მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე - ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში
ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე - ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში

პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის უმ­სხვი­ლეს­მა იმ­პორ­ტი­ორ­მა „ევ­როპ­რო­დუქტმა“ ახ­ლა­ხან შრი-ლან­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში „დილ­მას“ წარ­მო­ე­ბის ცე­ი­ლო­ნის ჩაის შე­მო­ტა­ნა და­ი­წყო. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით გა­მორ­ჩე­ულ ჩაის ამ ბრენდთან პარტნი­ო­რო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ გუნ­დი შრი-ლან­კას ეს­ტუმ­რა.

„ევ­როპ­რო­დუქ­ტის­თვის“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ჩვენ მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს პი­რა­დად შევ­ხვდეთ და წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს დე­ტა­ლუ­რად გა­ვეც­ნოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ „დილ­მას­თან“ უკვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით, ამ ვი­ზი­ტით გვინ­დო­და უფრო ღრმა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის­თვის ჩაგ­ვე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის წარ­მო­ე­ბის დე­ტა­ლე­ბის პი­რა­დად გაც­ნო­ბა და „დილ­მას“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან, დი­ლან ფერ­ნან­დოს­თან შეხ­ვედ­რა. შეხ­ვედ­რის ბო­ლოს სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბიც გავცვა­ლეთ“, – ამ­ბობს „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თორ­ნი­კე თავ­დიშ­ვი­ლი.

„ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ გუნ­დმა შრი-ლან­კა­შიც იმოგ­ზა­უ­რა და ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბას Movement-ის ორი ვი­დეო მი­ე­ძღვნა – ამ­ბა­ვი ჩაის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ჩაის კულ­ტუ­რა­ზე მოგ­ვი­თხრობს და მოგ­ზა­უ­რო­ბა შრი-ლან­კა­ზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ასა­ხავს.

„ჩვენ­თვის არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო შრი-ლან­კის კულ­ტუ­რი­სა და ბუ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა იყო. გვინ­დო­და, ნა­ნა­ხი სხვე­ბის­თვი­საც გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა და გა­დავ­წყვი­ტეთ, Movement-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ამ­ბე­ბი შრი-ლან­კა­ზე ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მოგ­ვე­ყო­ლა“, – ამ­ბობს „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

შრი-ლან­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა „ევ­როპ­რო­დუქ­ტი­სა“ და Movement-ის კვალ­დაკ­ვალ

შრი-ლან­კა მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის, რე­ლი­გი­ე­ბი­სა და ენე­ბი­სა ქვე­ყა­ნაა, რომ­ლე­ბიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან.

„ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის სწო­რედ იმის და­ნახ­ვა იყო, რომ გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს კულ­ტუ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს კი არ უშ­ლი­ან ხელს, პი­რი­ქით, ავ­სე­ბენ და სწო­რედ ამ ერ­თი­ა­ნო­ბით ქმნი­ან ქვეყ­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბას“, – ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

ამის მა­გა­ლი­თი შრი-ლან­კის დე­და­ქა­ლაქ კო­ლომ­ბო­ში მდე­ბა­რე გან­გა­რა­მას ბუ­დის­ტუ­რი ტა­ძა­რი­ცაა, რო­მელ­საც ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ვეც­ნო­ბით. მისი არ­ქი­ტექ­ტუ­რა შრი-ლან­კურ, ჩი­ნურ, ტა­ი­ლან­დურ და ინ­დურ დე­ტა­ლებს შე­ი­ცავს. დამ­ბუ­ლას ძვე­ლი ბუ­დის­ტუ­რი ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა კი იმა­საც ადას­ტუ­რებს, რომ შრი-ლან­კა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რის ად­გი­ლად ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე იქცა.

თუ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ, შრი-ლან­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას თა­ვა­დაც გა­და­წყვეტთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ სი­გი­რი­აც – კლდე­ში ნაკ­ვე­თი ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი.

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და სპი­ლო­ე­ბი

შრი-ლან­კის გა­საც­ნო­ბად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი­დან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ უდა­ვა­ლა­ვეს პარ­კის ნახ­ვა­საც გვირ­ჩე­ვენ. აქ 800-მდე სპი­ლო და ვე­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის სხვა ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი სახ­ლო­ბენ.

უდა­ვა­ლა­ვე­ში არის სპი­ლო­ე­ბის თავ­შე­სა­ფა­რიც, სა­დაც ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი სპლიყ­ვე­ბი მიჰ­ყავთ. მათ იქ 5 წლამ­დე ზრდი­ან, იქამ­დე, სა­ნამ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მზად არ იქ­ნე­ბი­ან.

