ავტორი:

"სტოლტენბერგს კორონავირუსი ჰქონდა... ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი აქტუალურია, ამ შეხვედრებს დაესწრო, სხვა შეხვედრები გაუქმდა" - დავითულიანი

"სტოლტენბერგს კორონავირუსი ჰქონდა... ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი აქტუალურია, ამ შეხვედრებს დაესწრო, სხვა შეხვედრები გაუქმდა" - დავითულიანი

სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე და ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ვერ გადადებდნენ, ამ შეხვედრებს დაესწრო და ყველა სხვა მისი შეხვედრა დღეს გაუქმდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სტოლტენბერგის მოადგილე ზოგ შეხვედრას გაუძღვა, ზოგს - არა.

"ფინეთი და შვედეთი ერთ თვეში აპირებს ნატო-ს წევრობას. შესაბამისად, ნატოსთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„შეხვედრა გაუქმებულია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალიანსი სხვა დეტალების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.

ნახეთ ასევე:

"ეს არის ისტორიული ნაბიჯი..." - ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები წარადგინეს: რას ამბობს სტოლტენბერგი?