ავტორი:

რა შემთხვევაში განიხილავს რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომის აღდგენის საკითხს - რას აცხადებს ქვეყნის საგარეო უწყება

რა შემთხვევაში განიხილავს რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომის აღდგენის საკითხს - რას აცხადებს ქვეყნის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ასევე განიხილება.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაეროს სურსათის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი დაიღუპება მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.

"თუ თქვენ გაქვთ დარჩენილი რაიმე თანაგრძნობა დარჩენილი მსოფლიოს მიმართ მიუხედავად უკრაინისადმი არსებული გრძნობებისა, ეს პორტები უნდა გახსნათ“,- განაცხადა ბიზლიმ თავის მიმართვაში.

ცნობისთვის, უკრაინა შედის ქვეყნების ხუთეულში სოფლის მეურნეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტის მიმართლებით, მათ შორის არის: სიმინდი, ხორბალი, ქერი და მზესუმზირა.