პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ე.წ. რეფერენდუმზე საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მოსკოვში საქმის კურსში არიან და ეს უყურადღებოდ არ რჩებაო..." - რაზე ისაუბრეს კარასინმა და აბაშიძემ?
"ე.წ. რეფერენდუმზე  საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მოსკოვში საქმის კურსში არიან და ეს უყურადღებოდ არ რჩებაო..." - რაზე ისაუბრეს კარასინმა და აბაშიძემ?

რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო Tass-სთან სა­უ­ბარ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან "სამ­ხრეთ ოსე­თის" რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა. კა­რა­სინ­მა ასე­ვე თქვა, რომ კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში, ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო და ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

"ჭო­რე­ბი ამ ფორ­მა­ტის გა­ყინ­ვის შე­სა­ხებ ნა­ად­რე­ვია, ჩვენ საკ­მა­ოდ ხში­რად ვუ­კავ­შირ­დე­ბით ტე­ლე­ფო­ნით, ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში“, - დას­ძი­ნა მან.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­რა­სინ­მა მათ­თან იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა­ზე იმუ­შა­ვებს.

ambebi.ge აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

"ჩვენს შო­რის შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და ბა­ტონ­მა კა­რა­სინ­მა გა­ა­კე­თა მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და­გეგ­მილ ე.წ. რე­ფე­რენ­დუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან აღ­ნიშ­ნა, რომ მოს­კოვ­ში საქ­მის კურ­სში არი­ან ჩვე­ნი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათი მხრი­დან ეს უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა. მან ასე­ვე თქვა ის, რომ მოს­კო­ვი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ფე­რენ­დუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ირ აქ­ტი­ვო­ბა­ში არ არის ჩარ­თუ­ლი. მო­გე­ხე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ანა­ლო­გი­უ­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კრემ­ლის პრეს-სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა პრა­ღის ფორ­მატ­ში მო­რიგ შეხ­ვედ­რას, გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დღის წეს­რიგ­ში არ დგას, ვთვლით, - ახლა ამის დრო არ არი­სო. სა­უ­ბარ­ში სა­ა­ვი­ა­ციო რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა. ასე­ვე, მოკ­ლედ გან­ვი­ხი­ლეთ სა­კი­თხი ყაზ­ბე­გი-ლარ­სის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტზე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სე­თის მხა­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ისი­ნი ვერ ატა­რე­ბენ სა­ჭი­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავი მო­ი­ყა­რა მათ შო­რის სომ­ხე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან და უზ­ბე­კე­თი­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ­მა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა. კა­რა­სინ­მა აღგ­ვით­ქვა, რომ ვი­თა­რე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ი­ღებს ზო­მებს. ეს იყო და ეს.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, მო­ვის­მი­ნე... ზო­გა­დად ავუხ­სე­ნი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რია ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­ლე­გი­ტი­მუ­რია არ­ჩევ­ნე­ბი და ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი, ავუხ­სე­ნი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ, რაც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა და რო­გორ ვუ­ყუ­რებთ ამ ვი­თა­რე­ბას. კა­რა­სინ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, ვი­ნა­ი­დან ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია“, - გვე­უბ­ნე­ბა ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკო
34

სამაჩაბლოს მოსახლეობის 85% რუსეთის მოქალაქეა!!! სადამდე უნდა გვაბოლოთ ვითომ რაღაცას აკეთებთ. ბორენკას ხათრით ლამისაა უკვე თბილისიც შეუერთოთ რუსეთს, ცხინვალზე აღარაა ლაპარაკი

..
1

საქმის კურსში არიან კი არა თვითონ პუტინის რუსეთია ავტორი. გვაფრთხილებს ჭკუით იყავით თორემ ეგრევე შემოვიერთებ სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთის სახელითო და გახდება რუსეთის განაპირა პროვინციაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ე.წ. რეფერენდუმზე საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მოსკოვში საქმის კურსში არიან და ეს უყურადღებოდ არ რჩებაო..." - რაზე ისაუბრეს კარასინმა და აბაშიძემ?

"ე.წ. რეფერენდუმზე  საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მოსკოვში საქმის კურსში არიან და ეს უყურადღებოდ არ რჩებაო..." - რაზე ისაუბრეს კარასინმა და აბაშიძემ?

რუსულ სახელმწიფო სააგენტო Tass-სთან საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებთან "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი განიხილა. კარასინმა ასევე თქვა, რომ კონტაქტები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო და ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გრძელდება.

"ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში“, - დასძინა მან.

სააგენტოს ინფორმაციით, კარასინმა მათთან იმაზეც ისაუბრა, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს.

ambebi.ge აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე სასაუბროდ პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა.

"ჩვენს შორის შედგა სატელეფონო საუბარი და ბატონმა კარასინმა გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. მან ასევე თქვა ის, რომ მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმთან დაკავშირებით არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხენებათ, რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური კომენტარი გააკეთა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ეს დღის წესრიგში არ დგას, ვთვლით, - ახლა ამის დრო არ არისო. საუბარში საავიაციო რეისების აღდგენის საკითხი არ განხილულა. ასევე, მოკლედ განვიხილეთ საკითხი ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ისინი ვერ ატარებენ საჭირო ავტომობილების რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა მათ შორის სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალმა სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ ვითარების დასარეგულირებლად შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს. ეს იყო და ეს.

რაც შემეხება მე, მოვისმინე... ზოგადად ავუხსენი ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არალეგიტიმურია ცხინვალის ხელისუფლება, არალეგიტიმურია არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, ავუხსენი ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება და როგორ ვუყურებთ ამ ვითარებას. კარასინმა ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის, ვინაიდან ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, - გვეუბნება ზურაბ აბაშიძე.