პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე ხერსონში, ზაპოროჟიეში, ხარკოვის ოლქში, მარიუპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში?
"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე ხერსონში, ზაპოროჟიეში, ხარკოვის ოლქში, მარიუპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში?

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­ზე უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბომბვას ჩერ­ნი­გო­ვი­სა და სუ­მის ოლ­ქე­ბის სა­სა­ზღვრო და­სახ­ლე­ბებ­ში.

"ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ჩვე­ნი ჯა­რე­ბის შემ­დგო­მი წინსვლის აღ­კვე­თა­ზე. აგ­რე­სო­რი ახორ­ცი­ე­ლებს ცირ­კუ­ნის, რუს­კი ტიშ­კის, ჩერ­კა­სი ტიშ­კის და პი­ტომ­ნი­კის და­სახ­ლე­ბე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვას.

სლო­ვი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი თავს ეს­ხმის სო­ფელ დო­ვ­ჰენ­კეს. გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად გან­ლა­გე­ბუ­ლია სა­არ­ტი­ლე­რიო ნა­წი­ლე­ბი.

ლო­გის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა და და­ნა­კარ­გე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის შე­სავ­სე­ბად, რუს­მა აგ­რე­სორ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ია­რა­ღი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა გად­მო­ი­ტა­ნა,“- აცხა­დე­ბენ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ შე­ტე­ვას ლი­მა­ნის, სე­ვე­რო­დო­ნეც­კის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და კუ­რა­ხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

"ლი­მა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტერ­მა და­ი­წყო შე­ტე­ვა დრო­ბი­შე­ვის და­სახ­ლე­ბა­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის და­სამ­ყა­რებ­ლად და ჩრდი­ლო­ე­თი­დან ლი­მა­ნის ბლო­კი­რე­ბის მიზ­ნით. ბახ­მუ­ტი­სა და სე­ვე­რო­დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, აგ­რე­სორ­მა ლუ­განსკის ოლ­ქში შე­ტე­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად თხუთ­მე­ტამ­დე ვერ­ტმფრე­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა,“- აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა კვლავ მი­მარ­თუ­ლია "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ბლო­კი­რე­ბა­ზე.

"მტრის ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ბლო­კი­რე­ბა­ზე "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მტე­რი აგ­რძე­ლებს სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს,“- აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნო­ვო­პავ­ლოვ­სკი­სა და ზა­პო­რი­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რუ­სე­თი აძ­ლი­ე­რებს ჯგუ­ფებს, პო­ლო­ჰი-ორი­ხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში მტრის თორ­მე­ტი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

"ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის თორ­მე­ტი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს, გა­ნად­გურ­და სამი ტან­კი, სამი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და შვი­დი ერ­თე­უ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტექ­ნი­კა,“- აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოკუ­პან­ტებ­მა სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს ლვო­ვის მახ­ლობ­ლად სამ­ხედ­რო-სას­წავ­ლო ცენ­ტრ "დესნა­ზე", რომ­ლის დრო­საც 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 12 კი და­შავ­და.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი მი­ნიშ­ნე­ბა იმი­სა, რომ რუ­სე­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ომი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ ფა­ზა­ში შე­დის. ჩვენ უკვე ვხე­დავთ, რო­გორ იწყე­ბენ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი სა­ინ­ჟინ­რო და სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში, ზა­პო­რი­ჟი­ა­ში, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავ­დაც­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ოლექ­სი რეზ­ნი­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაშისტ პუტლერს
0

Რუსეთი არ გაჩერდება მანამ სანამ მას სრულად არ დაბლოკავენ. 

ლევან მაღლაკელიძე
0

თუ არ დაამტკიცეს 40 მილიარდიანი პაკეტი, მაშინ მართლა მოტყუებულია უკრაინა, დაყოფენ და დაანაწევრებენ. ზელენსკის კი გაუფართოვებენ ერთ ადგილს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე ხერსონში, ზაპოროჟიეში, ხარკოვის ოლქში, მარიუპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში?

"ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის" - რა ხდება ფრონტის ხაზზე ხერსონში, ზაპოროჟიეში, ხარკოვის ოლქში, მარიუპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში?

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის მასშტაბით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ჯარების საარტილერიო პოზიციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების სასაზღვრო დასახლებებში.

"ხარკოვის მიმართულებით მტერი ორიენტირებული იყო პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე. აგრესორი ახორციელებს ცირკუნის, რუსკი ტიშკის, ჩერკასი ტიშკის და პიტომნიკის დასახლებების საარტილერიო დაბომბვას.

სლოვიანსკის მიმართულებით მტერი თავს ესხმის სოფელ დოვჰენკეს. გარკვეულ ტერიტორიაზე შეტევის მხარდასაჭერად განლაგებულია საარტილერიო ნაწილები.

ლოგისტიკური მხარდაჭერისა და დანაკარგების დანაყოფების შესავსებად, რუსმა აგრესორმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იარაღი და სამხედრო ტექნიკა გადმოიტანა,“- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას ლიმანის, სევეროდონეცკის, ბახმუტის, ავდიივკასა და კურახივის მიმართულებებით.

"ლიმანის მიმართულებით მტერმა დაიწყო შეტევა დრობიშევის დასახლებაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ჩრდილოეთიდან ლიმანის ბლოკირების მიზნით. ბახმუტისა და სევეროდონეცკის მიმართულებებით, აგრესორმა ლუგანსკის ოლქში შეტევის მხარდასაჭერად თხუთმეტამდე ვერტმფრენის კონცენტრირება განახორციელა,“- აცხადებენ გენშტაბში.

  • მათივე ცნობით, მარიუპოლში რუსული ძალების ძალისხმევა კვლავ მიმართულია "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის ქვედანაყოფების ბლოკირებაზე.

"მტრის ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებაზე "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი აგრძელებს საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ნოვოპავლოვსკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებებით რუსეთი აძლიერებს ჯგუფებს, პოლოჰი-ორიხივის მიმართულებით შეტევის განხორციელების მიზნით.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის თორმეტი შეტევა მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა სამი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა და შვიდი ერთეული საავტომობილო ტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ლვოვის მახლობლად სამხედრო-სასწავლო ცენტრ "დესნაზე", რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

"არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ რუსი ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

იხილეთ ასევე: