მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია
"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის უფ­როს მრჩე­ველ­თან პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, დე­რეკ შო­ლეს­თან შეხ­ვედ­რი­სას მათ შო­რის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რე­ბენ.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დღეს ქვე­ყა­ნა მიჰ­ყავს პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­კენ და ამ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის როლი უფრო ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით შექ­მნი­ლი. შე­იძ­ლე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო ოდ­ნავ არა­ევ­რო­პუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, შემ­დეგ კი­დევ უფრო მე­ტად არა­ევ­რო­პუ­ლი და არა­და­სავ­ლუ­რი, მაგ­რამ ახლა სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მე­გო­ბა­რი ფიქ­რობს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ხელ­მწი­ფო არ მიჰ­ყავს პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­კენ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბით მინ­და ვი­სა­უბ­რო ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეხე­ბა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დღეს ქვე­ყა­ნა მიჰ­ყავს პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­კენ, ამი­ტომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აღა­რაა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის როლი უფრო ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი ხდე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ოდეს­მე.

ამ შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უნდა გვეს­მო­დეს, რომ არის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი­სა. ვიდ­რე ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი არ­სე­ბობს, კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი გვე­ყო­ლე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნამ ოლი­გარ­ქი­ულ მარ­წუ­ხებს თავი და­აღ­წი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ამათი ჭკუით ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არსებობს, ნამდვილი არჩევნები ,ეი. თავად რომ მოიგონ, არ ჩატარდება,ამიტომ უნდა დავამხოთ ხელისუფლებაო.

დათო
0

იმიტო ილანძღებოდა უბინძურესად გბარამია რომ იცოდა ნაჭამი რო ქონდა და დასაჭერი იყო და რაც უფრო მეტს იყვირებდა უფრო მეტად შექმნიდა აღქმას რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო და იქნებ არც დაეჭირათ მაგის გამო, მაგრამ არ გაუვიდა. კარგია რა . მოიპარე მილიონები, მერე გამოვარდი შეაგინე ბიძინას და ვსიო. ხელშეუხებელი ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია

"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრისას მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, "ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ და ამ ვითარებაში, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილი. შეიძლება საწყის ეტაპზე ბევრი ფიქრობდა, რომ "ქართული ოცნება“ იყო ოდნავ არაევროპული საერთაშორისო დონეზე, შემდეგ კიდევ უფრო მეტად არაევროპული და არადასავლური, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო ნაკლები საერთაშორისო დონეზე წარმომადგენელი, მეგობარი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო არ მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ. ძალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც "ქართულ ოცნებას“ ეხება, "ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ, ამიტომ დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი აღარაა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური ხდება, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე.

ამ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნა უნდა გვესმოდეს, რომ არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ოლიგარქიული რეჟიმისა. ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს, კიდევ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ ოლიგარქიულ მარწუხებს თავი დააღწიოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.