მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, ეს რომ "ოცნებისთვის" ტრაგედიას არ წარმოადგენს, მესამე კლასელმაც იცის - შესაძლოა გადააბრალონ "ნაცებს" - მაჭავარიანი
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, ეს რომ "ოცნებისთვის" ტრაგედიას არ წარმოადგენს, მესამე კლასელმაც იცის - შესაძლოა გადააბრალონ "ნაცებს" - მაჭავარიანი

თუ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვა­ნი­ჭე­ბენ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ დიდ ტრა­გე­დი­ას რომ არ წარ­მო­ად­გენს, მგო­ნი, ეს მე­სა­მე კლა­სელ­მაც იცის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ ევ­რო­კავ­შირ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვა­ნი­ჭა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­ეც­დე­ბა, რომ ეს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და კრი­ტი­კულ მე­დი­ას გა­და­აბ­რა­ლოს.

„თუ და­აკ­ვირ­დე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის რი­ტო­რი­კას, ხან აშშ-ის ყო­ფი­ლი ელ­ჩია სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი, ხან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი „ნა­ცე­ბი“. რად­გან სტოლ­ტენ­ბერ­გმა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა გა­ა­უქ­მა, გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ეგეც „ნაცი“ ხომ არ არის? ეს არის რა­ღაც პრო­ვინ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ზოფ­რე­ნია, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ჯამ­ში მათი ამომ­რჩევ­ლის რა­ღაც ნა­წილს მოს­წონს. შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­აბ­რა­ლონ, რომ „ნა­ცებ­მა“ ჩა­შა­ლეს ეს თემა, კრი­ტი­კულ­მა მე­დი­ამ ჩა­შა­ლა ეს თემა. თვი­თონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­სო­დეს არა­ფერ­ზე არ იღე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის თე­მამ თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი ამო­წუ­რა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­წევს ჰქონ­დეს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი ან რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე გა­და­ვა.

„ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის თე­მამ თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი ამო­წუ­რა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, ან ხარ ის, რაც გან­ცხა­დე­ბუ­ლი გაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა გაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, ან ამას რა­დი­კა­ლუ­რად ცვლი და ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­დი­ხარ რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე, შუა აღარ არ­სე­ბობს.

ამის გარ­შე­მო ცეკ­ვა-თა­მა­შია, რომ ჩვენ არ გვინ­და ომი, არც უკ­რა­ი­ნას არ უნდა ომი, შე­ე­ცა­და ბოლო წუ­თამ­დე. ბა­ტო­ნი დე­რეკ შო­ლეს [აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი] ომამ­დე გა­მოს­ვლებს თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი მცდე­ლო­ბა იყო აღე­წე­რა, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ ჯო ბა­ი­დე­ნი და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი რუ­სე­თი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, რომ არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბი და არ ღირ­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით ამის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ რუ­სეთს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რა­ღაც ფორ­მით პრე­ტენ­ზია აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
0

ესედაც დარწმუნებული ვიყავი,არც კანდიდატის სტსტუსს არ მოგვანიჭებდნენ და არც ნატოში მიგვიღებდნენ. ნაცებიც რომ ზალიან მაგრად მუშაობენ მაგაზე რა თქმა უნდა, ეგ თვალნათლივ ჩანს.

ბაკო
3

აქაურ კომენტატორებს არ ესმით ან არ უნდათ რომ გაიგონ რომ ორი გზა გვაქვს-ერთი ევროპისკენ და მეორე რუსეთისკენ. ქოცებმა თავისი დამაარსებლის ინტეტესებიდან გამომდინარე, რუსეთის გზა აირჩიეს. ამიტომაც მიმდინარეობს ევროპის წარმომადგენელთა ლანძღვა და პარალელურად რუსეთის სასიკეთო სვლები. სიმონიანი, სოლოვიოვი, კანდელაკი... ყველა გვაქებს როცა ევროსაბჭო გვაკრიტიკებს-არაფერზე არ მიგანიშნებთ ეს ფაქტი? ნაცები რომ არ უნდა მოვიდეს ვიდნენ ხელუსუფლებაში, ეს ცხადზე ცხადია, მე პირველი არ დავუჭერ მათ მხარს, გახსენებაც კი მზარავს იმ არაადამიანური ცინიზმის. მაგრამ არც ქოცების რუსეთი მინდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, ეს რომ "ოცნებისთვის" ტრაგედიას არ წარმოადგენს, მესამე კლასელმაც იცის - შესაძლოა გადააბრალონ "ნაცებს" - მაჭავარიანი

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, ეს რომ "ოცნებისთვის" ტრაგედიას არ წარმოადგენს, მესამე კლასელმაც იცის - შესაძლოა გადააბრალონ "ნაცებს" - მაჭავარიანი

თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს, მგონი, ეს მესამე კლასელმაც იცის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კრიტიკულ მედიას გადააბრალოს.

„თუ დააკვირდებით „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკას, ხან აშშ-ის ყოფილი ელჩია საქართველოს მტერი, ხან ევროპარლამენტარები „ნაცები“. რადგან სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა, გამოაცხადეს, რომ ეგეც „ნაცი“ ხომ არ არის? ეს არის რაღაც პროვინციული პოლიტიკური შიზოფრენია, რომელიც საერთო ჯამში მათი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს მოსწონს. შესაძლებელია გადააბრალონ, რომ „ნაცებმა“ ჩაშალეს ეს თემა, კრიტიკულმა მედიამ ჩაშალა ეს თემა. თვითონ პასუხისმგებლობას არასოდეს არაფერზე არ იღებენ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა და საქართველოს მოუწევს ჰქონდეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რაც ოფიციალურად აქვს გაცხადებული ან რუსულ ორბიტაზე გადავა.

„ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა. საუბარია იმაზე, ან ხარ ის, რაც განცხადებული გაქვს ოფიციალურად და კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება გაქვს განსაზღვრული, ან ამას რადიკალურად ცვლი და ფაქტობრივად გადადიხარ რუსულ ორბიტაზე, შუა აღარ არსებობს.

ამის გარშემო ცეკვა-თამაშია, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, არც უკრაინას არ უნდა ომი, შეეცადა ბოლო წუთამდე. ბატონი დერეკ შოლეს [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი] ომამდე გამოსვლებს თუ დააკვირდებით, მაქსიმალური მცდელობა იყო აღეწერა, როგორ ცდილობდნენ ჯო ბაიდენი და ევროკავშირის ლიდერები რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ არსებობს დიპლომატიური გზები და არ ღირდა საომარი მოქმედებებით ამის დამტკიცება, რომ რუსეთს ამ ტერიტორიებზე რაღაც ფორმით პრეტენზია აქვს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.