მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები მიშას წლების წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს" - თინა კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების "გაწონასწორებული პოზიციით გაოცებულია"
"ქართველები მიშას წლების წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს" - თინა კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების "გაწონასწორებული პოზიციით გაოცებულია"

რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი "ტელგრამ­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პო­ლი­ტი­კას უწო­ნებს.

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ვწერ იშ­ვი­ა­თად ჩემს მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

ცუდ­ზე წერა არ მინ­დო­და, ხოლო კარ­გი ამ­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბოლო წლებ­ში არ გა­მი­გია. ან გავ­რი­ლოვს სვა­მენ პარ­ლა­მენ­ტში არას­წორ სკამ­ზე, ან პოზ­ნერს და­ბა­დე­ბის დღეს უშ­ლი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ვე­ლი ასე­თი ინ­ცი­დენ­ტის უკან სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტია იდგა, რომ­ლის ამომ­რჩე­ვე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­ლებს, რაც ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გა­წო­ნას­წო­რე­ბულ­მა პო­ზი­ცი­ამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა. უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ეხ­სნა ე.წ. მე­ო­რე ფრონ­ტი აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში და და­ე­წე­სე­ბი­ნა სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

უკ­რა­ი­ნელ­მა პრო­პა­გან­დის­ტმა - არეს­ტო­ვიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უყოყ­მა­ნოდ და­უ­ჭერ­და მხარს მოძ­მე უკ­რა­ი­ნას, მათ შო­რის, სამ­ხედ­რო გზი­თაც. რო­გორც ჩანს, ბა­ტონ არეს­ტო­ვიჩს და­ა­ვი­წყდა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მი­შას 10 წლის წინ და­ემ­შვი­დობ­ნენ და გას­ტრო­ლებ­ზე გაგ­ზავ­ნეს", - წერს კან­დე­ლა­კი.

  • კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მტკი­ცე პო­ზი­ცი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. იმის შე­სა­ხებ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხის ომის გზით გა­დაჭ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია."

“გა­მარ­ჯვე­ბის დღე“ წელს ძა­ლი­ან თბი­ლად და სწო­რად აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში: მე­მო­რი­ა­ლი­სა და ვე­ტე­რან­თა პარ­კე­ბის აღ­დგე­ნა, ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეხ­ვედ­რა ვე­ტე­რა­ნებ­თან. სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბე­ბი ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის და ა.შ.

რო­გორც არ უნდა ეცა­დონ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ ერ­თი­ა­ნი საბ­ჭო­თა ხალ­ხის დიდი ღვაწ­ლი წა­შა­ლონ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. 1941 წელს ფრონტზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 1/5 (700 ათა­სი კაცი) წა­ვი­და, ცო­ცხა­ლი ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტი დაბ­რუნ­და. “საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის“ წო­დე­ბა 164 ქარ­თველ ჯა­რის­კაცს მი­ე­ნი­ჭა. გა­მარ­ჯვე­ბის დრო­შა რა­იხსტაგ­ზე კი რუს­მა ეგო­როვ­მა და ქარ­თველ­მა ქან­თა­რი­ამ ერ­თად აღ­მარ­თეს. ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მმარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი - ჯუ­ღაშ­ვი­ლი და ბე­რია.

ამის შე­სა­ხებ ხსოვ­ნას უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რუ­სეთ­შიც. და ვე­რა­ნა­ი­რი “სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი“ ამას წინ ვერ აღუდ­გე­ბი­ან. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე დიდი ხა­ნია მი­ვი­წყე­ბუ­ლია და წარ­სულს ეკუთ­ვნის. ხოლო და­უ­ვი­წყა­რია, რე­ვაზ ჩხე­ი­ძის დი­დე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ფილ­მი "ჯა­რის­კა­ცის მამა", რო­მე­ლიც ჩემ­ზე უკეთ ხსნის თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის ფა­შიზ­მზე - რო­გორც კა­ცი­ობ­რი­ო­ბის მთა­ვარ ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა.

იმე­დი მაქვს, რომ ამ და­დე­ბით სიგ­ნა­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ვხე­დავ არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩემი კო­ლე­გე­ბიც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც",- წერს კან­დე­ლა­კი.

  • კან­დე­ლა­კი მი­იჩ­ნევს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი ვერ იმე­გობ­რე­ბენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა.

"ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა.

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი საფ­ლა­ვებ­ში გა­დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, რომ სცოდ­ნო­დათ, რომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მოს­კოვ­ში შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბერ­ლინ­ში ჩას­ვლა­ზე კი პრობ­ლე­მა არ აქვთ" - წერს თინა კან­დე­ლა­კი.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
3

ვინ არის ეს თინა კანდელაკი. გაუგებრობა. რას მიედ მოედება.. რა საბჭოტა კავშირიო.. მთელი ცხოვრება ევროპაში გრიალებდა და ახლა დაისვენოს შოჭში( ესეც ზედმეტია მაგისათვის) ვაი რომ ჩვენ გვიწევს ამნაირ დედაკაცზე კომენტარების კეთება არა და ვერ მოვითმინე...

ალბო
9

რუსეთთან კარგ, კეთილმეზობრულ ურთიერთობაში ცუდი არაფერია, ხაზს ვუსვამ კ ე ლ მე ზ ობ ლ უ რ ს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ქართველები მიშას წლების წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს" - თინა კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების "გაწონასწორებული პოზიციით გაოცებულია"

"ქართველები მიშას წლების წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს" - თინა კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების "გაწონასწორებული პოზიციით გაოცებულია"

რუსეთში მომუშავე ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი "ტელგრამზე" საქართველოს შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და "ქართულ ოცნებას" პოლიტიკას უწონებს.

"ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.

ცუდზე წერა არ მინდოდა, ხოლო კარგი ამბები საქართველოდან ბოლო წლებში არ გამიგია. ან გავრილოვს სვამენ პარლამენტში არასწორ სკამზე, ან პოზნერს დაბადების დღეს უშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველი ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს დღევანდელი მმართველობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს გაეხსნა ე.წ. მეორე ფრონტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინელმა პროპაგანდისტმა - არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზითაც. როგორც ჩანს, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები მიშას 10 წლის წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს", - წერს კანდელაკი.

  • კრემლის პროპაგანდისტი ასევე აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მტკიცე პოზიციის დემონსტრირება მოახდინა. იმის შესახებ, რომ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ომის გზით გადაჭრა შეუძლებელია."

“გამარჯვების დღე“ წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან. სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და ა.შ.

როგორც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, რომ ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლი წაშალონ, საქართველოში ეს შეუძლებელია. 1941 წელს ფრონტზე საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) წავიდა, ცოცხალი ნახევარზე ცოტა მეტი დაბრუნდა. “საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე კი რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლესი მმართველები იყვნენ ქართველები - ჯუღაშვილი და ბერია.

ამის შესახებ ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. და ვერანაირი “სააკაშვილები“ ამას წინ ვერ აღუდგებიან. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მივიწყებულია და წარსულს ეკუთვნის. ხოლო დაუვიწყარია, რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი "ჯარისკაცის მამა", რომელიც ჩემზე უკეთ ხსნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის ფაშიზმზე - როგორც კაციობრიობის მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.

იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან ვხედავ არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც",- წერს კანდელაკი.

  • კანდელაკი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო და რუსეთი ვერ იმეგობრებენ, ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება მაინც შეიძლება.

"ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ, რომ სცოდნოდათ, რომ ქართველებისთვის მოსკოვში შესვლა შეუძლებელია, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ" - წერს თინა კანდელაკი.