რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმით, ეკონომიკურ თვითმკვლელობას სჩადის.
მისი თქმით, დღეს აბსოლუტურად პოლიტიკური მიზეზებით, "საკუთარი ამბიციების გამო და ამერიკელი მბრძანებლის წნეხის ქვეშ ევროპული ქვეყნები აწესებენ სულ მეტ ახალ სანქციას ნავთობისა და გაზის ბაზარზე".
"რუსულ ენერგორესურსებთან ერთად ევროპიდან მსოფლიოს სხვა რეგიონებში გავა მომატებული ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა. ასეთი ეკონომიკური "აუტდაფე“, თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნების საშინაო საქმეა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება ენერგორესურსებზე მაღალი ფასების მქონე რეგიონი. როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთი უარს ამბობს აღიაროს, რომ ინფლაციის სწრაფი ზრდა სწორედ შემოღებულმა სანქციებმა გამოიწვიეს და დამნაშავეს "სხვაგან“ ეძებს.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში რუსეთმა უნდა იმოქმედოს პრაგმატულად და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
"სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა შევქმნათ კომპანიების ბიზნესმოდელების შესაცვლელად პირობები - გავაუმჯობესოთ ლოჯისტიკური შესაძლებლობები, უზრუნველყოს ანგარიშსწორების სისტემა ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება გაზრდის ნავთობკომპანიებისთვის სესხებისა და სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ნედლეულის ღრმა გადამუშავების პროექტებს და შიდა ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის საბადოების განვითარებასა და ექსპლუატაციას.
Მაგარ აგონიაში ხარ. Როდის მერე დაიწყე ფიქრი მათ ზარალებზე და ეკონომიკურ პრობლემებზე? შენ შენი ზორი გალაპარაკეს. 10 წელიწადში შესტოითაც ვეღარ ივლთ. Ვნახოთ ვის ელოდება ჯოოხეთი წინ. Დაგანრევენ. Მალე ფედერაციაᲡაც დაკარგავთ ათწლეულებში.
70 წელი გაძლო საბჭოთა კავშირმა ისე რომ ჩაკეტილი იყო არ მოშიებიათ არ მოწყურებიათ საცოდავი უკრაინა იქნება მიწასთან გასწორებული რო დარჩება რუსებს კი მოუხსნიან ნელნელა სანქციებს თვითონ ევროპას გაუჭირდება რუსების ენერგო რესურსების და მისი ბაზრის დაკარგვა ისედაც ამხელა ზარალი ნახეს გამოსვლით