ავტორი:

"მცირე იმპულსი დიპლომატიის ფრონტზე" - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკელი გენერალი მარკ მილი ვალერი გერასიმოვს პირველად ესაუბრა

"მცირე იმპულსი დიპლომატიის ფრონტზე" - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკელი გენერალი მარკ მილი ვალერი გერასიმოვს პირველად ესაუბრა

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ოფიცერი, გენერალი მარკ მილი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს - ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ისა და რუსეთის ტოპ გენერლებს შორის ეს არის პირველი კომუნიკაცია.

"სამხედრო ლიდერებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციისთვის ღია იქნებიან. წარსული პრაქტიკის შესაბამისად, მათი საუბრის კონკრეტული დეტალები საიდუმლოდ რჩება“, - აცხადებს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, მარკ მილის პრესსპიკერი.

გენერალი მარკ მილი

ასევე, რუსული სააგენტო RIA, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორმა სამხედრო ლიდერმა "ორმხრივი ინტერესის“ საკითხები, მათ შორის, უკრაინის საკითხი განიხილა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზარი შედგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუს კოლეგას ესაუბრა და უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, როგორც ჩანს, დიპლომატიურ ფრონტზე მცირე იმპულსი არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორ თვეზე მეტი დროის შემდეგ, ომიდან რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და ნანგრევებად აქცია უკრაინის ქალაქები, აიძულა 5-მილიონზე მეტი ადამიანი სამშობლოდან წასულიყო.