მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენცო", "პაჭო", "ჭინკა" და სხვები - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 3 ”კანონიერ ქურდს” კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
"ენცო", "პაჭო", "ჭინკა" და სხვები - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 3 ”კანონიერ ქურდს” კი  ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის "ქურ­დუ­ლი წე­სით" გარ­ჩე­ვის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, აჭა­რა­ში, იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი 9 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო 7 პირს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ზ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ც. და 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ს.

1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ფ. (მეტ­სა­ხე­ლად 'პაჭო“) კი და­კა­ვე­ბუ­ლია 'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ: 1972 წელს და­ბა­დე­ბულ თ.გ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად "თემო სო­ხუმსკი“) - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის“, ასე­ვე, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ მ.გ.-ს - 'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს და­ბა­დე­ბულ დ. უ.-ს - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის­თვის, 1979 წელს და­ბა­დე­ბულ დ. წ.-ს - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის­თვის, ხოლო 1987 წელს და­ბა­დე­ბულ კ. ტ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად 'ენცო“) და 1970 წელს და­ბა­დე­ბულ თ. ხ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად 'ჭინ­კა“) - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის".

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი და 'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ 'კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ. ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს აწყობ­დნენ, რომ­ლებ­საც მო­და­ვე მხა­რე­ე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ზე მო­და­ვე მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ებს ის­მენ­დნენ, შემ­დეგ ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის, ასე­ვე, თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გან­სა­ზღვრულ დრო­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დას აკის­რებ­დნენ, ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­დეგ კი ე.წ. სა­ჯა­რი­მო თან­ხას სთხოვ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კე­ბის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს, ასე­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, 'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, 'ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, ასე­ვე, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პირ­ვე­ლი პრი­მა მუხ­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლით, 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლით და 144-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
5

როგორ უნდა დაიცვა და უადვოკატო ქურდს, მაგრამ მოდი რა, მედალს მეორე მხარეც აქვს: ფინანსურ დავებს ან მოიგებ, ან არა, 120% მართალი რომ იყო. სასამართლო წლები გრძელდება, მერე კი აღსრულებაც ერთი იმდენი. კიდევ სხვა შემთხვევა, სადაც ნელ–ნელა გამოჩნდება ქურდების ჩარევის ფაქტები: საპოლიციო გამოსახლება რომ აკრძალეთ, ვიღაც რომ შეუვარდეს ადამიანს ოჯახში, შეუძლია ასევე წლები იცხოვროს შიგნით, მითუმეტეს, თუ უქონელ–უპოვარია. და შენ, ბინის მეპატრონეს, გეტყვიან, რომ შენ იცხოვრე ქუჩაშიო, სანამ სასამართლო 5 წელი იხილავს საქმესო. ა ბატონო, მიზეზი...

აკა-კა
2

ეს არის სახელმწიფოს ბრალი, ფინანსური დავები სასამართლოში შეიძლება წლები გაგრძელდეს და შემდეგ აღსრულებას კიდევ წლები სჭირდება, ადამიანი შეიძლება ვერც მოესწროს. აქ ყველაფერი „მარტავადაა“(შეიძლება ამაზრზენადაც)-გმართებს, სწრაფად მოიტანე, თორემ ძალიან, ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნება შენ და შენს ახლობლებს. ამის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ენცო", "პაჭო", "ჭინკა" და სხვები - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 3 ”კანონიერ ქურდს” კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

"ენცო", "პაჭო", "ჭინკა" და სხვები - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 3 ”კანონიერ ქურდს” კი  ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

'ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა.

სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს.

1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად 'პაჭო“) კი დაკავებულია 'ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად "თემო სოხუმსკი“) - "კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს - 'ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად 'ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად 'ჭინკა“) - "კანონიერი ქურდობისთვის".

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და 'ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ 'კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

"კანონიერი ქურდობის“, 'ქურდული სამყაროს“ წევრობის, 'ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.