაო და ფერ­მა კი სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა ორ­გან­ზი­ა­ცი­ას არას­რულ­წლოვ­ნის იძუ­ლე­ბი­თი შრო­მი­სა და შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

შრომის ინსპექცია არსებობდა საერთოდ? არაფერი აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში.მაგალითად კონროლის პალატა საერთოდ ჯიბის კანტორად აქციეს

Me
0

ხმა ამოიღეთ არ გაჩუმდით დებილათ თავი არავის ჩათვლევინოთ!!!! 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"15 წლის ბიჭს 5 თვის განმავლობაში საქონლის სასაკლაოზე გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდნენ" - რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ

"15 წლის ბიჭს 5 თვის განმავლობაში საქონლის სასაკლაოზე გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდნენ" - რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

"არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით.