სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე და რას წერს Reuters-ი?
"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე და რას წერს Reuters-ი?

სა­ა­გენ­ტო Reuters-იავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბით სავ­სე სულ ცოტა შვიდ­მა ავ­ტო­ბუს­მა და­ტო­ვა მა­რი­უ­პო­ლის "აზოვსტა­ლის" მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია და დო­ნეც­კის მახ­ლობ­ლად, რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქა­ლაქ იე­ლე­ნოვ­კა­ში​, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფილ კო­ლო­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ტა­სის“ ცნო­ბით კი, უკ­რა­ი­ნელ მებ­რძო­ლებს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი პოლკ "აზო­ვის" წევ­რია, რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი და­კი­თხავს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­კი­თხვა "უკ­რა­ი­ნის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის“ რუ­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"რო­გორც ჩანს, მა­რი­უ­პო­ლის ბლო­კა­და დას­რუ­ლე­ბუ­ლია, უკა­ნას­კნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვებს", - წერს "რო­ი­ტერ­სი".

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ავ­ტო­ბუ­სებ­ში მყოფ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს და­ზი­ა­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. უც­ნო­ბია რა ელით და რას უპი­რე­ბენ მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებს, მით უფრო მათ, ვინც არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებს და­ე­ვა­ლათ ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

რუ­სე­თის მტკი­ცე­ბით, "აზოვსტალ­ში" გა­მაგ­რე­ბულ­მა პოლკ "აზო­ვის" მებ­რძო­ლებ­მა და ქვე­ი­თი ჯა­რის სამ­ხედ­რო­ებ­მა ია­რა­ღი და­ყა­რეს და ტყვედ ჩა­ბარ­დნენ.

ჯერ უც­ნო­ბია, რო­გორ მო­ხერ­ხდე­ბა ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო 18 მა­ისს გა­ნი­ხი­ლავს პრო­ექტს, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ე.წ. ნა­ცის­ტი კრი­მი­ნა­ლე­ბის ტყვედ გაც­ვლას, ხოლო 26 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნუ­ლი პოლ­კის "აზო­ვის" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

16 მა­ისს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 53 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც გა­და­იყ­ვა­ნეს ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქის ნო­ვო­ა­ზოვ­სკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, "აზოვსტა­ლის" კი­დევ 211 დამ­ცვე­ლი კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით ჩა­იყ­ვა­ნეს ოლე­ნივ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გენშტა­ბის მტკი­ცე­ბით "გაც­ვლის პრო­ცე­დუ­რით“ და­აბ­რუ­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

პოლკ "აზო­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრეი ბე­ლეც­კიმ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე. მან ყვე­ლას მო­უ­წო­და თა­ვის შე­ი­კა­ვონ კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და კრი­ტი­კის­გან ამ ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"80 დღე-ღა­მე­ზე მეტ ხანს აკა­ვებ­დნენ ისი­ნი მტერს, მათი უდი­დე­სი რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ში­ნე­ლი სა­ა­ვი­ა­ციო, სა­ზღვაო, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვე­ბის ქვეშ და ა.შ. მათ შეძ­ლეს ისე­თი რა­მე­ე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად შევა სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეს ფო­ლა­დის ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა კი­დევ უკ­რა­ი­ნას. მთა­ვა­რია ახალ ზედ­მე­ტი აზ­რე­ბით და იდე­ბით არ და­ვა­ზი­ა­ნოთ მებ­რძო­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცია, ყვე­ლას­თან დიდი თხოვ­ნა მაქვს, თუ ვინ­მეს აქვს მო­საზ­რე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რა ხდე­ბა "აზოვსტალ­ში" და უნდა ამის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, თავი შე­ი­კა­ვეთ ამის­გან და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი და­ი­ტო­ვეთ თქვენ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბე­ლეც­კიმ.

ბი­ლეც­კის თქმით, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა.

"ამ­ჟა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პოლ­კი კავ­შირ­შია. მე ვიცი, რა ხდე­ბა იქ, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა, ია­რა­ღით ხელ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!" - აცხა­დებს ის.

წყა­რო

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, რომ­ლის დრო­საც "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის პერ­სპექ­ტი­ვა­ზეც იყო ლა­პა­რა­კი...

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
6

ჯარისკაცების გმირობის დაკნინება არ შეიძლება. საშველი არ იყო, საკუთარმა მთავრობამ გაწირა და რა უნდა ექნათ. 

ნიშადური
11

უკრაინა იბრვის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის აგრესორის და ოკუპანტის წინააღმდეგ. ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს უკრაინელი მეომრები. უკრაინა ცამდე მართალია და ის იზეიმებს გამარჯვებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე და რას წერს Reuters-ი?

"მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში" - რას აცხადებს "აზოვის" დამფუძნებელი ანდრეი ბელეცკი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე და რას წერს Reuters-ი?

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ უკრაინელი მებრძოლებით სავსე სულ ცოტა შვიდმა ავტობუსმა დატოვა მარიუპოლის "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია და დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში​, სასჯელაღსრულების ყოფილ კოლონიაში ჩავიდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ცნობით კი, უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი პოლკ "აზოვის" წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს.

რუსული მედიის ინფორმაციითვე, უკრაინელი მებრძოლების დაკითხვა "უკრაინის რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების“ რუსული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება.

"როგორც ჩანს, მარიუპოლის ბლოკადა დასრულებულია, უკანასკნელი დამცველები ტოვებენ ქალაქის ნანგრევებს", - წერს "როიტერსი".

სტატიის თანახმად, ავტობუსებში მყოფ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. უცნობია რა ელით და რას უპირებენ მარიუპოლის დამცველებს, მით უფრო მათ, ვინც არ დაშავებულან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მარიუპოლის დამცველებს დაევალათ ყველა ცოცხალი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენა.

რუსეთის მტკიცებით, "აზოვსტალში" გამაგრებულმა პოლკ "აზოვის" მებრძოლებმა და ქვეითი ჯარის სამხედროებმა იარაღი დაყარეს და ტყვედ ჩაბარდნენ.

ჯერ უცნობია, როგორ მოხერხდება ამ გმირი სამხედროების რუს ტყვეებში გაცვლა, რადგანაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო 18 მაისს განიხილავს პროექტს, რომელიც კრძალავს ე.წ. ნაცისტი კრიმინალების ტყვედ გაცვლას, ხოლო 26 მაისს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო განიხილავს უკრაინული პოლკის "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.

16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ "აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ოკუპანტების კონტროლირებადი ქალაქის ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის მტკიცებით "გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პოლკ "აზოვის" დამფუძნებელმა ანდრეი ბელეცკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საუბრობს "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე. მან ყველას მოუწოდა თავის შეიკავონ კომენტარებისა და კრიტიკისგან ამ ოპერაციასთან დაკავშირებით.

"80 დღე-ღამეზე მეტ ხანს აკავებდნენ ისინი მტერს, მათი უდიდესი რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, საშინელი საავიაციო, საზღვაო, საარტილერიო დაბომბვების ქვეშ და ა.შ. მათ შეძლეს ისეთი რამეები, რაც აუცილებლად შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა გადავარჩინოთ ეს ფოლადის ადამიანები, ისინი აუცილებლად დასჭირდება კიდევ უკრაინას. მთავარია ახალ ზედმეტი აზრებით და იდებით არ დავაზიანოთ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია, ყველასთან დიდი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს აქვს მოსაზრებები იმის თაობაზე, რა ხდება "აზოვსტალში" და უნდა ამის სხვებისთვის გაზიარება, თავი შეიკავეთ ამისგან და ეს მოსაზრებები დაიტოვეთ თქვენთვის", - განაცხადა ბელეცკიმ.

ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა.

"ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!" - აცხადებს ის.

წყარო

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც "აზოვსტალიდან" სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზეც იყო ლაპარაკი...