ის, თუ რო­გორ ზრუ­ნა­ვენ შრი-ლან­კე­ლე­ბი სპლიყ­ვებ­ზე, კარ­გად აჩ­ვე­ნებს მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ზო­გა­დად ბუ­ნე­ბი­სა და მათი ბი­ნად­რე­ბის მი­მართ“, – ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

მარ­თლაც, შრი-ლან­კე­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბუ­ნე­ბის­გან სი­კე­თე­ე­ბის მი­ღე­ბა მისი და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე არ უნდა მოხ­დეს. თუმ­ცა, ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­რე­მო­ზე ადა­მი­ან­თა მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა მა­ინც შე­სამ­ჩნე­ვია. სწო­რედ ამი­ტომ „დილ­მამ“ 2007 წელს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ა­ფუძნა. კომ­პა­ნი­ის მო­გე­ბის ნა­წი­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­დის და ის მდგრა­დი მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ხმარ­დე­ბა.

„და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე „დილ­მას“ მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ეთი­კუ­რი ჩაის შექ­მნაა, რაც არა მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი და სუფ­თა პრო­დუქ­ტის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს, არა­მედ მის ისე წარ­მო­ე­ბას, რომ ბუ­ნე­ბას ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს. გვინ­და, ამა­ში სხვა ად­გი­ლობ­რივ მწარ­მო­ებ­ლებ­საც და­ვეხ­მა­როთ“, – ამ­ბობს დი­ლან ფერ­ნან­დო, „დილ­მას“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, მე­რილ ჯეი ფერ­ნან­დოს შვი­ლი.

ჩაი – შრი-ლან­კის კულ­ტუ­რი­სა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ნა­ყო­ფი

შრი-ლან­კა ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი ჩაის სა­ხე­ო­ბის – ცე­ი­ლო­ნის ჩაის სამ­შობ­ლოა. მის ხა­რისხსა და ნამ­დვილ გე­მოს ქვეყ­ნის კლი­მა­ტის, ნი­ა­და­გი­სა და კულ­ტუ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. შრი-ლან­კა­ში ჩაის მოყ­ვა­ნი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წე­სე­ბი აქვთ. მათ­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩაის ხე­ლით კრე­ფის პრაქ­ტი­კა და ქი­მი­ურ და­ნა­მა­ტებ­ზე უა­რის თქმაა.

ად­გი­ლობ­რი­ვი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ნამ­დვილ ცე­ი­ლო­ნის ჩაის „დილ­მა“ 35 წელ­ზე მე­ტია ქმნის. სწო­რედ ამი­ტომ, თუკი შრი-ლან­კა­ში მოხ­ვდე­ბით, ქვეყ­ნის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­საც­ნო­ბად შრი-ლან­კე­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გირ­ჩე­ვენ „დილ­მას“ ცე­ი­ლო­ნის ჩაის გა­სინ­ჯვა­საც.

თუმ­ცა, მა­ნამ­დე მის და­გე­მოვ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეძ­ლებთ. მე­ტიც, „ევ­როპ­რო­დუქტმა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში „დილ­მას“ პრო­დუქ­ტი კი­დევ უფრო გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნა.

„დი­ლან ფერ­ნან­დოს ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. აღ­მოჩ­ნდა ისიც, რომ დი­ლან­სა და „დილ­მას“ სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ამი­ტომ, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვიწ­ვი­ეთ და შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე ჩვენ ვიქ­ნე­ბით მათი მას­პინ­ძლე­ბი“, – ამ­ბობს თორ­ნი­კე თავ­დიშ­ვი­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე - ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში

ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე - ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში

პრემიუმ ბრენდების უმსხვილესმა იმპორტიორმა „ევროპროდუქტმა“ ახლახან შრი-ლანკიდან საქართველოში „დილმას“ წარმოების ცეილონის ჩაის შემოტანა დაიწყო. უმაღლესი ხარისხით გამორჩეულ ჩაის ამ ბრენდთან პარტნიორობის განსამტკიცებლად „ევროპროდუქტის“ გუნდი შრი-ლანკას ესტუმრა.

„ევროპროდუქტისთვის“ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქტების მწარმოებლებს პირადად შევხვდეთ და წარმოების პროცესს დეტალურად გავეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „დილმასთან“ უკვე ვთანამშრომლობდით, ამ ვიზიტით გვინდოდა უფრო ღრმა, გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობისთვის ჩაგვეყარა საფუძველი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის წარმოების დეტალების პირადად გაცნობა და „დილმას“ აღმასრულებელ დირექტორთან, დილან ფერნანდოსთან შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო საჩუქრებიც გავცვალეთ“, – ამბობს „ევროპროდუქტის“ ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე თავდიშვილი.

„ევროპროდუქტის“ გუნდმა შრი-ლანკაშიც იმოგზაურა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მოგზაურობას Movement-ის ორი ვიდეო მიეძღვნა – ამბავი ჩაის შესახებ, რომელიც ადგილობრივ ჩაის კულტურაზე მოგვითხრობს და მოგზაურობა შრი-ლანკაზე, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

„ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო შრი-ლანკის კულტურისა და ბუნების აღმოჩენა იყო. გვინდოდა, ნანახი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და გადავწყვიტეთ, Movement-თან თანამშრომლობით, ამბები შრი-ლანკაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის მოგვეყოლა“, – ამბობს „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

შრი-ლანკაში მოგზაურობა „ევროპროდუქტისა“ და Movement-ის კვალდაკვალ

შრი-ლანკა მულტინაციონალური, განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ენებისა ქვეყანაა, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობენ ერთმანეთთან.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის სწორედ იმის დანახვა იყო, რომ განსხვავებების მიუხედავად, ეს კულტურები ერთმანეთს კი არ უშლიან ხელს, პირიქით, ავსებენ და სწორედ ამ ერთიანობით ქმნიან ქვეყნის უნიკალურობას“, – ამბობს ანანო თავხელიძე.

ამის მაგალითი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მდებარე განგარამას ბუდისტური ტაძარიცაა, რომელსაც ერთ-ერთ ვიდეოში ვეცნობით. მისი არქიტექტურა შრი-ლანკურ, ჩინურ, ტაილანდურ და ინდურ დეტალებს შეიცავს. დამბულას ძველი ბუდისტური ტაძრის არქიტექტურა კი იმასაც ადასტურებს, რომ შრი-ლანკა სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იქცა.

თუ ვიდეოს ნახვის შემდეგ, შრი-ლანკაში მოგზაურობას თავადაც გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ სიგირიაც – კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

ველური ბუნება და სპილოები

შრი-ლანკის გასაცნობად ადგილობრივები ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უდავალავეს პარკის ნახვასაც გვირჩევენ. აქ 800-მდე სპილო და ველური და უნიკალური სახეობების სხვა ცხოველები და ფრინველები სახლობენ.

უდავალავეში არის სპილოების თავშესაფარიც, სადაც ობლად დარჩენილი სპლიყვები მიჰყავთ. მათ იქ 5 წლამდე ზრდიან, იქამდე, სანამ ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მზად არ იქნებიან.

ის, თუ როგორ ზრუნავენ შრი-ლანკელები სპლიყვებზე, კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად ბუნებისა და მათი ბინადრების მიმართ“, – ამბობს ანანო თავხელიძე.

მართლაც, შრი-ლანკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრებაა. ისინი ამბობენ, რომ ბუნებისგან სიკეთეების მიღება მისი დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, გარემოზე ადამიანთა მავნე ზემოქმედება მაინც შესამჩნევია. სწორედ ამიტომ „დილმამ“ 2007 წელს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დააფუძნა. კომპანიის მოგების ნაწილი ამ ორგანიზაციაში მიდის და ის მდგრადი მეურნეობის განვითარებას, გარემოზე ზიანის შემცირებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ხმარდება.

„დაარსებიდან დღემდე „დილმას“ მთავარი ღირებულება ეთიკური ჩაის შექმნაა, რაც არა მხოლოდ ხარისხიანი და სუფთა პროდუქტის შექმნას გულისხმობს, არამედ მის ისე წარმოებას, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. გვინდა, ამაში სხვა ადგილობრივ მწარმოებლებსაც დავეხმაროთ“, – ამბობს დილან ფერნანდო, „დილმას“ აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, მერილ ჯეი ფერნანდოს შვილი.

ჩაი – შრი-ლანკის კულტურისა და ველური ბუნების ნაყოფი

შრი-ლანკა ერთ-ერთი უნიკალური ჩაის სახეობის – ცეილონის ჩაის სამშობლოა. მის ხარისხსა და ნამდვილ გემოს ქვეყნის კლიმატის, ნიადაგისა და კულტურის ერთობლიობა განაპირობებს. შრი-ლანკაში ჩაის მოყვანისა და დამუშავების ადგილობრივი წესები აქვთ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაის ხელით კრეფის პრაქტიკა და ქიმიურ დანამატებზე უარის თქმაა.

ადგილობრივი წესების გათვალისწინებით ნამდვილ ცეილონის ჩაის „დილმა“ 35 წელზე მეტია ქმნის. სწორედ ამიტომ, თუკი შრი-ლანკაში მოხვდებით, ქვეყნის სრულფასოვნად გასაცნობად შრი-ლანკელები აუცილებლად გირჩევენ „დილმას“ ცეილონის ჩაის გასინჯვასაც.

თუმცა, მანამდე მის დაგემოვნებას საქართველოშიც შეძლებთ. მეტიც, „ევროპროდუქტმა“ საქართველოში „დილმას“ პროდუქტი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

„დილან ფერნანდოს ქართული ბაზარი ძალიან აინტერესებს, ამიტომ ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა ისიც, რომ დილანსა და „დილმას“ სხვა წარმომადგენლებს ძალიან უყვართ საქართველო და ქართული სამზარეულო. ამიტომ, ისინი საქართველოში მოვიწვიეთ და შემოდგომაზე უკვე ჩვენ ვიქნებით მათი მასპინძლები“, – ამბობს თორნიკე თავდიშვილი.

NS