პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია" - ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს აჯამებს
"ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია" - ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს აჯამებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში ორ­დღი­ან ვი­ზიტს აჯა­მებს. "შეხ­ვედ­რებ­ზე კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ევ­რო­პა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია", - წერს პრე­მი­ე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე

"ბრი­უ­სელ­ში ორ­დღი­ა­ნი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი დას­რულ­და. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი შედ­გა ევ­რო­პულ საბ­ჭო­ში - პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში - პრე­ზი­დენტ რო­ბერ­ტა მე­ცო­ლას­თან, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში - უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელ ჯო­ზეფ ბო­რელ­სა და ევ­რო­კო­მი­სარ ოლი­ვერ ვარ­ჰე­ის­თან. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კო­მი­სი­ის თვით­შე­ფა­სე­ბის კი­თხვა­რი შე­ავ­სო, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან პი­რა­დად გან­მე­ხი­ლა ის პროგ­რე­სი, რო­მელ­საც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბი­სა და ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე მი­აღ­წია.

შეხ­ვედ­რებ­ზე კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ევ­რო­პა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს ამ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის.რე­გი­ო­ნულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე,

ასე­ვე ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რე ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგთან, რო­მელ­მაც თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­მას­პინ­ძლა. გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე და ძლი­ერ მხარ­დამ­ჭე­რად ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში", - წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა სირცხვილია
1

ტიპი სახლში მიუვარდა. ))) 

გადაგდებული ხალხი
0

რაო,როდინა იწყებთ 2012-ის დაპირებების შესრულებას ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია" - ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს აჯამებს

"ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია" - ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს აჯამებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს აჯამებს. "შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია", - წერს პრემიერი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე

"ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე,

ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", - წერს ღარიბაშვილი.