პარტნიორები:
    ავტორი:

    ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიწვა

    ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც  ორი ადამიანი დაიწვა

    ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

    როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, უკვე ორი ცხედარი დახვდა. ამასთან, მომხადრის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.