ავტორი:

ფლორენციაში კაფეში ყავის ფასით უკმაყოფილო ადამიანმა პოლიცია გამოიძახა

ფლორენციაში კაფეში ყავის ფასით უკმაყოფილო ადამიანმა პოლიცია გამოიძახა

ფლორენციაში კაფეში ყავის ფასით უკმაყოფილო ადამიანმა პოლიცია გამოიძახა

ფლორენციის ყავის ბარი, "Ditta Artigianale", 1 000 ევროთი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც ჭიქა ესპრესოს ფასის გამო გაცეცხლდებულმა სტუმარმა ბარს პოლიციაში უჩივლა.

ტოსკანას ცენტრში მდებარე ბარში, მამაკაცმა 2 ევრო გადაიხადა უკოფეინო ყავაში, მან კი გააპროტესტა ფასი და თქვა, რომ სასმლის ფასი დახლის უკან დაწერილ მენიუში არ იყო მითითებული. სწორედ ამის გამო დაეკისრა გემრიელი ყავით განთქმულ ბარს ჯარიმა.

ფრანჩესკო სანაპო, ბარის მეპატრონე, სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჯარიმას. მან დაწერა, რომ ყავა მექსიკის პატარა პლანტაციიდან ჩამოაქვთ და რომ ბარის თანამშრომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ მის მომზადებას. სანაპომ ისიც დააყოლა, რომ ფასები ციფრულ მენიუში იყო მითითებული:

"მათ მხოლოდ იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ვიღაცას 2 ევროს გადახდა დაენანა უკოფეინო ყავაში. დაუჯერებელია", - ამბობს ბარის მეპატრონე.

იტალიაში, ესპრესოს ფასი საშუალოდ, 1 ევროა, მაგრამ ცუდი მოსავლისა და მიწოდების პრობლემებოს გამო, ბარების 70%-მა ფასები გაზარდა.

პატარა ბიზნესების ასოციაცია Confartigianato-ს დირექტორმა დაიცვა ბარის მეპატრონე: "ასეთი ამბავი ძალიან მაბრაზებს. უდიდესი შრომა იდება ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. ხარისხია ის, რაც ფასობს და რასაც საბოლოოდ, ყველასთვის მოაქვს სარგებელი", - ამბობს ის.

Facebook-ზე სხვა ადაიანებიც გამოჩნდნენ ბარის მეპატრონის დასაცავად. ერთ-ერთმა დაწერა: "ეს ადამიანი რომ ლონდონში ჩამოსულიყო და აქაური ფასები ენახა, ალბათ FBI-საც ჩართავდა საქმეში“.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა