სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჭად­რაკს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად შე­ის­წავ­ლი­ან.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი, ლო­გი­კუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­დაჭ­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ჭად­რა­კი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პირ­ველ კლას­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად ემა­ტე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად ჭად­რა­კის შეს­წავ­ლა 2022-2023 წლის სექ­ტემ­ბრი­დან იგეგ­მე­ბა, მა­ნამ­დე კი ჭად­რა­კის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“ჭად­რა­კი მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მხრივ უნა­რებს აუმ­ჯო­ბე­სებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ყუ­რა­დღე­ბა, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა, ანა­ლი­ზი, ლო­გი­კა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სივ­რცე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა და სხვა. ეს კი, პირ­და­პირ კავ­შირ­შია მა­თე­მა­ტი­კი­სა და სხვა საგ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბით გან­სა­ზღვრულ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლებ­ში ჭად­რა­კის სწავ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის 2012 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ით, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­ში ჭად­რა­კის სწავ­ლე­ბის და­ნერგვას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

კარგი იქნება ბილიარდიც თუ დაემატება, ბანქოს თამაშსაც ინტელექტი სჭირდება

mokalake
3

sashineli ganatlebis sistemaa ikneb bavshvs sxva ram ainteresebs ratom unda daazalon ar mesmis exla magis gamo daakleben kulebs 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.

უწყების ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს.

“ჭადრაკი მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს აუმჯობესებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.