პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან" - რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე
"არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან" - რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე

ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლე­ვან მა­მა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს. მან სა­ქარ­თვე­ლო 18 წლის წინ და­ტო­ვა.

  • "მე სამ­შო­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. ვერ ვბრუნ­დე­ბო­დი, იმი­ტომ რომ იყო უსა­მარ­თლო­ბა", - ამ­ბობს მა­მა­ლა­ძე.

კი­თხვას, თუ რა­ტომ მი­ი­ღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მისი ამ­ნის­ტი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­მა­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"ქარ­თულ ოცე­ნე­ბას" არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვის­ზეც გავ­რცელ­და, მათ რი­გებ­ში ვარ მეც, რა თქმა უნდა.

პირ­ვე­ლი რაც არის, ჩა­მო­ვე­დი, 81 წლის დედა მყავს, ჩა­ვე­ხუ­ტე დე­და­ჩემს, ახლა, ცოტა ხან­ში, გუ­რი­ა­ში წა­ვალ, სა­დაც მა­მა­ჩე­მია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლას არ ვა­პი­რებ. მე ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და გავ­ლე­ნე­ბიც მქონ­და. პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, მე არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კას­თან", - ამ­ბობს მა­მა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან მა­მა­ლა­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მას სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად 17-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მა­მა­ლა­ძე ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
7

ესენი მალე ასლანას, კიტოვანს და იგორ გიორგაძეს ჩამოიყვანენ აქ!!! ქვეყანა კი არა, ხიხოს ბუტკაა მართლა, კრემლის გუბერნია...

სოლომონი
8

ნაციონალი არ ვარ, მაგრამ მინდა ვთქვა,რომ თუ მამალაძეს პატიობთ, სააკაშვილს გვარამიას რატომ იჭერთ ?! სადაა სამართლიანობა?!?! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან" - რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე

"არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან" - რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. მან საქართველო 18 წლის წინ დატოვა.

  • "მე სამშოლოში დავბრუნდი. ვერ ვბრუნდებოდი, იმიტომ რომ იყო უსამართლობა", - ამბობს მამალაძე.

კითხვას, თუ რატომ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" მისი ამნისტირების გადაწყვეტილება, მამალაძე ასე პასუხობს:

"ქართულ ოცენებას" არ მიუღია გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისზეც გავრცელდა, მათ რიგებში ვარ მეც, რა თქმა უნდა.

პირველი რაც არის, ჩამოვედი, 81 წლის დედა მყავს, ჩავეხუტე დედაჩემს, ახლა, ცოტა ხანში, გურიაში წავალ, სადაც მამაჩემია დასაფლავებული.

პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში და გავლენებიც მქონდა. პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან", - ამბობს მამალაძე.

ცნობისთვის, ლევან მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნებოდა.