მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"
აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Frontier Airlines იტყო­ბი­ნე­ბა, კო­ლო­რა­დო­დან ფლო­რი­დის­კენ ფრე­ნი­სას, თვითმფრი­ნავ­ში მგზავრს მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო და ბორტგამ­ცი­ლებ­ლის წყა­ლო­ბით, ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა.

გა­ხა­რე­ბულ­მა პი­ლოტ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Facebook-ზე და­წე­რა.

თვითმფრი­ნავ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი და პი­ლო­ტი

"სა­ნი­მუ­შო“ და "მშვი­დი“ იყო ის სი­ტყვე­ბი, რაც კა­პი­ტან­მა კრის ნიემ იმ ბორტგამ­ცი­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც ფრე­ნის დროს ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა­ში და­ეხ­მა­რა. პი­ლოტ­მა ისიც სიმ­ბო­ლუ­რად ჩათ­ვა­ლა, რომ თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა ნა­წილ­ზე, სა­დაც ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა, გა­რე­დან დედა მგლი­სა და მისი ლეკ­ვის სუ­რა­თია გა­მო­სა­ხუ­ლი.

"ბავ­შვი ვერ მო­იც­დი­და, ამი­ტომ სხვა გზა აღარ დაგ­ვრჩა..“ - წერს მფრი­ნა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა ქალ­მა, ორ­სუ­ლი ქალი თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­იყ­ვა­ნა და მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­რა. იმის­თვის, რომ დე­და­სა და ახალ­შო­ბილს სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღოთ, პი­ლოტ­მა ად­რი­ა­ნად დას­ვა თვითმფრი­ნა­ვი. მე­დი­კო­სე­ბი კი უკვე აე­რო­პორ­ტის გა­სას­ვლელ­თან ელოდ­ნენ დედა-შვილს.

"ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძე­ნი თავი, როცა ვნა­ხე, რო­გორ წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლამ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბით თვითმფრი­ნავ­ში გო­გო­ნას და­ბა­დე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა,“ - თქვა მფრი­ნავ­მა.

იმის გამო, რომ გო­გო­ნა ასეთ არა­ორ­დი­ნა­ლურ ად­გი­ლას გაჩ­ნდა, დე­დამ გა­და­წყვი­ტა, მის­თვის მე­ო­რე სა­ხე­ლი Sky, ანუ "ცა" და­ერ­ქმია.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

როგორ მოხდა პოზიტიური რომ დაწერეს რაღაც. "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" -ა აქ ძირითადად. დავიღალეთ ნეგატივით.

ზურაბ
1

ღმერთმა გაგახაროთ ასეთი პოზიტივის გადმოცემისავის.პატარა ანგელოზს, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"

აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"

როგორც ამერიკული ავიაკომპანია Frontier Airlines იტყობინება, კოლორადოდან ფლორიდისკენ ფრენისას, თვითმფრინავში მგზავრს მშობიარობა დაეწყო და ბორტგამცილებლის წყალობით, ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.

გახარებულმა პილოტმა მომხდარის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

თვითმფრინავში მომუშავე პერსონალი და პილოტი

"სანიმუშო“ და "მშვიდი“ იყო ის სიტყვები, რაც კაპიტანმა კრის ნიემ იმ ბორტგამცილებლის შეფასებისას გამოიყენა, რომელიც ფრენის დროს ქალს მშობიარობაში დაეხმარა. პილოტმა ისიც სიმბოლურად ჩათვალა, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილზე, სადაც ქალმა იმშობიარა, გარედან დედა მგლისა და მისი ლეკვის სურათია გამოსახული.

"ბავშვი ვერ მოიცდიდა, ამიტომ სხვა გზა აღარ დაგვრჩა..“ - წერს მფრინავი სოციალურ ქსელში. ბორტგამცილებელმა ქალმა, ორსული ქალი თვითმფრინავის უკანა საპირფარეშოში გაიყვანა და მშობიარობის პროცესში დაეხმარა. იმისთვის, რომ დედასა და ახალშობილს საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღოთ, პილოტმა ადრიანად დასვა თვითმფრინავი. მედიკოსები კი უკვე აეროპორტის გასასვლელთან ელოდნენ დედა-შვილს.

"ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ვნახე, როგორ წარმატებით მოახერხა ყველამ გუნდური მუშაობით თვითმფრინავში გოგონას დაბადებაში წვლილის შეტანა,“ - თქვა მფრინავმა.

იმის გამო, რომ გოგონა ასეთ არაორდინალურ ადგილას გაჩნდა, დედამ გადაწყვიტა, მისთვის მეორე სახელი Sky, ანუ "ცა" დაერქმია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა