საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?
რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას მერე მო­ექ­ცა, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე ნა­წი­ლობ­რივ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და მას 3 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. თუმ­ცა ის აქამ­დეც არა­ერთ ხმა­უ­რი­ან საქ­მეს უძღვე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, გახ­ლდათ თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას, ასე­ვე თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე. დღეს კი კი­დევ ერთი თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის საქ­მეს გან­სჯის. სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მი­უ­ძღვნა პოს­ტი ლაშა ჩხიკ­ვა­ძეს, რომ­ლი­თაც გა­იხ­სე­ნა 2015 წელს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის დრო­საც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რო­მელ­შიც ლაშა ჩხიკ­ვა­ძეც ფი­გუ­რი­რებ­და.

"გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე ჩემს საქ­მე­საც იხი­ლავს. ამას წი­ნათ უკ­რა­ი­ნა­ში ომში ყოფ­ნის დროს, რომ ჩა­მი­ნიშ­ნა პრო­ცე­სი, პოს­ტით ვი­ხუმ­რე ჩა­მო­ვი­დე და და­ვეს­წო თუ გა­ვუშ­ვა "რუს­კი კა­რაბ­ლის" მი­მარ­თუ­ლე­ბით მეთ­ქი. წა­უ­კი­თხავს, "იკა­ცა" და ად­ვო­კა­ტის პი­რით, მუ­ქა­რა­ნა­რე­ვი ტო­ნით შე­მო­მით­ვა­ლა "ჩვენც ხალხნი ვართ" და ნუ გაგ­ვაბ­რა­ზებ­სო.

ეჰ ჩემო ლაშა, ნე­ტავ მარ­თლა რა­მეს წყვეტ­დე და მთლად შენ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი თუ გვა­რა­მი­ას საქ­მის ბედი. არ ვი­ცო­დეთ მა­ინც, რა კვერ­ცხე­ბით ჰყავ­ხარ ივა­ნიშ­ვილს და სის­ტე­მას და­ჭე­რი­ლი - რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში კაცი რომ მო­კა­ლი და საქ­მე ჩა­გი­ფარ­ცხეს. ისიც ვი­ცით შენს ძმას შსს დრო­დად­რო ნარ­კო­ტიკ­ზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშ­ვებს.

დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი. მი­თუ­მე­ტეს მო­ნე­ბი ვე­რას­დროს მე­ფო­ბენ, ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­როს“, - და­წე­რა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“.

  • Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და რა ქო­ნე­ბას ფლობს მო­სა­მარ­თლე, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ასე­თი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა?

ლაშა ჩხიკ­ვა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2021 წლის 25 მა­ისს აქვს შევ­სე­ბუ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვი­გებთ, რომ ჰყავს მე­უღ­ლე მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და სამი ვაჟი.

ჩხიკ­ვა­ძეს 2019 წელს 150 000 ლა­რად რუს­თავ­ში შე­უ­ძე­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ რე­ესტრში და­რე­გის­ტრირ­და 2020 წელს. მისი ფარ­თო­ბი 216,9 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. იმა­ვე მი­სა­მარ­თზე ფიქ­სირ­დე­ბა ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მე­ლიც ასე­ვე 2019 წელს შე­უ­ძე­ნია 9500 ლა­რად. ჩხიკ­ვა­ძის სა­ხელ­ზე ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია 76, 64კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა რუს­თავ­ში, რო­მე­ლიც 2008 წელს 26 000 დო­ლა­რად აქვს ნა­ყი­დი.

ჩხიკ­ვა­ძე ფლობს 6 მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მელ­თა­გან 3 ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში ( სოფ: კოხ­ნა­რი, ბურ­ნა­თი) მი­უ­ღია მემ­კვიდ­რე­ო­ბით 2016 წელს. მათი ფარ­თო­ბია: 1480 კვ.მ, 1510 კვ.მ, 1502 კვ.მ.

2017 წელს კი ამა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვით­ნე­ბუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი მი­წის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­კა­ნო­ნა კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, ფარ­თო­ბით: 1485 კვ.მ.

2017 წელსვე რუს­თავ­ში 27 000 ლა­რად შე­უ­ძე­ნია 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის ასე­ვე ფლობს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტბა­ში 150 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც 2 100 დო­ლა­რად 2010 წელს შე­ი­ძი­ნა.

ლაშა ჩხიკ­ვა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰონ­და crv 2007 წელი, tw272wt, რო­მელ­შიც 2016 წელს 6600 დო­ლა­რი აქვს გა­დახ­დი­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ჩხიკ­ვა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე მულ­ტი სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2526,54 ლარი.

მისი მე­უღ­ლის საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­სა და ანა­ბარ­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად 65 და 300 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

რაც შე­ე­ბა ნაღდ ფულს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ჩხიკ­ვა­ძეს ჰონ­და 4000 ლარი, მის მე­უღ­ლეს კი - 2500. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეს ცოლ-ქმრის და­ნა­ზო­გია. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად­ვე, ჩხიკ­ვა­ძემ მო­სა­მარ­თლედ მუ­შო­ბის ერთ წელ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ი­ღო 62 154,5 ლარი. მის­მა მე­უღ­ლემ კი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია, მი­ი­ღო 24834,82 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ვალს, ლაშა ჩხიკ­ვა­ძე აღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო სეს­ხი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 20000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხის და­ფარ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლია 2018 წლი­დან და მის და­სა­ფა­რად ჩხიკ­ვა­ძემ 2020 წელს, 4500 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო მე­ო­რე 25000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხის და­სა­ფა­რად - 5200 ლარი.

მის სა­ხელ­ზეა 2 იპო­თე­კუ­რი სეს­ხიც - 43 000 და 15 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მელ­თა და­სა­ფა­რა­დაც ჩხიკ­ვა­ძემ 2020 წელს, გა­და­ი­ხა­და 6532,89 და 2196,97 ლარი.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი - 4590, 1120,41 და 1600 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ლაშა ჩხიკ­ვა­ძე მე­უღ­ლის­გან სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია 950-ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი. შვი­ლე­ბის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში კი ჩხიკ­ვა­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს 1900, 1850 და 2200 ლარი. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

ზელენსკიმ ერთ დღეში დახურა 3 ოპოზ ტელევიზია და არსად არ აუტეხია ოპოზიციას აჟიოტაჟი რაომ დუმხართ ამაზე???და არც მოსამარლის კრიტიკა გაუბედავთ ,

ამიგო
3

ეგ ძველი ნომერია. სესხს ვიღებ. სესხით რაღაცეებს ვაკეთებ, (სახლს ვაშენებ, მანქანებს ვყიდულობ......) და თან ნელ-ნელა ვიხდი შავი (დაუსაბუთებული) ფულით. გამოდის, რომ შავ (დაუსაბუთებულ) ფულს ვათეთრებ. ვიღაცა თუ გეტყვის, რა Fულით აშენებ სახლსო, ეტყვი: "აი ძმაო, სესხები მაქვს აღებული"-ო :D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც ტელეკომპანია "მთავარის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ის აქამდეც არაერთ ხმაურიან საქმეს უძღვებოდა, მაგალითად, გახლდათ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ასევე თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლე. დღეს კი კიდევ ერთი თავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განსჯის. სწორედ ოქრუაშვილმა მიუძღვნა პოსტი ლაშა ჩხიკვაძეს, რომლითაც გაიხსენა 2015 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რომელშიც ლაშა ჩხიკვაძეც ფიგურირებდა.

"გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს, რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე ჩამოვიდე და დავესწო თუ გავუშვა "რუსკი კარაბლის" მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, "იკაცა" და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით შემომითვალა "ჩვენც ხალხნი ვართ" და ნუ გაგვაბრაზებსო.

ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი - რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.

დრონი მეფობენ და არა მეფენი. მითუმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს“, - დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა "ფეისბუქგვერდზე“.

  • Ambebi.ge დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებასაც ასეთი ხმაური მოჰყვა?

ლაშა ჩხიკვაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 25 მაისს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე მარიამ როსტიაშვილი და სამი ვაჟი.

ჩხიკვაძეს 2019 წელს 150 000 ლარად რუსთავში შეუძენია საცხოვრებელი სახლი, სადაც 2017 წლიდან მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და საბოლოოდ რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წელს. მისი ფართობი 216,9 კვადრატული მეტრია. იმავე მისამართზე ფიქსირდება ავტოფარეხი, რომელიც ასევე 2019 წელს შეუძენია 9500 ლარად. ჩხიკვაძის სახელზე ასევე გაფორმებულია 76, 64კვ.მ ფართობის ბინა რუსთავში, რომელიც 2008 წელს 26 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

ჩხიკვაძე ფლობს 6 მიწის ნაკვეთს, რომელთაგან 3 ჩოხატაურის რაიონში ( სოფ: კოხნარი, ბურნათი) მიუღია მემკვიდრეობით 2016 წელს. მათი ფართობია: 1480 კვ.მ, 1510 კვ.მ, 1502 კვ.მ.

2017 წელს კი ამავე მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებული მიწის ლეგალიზაციის შემდეგ დაიკანონა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ფართობით: 1485 კვ.მ.

2017 წელსვე რუსთავში 27 000 ლარად შეუძენია 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. დეკლარაციის თანახმად, ის ასევე ფლობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაში 150 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2 100 დოლარად 2010 წელს შეიძინა.

ლაშა ჩხიკვაძის საკუთრებაშია მსუბუქ ავტომანქანა ჰონდა crv 2007 წელი, tw272wt, რომელშიც 2016 წელს 6600 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ჩხიკვაძე "საქართველოს ბანკის“ მიმდინარე მულტი საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2526,54 ლარი.

მისი მეუღლის საკრედიტო ბარათსა და ანაბარზე კი შესაბამისად 65 და 300 ლარი ირიცხებოდა.

რაც შეება ნაღდ ფულს, დეკლარაციის შევსებისას, ჩხიკვაძეს ჰონდა 4000 ლარი, მის მეუღლეს კი - 2500. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ცოლ-ქმრის დანაზოგია. დეკლარაციის თანახმადვე, ჩხიკვაძემ მოსამართლედ მუშობის ერთ წელში ანაზღაურების სახით მიიღო 62 154,5 ლარი. მისმა მეუღლემ კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კონსულტაციების განყოფილების უფროსია, მიიღო 24834,82 ლარი.

რაც შეეხება გასავალს, ლაშა ჩხიკვაძე აღებული აქვს რამდენიმე საბანკო სესხი.

დეკლარაციის თანახმად, 20000-ლარიანი სესხის დაფარვის ვალდებულება დაწყებულია 2018 წლიდან და მის დასაფარად ჩხიკვაძემ 2020 წელს, 4500 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე 25000-ლარიანი სესხის დასაფარად - 5200 ლარი.

მის სახელზეა 2 იპოთეკური სესხიც - 43 000 და 15 300 ლარის ოდენობით, რომელთა დასაფარადაც ჩხიკვაძემ 2020 წელს, გადაიხადა 6532,89 და 2196,97 ლარი.

მისი მეუღლის სახელზე ასევე ფიქსირდება სასესხო ვალდებულებები - 4590, 1120,41 და 1600 ლარის ოდენობით.

ლაშა ჩხიკვაძე მეუღლისგან საჩუქრად მიუღია 950-ლარიანი საათი. შვილების სწავლის გადასახადში კი ჩხიკვაძეს მითითებული აქვს 1900, 1850 და 2200 ლარი. წყარო

იხილეთ ასევე: