Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ
ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ

3 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი მე­ო­რედ უკვე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეწ­ვია. „99 ფრან­კის“, “Windows on the World” და სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბის ავ­ტორს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი დიდი ინ­ტე­რე­სით შეხ­ვდა. მწე­რალ­მა სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ასო­ბით მკი­თხველ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა, ამ პრო­ცეს­ში კი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი­სა და მისი მე­უღ­ლის უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია Rento TMC უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის მიერ 8 წლის წინ და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას არამ­ხო­ლოდ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მწერ­ლის, არა­მედ ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რო­გო­რიც „ნა­ი­კი“ და „ფე­ის­ბუ­ქია“. „რენ­ტოს“ ნა­სას-თა­ნაც კი უმუ­შა­ვია და მისი წარ­მო­მად­გენ­ლის უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტულ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე უზ­რუ­ნია.

შექ­მნის დღი­დან „რენ­ტო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, პრო­ტო­კო­ლი­რე­ბულ, სტან­დარ­ტი­ზე­ბულ, უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცესს. ტუ­რის­ტე­ბის, მოგ­ზა­უ­რე­ბის, დე­ლე­გა­ცი­ებს, ინ­ვეს­ტო­რე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის, სკო­ლე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, ვარ­სკვლა­ვე­ბის, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი­სათ­ვის.

მა­შინ, როცა მსხვი­ლი სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლი­სა და კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლებ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა, 2014 წელს ნი­კო­ლოზ სი­რა­ძემ და ერეკ­ლე მე­ფი­საშ­ვილ­მა სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა ნუ­ლი­დან და­ი­წყეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ბიზ­ნესს კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე შეს­ძი­ნეს.

რო­გორ შეძ­ლეს ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის შექ­მნა და რო­გორ მო­ი­პო­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის ნდო­ბა, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ნი­კო­ლოზ სი­რა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რო­გორ შე­იქ­მნა კომ­პა­ნია, რო­გორ შე­ძე­ლით საქ­მი­ა­ნო­ბის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა და რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა?

2014 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბამ კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა და­ვი­ნა­ხეთ, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სის შექ­მნა და გან­სა­კუთ­რე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ კი­დევ გა­მოწ­ვე­ვა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და მსხვი­ლი სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლიც არ გაგ­ვაჩ­ნდა, გა­და­წყვი­ტეთ, ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად, სიღ­რმი­სე­უ­ლად და­ვი­ნა­ხეთ პრობ­ლე­მა: მგზავ­რთა ლო­გის­ტი­კა, უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, ავ­ტო­პარ­კის წლო­ვა­ნე­ბა და ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მძღო­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა, მათი როლი და წვლი­ლი უდი­დეს ჯაჭვს წარ­მო­ად­გენს, ჩვენ­თან კი „ოკ­რი­ბა­სა და ორ­თა­ჭა­ლის“ მტვერ­ში იყო ყვე­ლა­ფე­რი გახ­ვე­უ­ლი, მძღო­ლი კი პრო­ფე­სი­ად ნაკ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე სფე­რო­ში ჩვე­ნი ტან­დე­მი ახა­ლი სის­ხლით, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­თა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტით შე­ვი­და, და­ვა­ფუძ­ნეთ კომ­პა­ნია - “Rento TMC” (Best Transportation Management Company). მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ ამ სფე­რო­ში ახა­ლი სი­ტყვა ვთქვით, სრუ­ლი­ად სხვა სი­მაღ­ლე­ზე ავიყ­ვა­ნეთ მომ­სა­ხუ­რე­ბა და ამით შევ­ცვა­ლეთ სატ­რან­სპორ­ტო ბიზ­ნეს კლი­მა­ტი, რა­მაც ახა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სატ­რან­სპორ­ტო შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცა ბიძ­გი.

რო­გორ შე­იქ­მნა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბო­ლომ­დე ენ­დო­ბა?

ჩვენ გვჯე­რა, რომ სა­უ­კე­თე­სო სერ­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და გუნ­დის გა­რე­შე ვერ იქ­მნე­ბა. RENTO-ს მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბას მისი გუნ­დი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. RENTO-ში თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს კარ­გად ეს­მის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მუდ­მივ ზრდა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

RENTO-ს მი­ზა­ნია, სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რებ­მა ქვეყ­ნი­დან სა­უ­კე­თე­სო ემო­ცი­ე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის „ექ­სპორ­ტი“ შეძ­ლონ, ამი­სათ­ვის კი საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბაა, მე­ტიც საქ­მი­სა და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლია ჩვენს გუნდში მოხ­ვედ­რის მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მი. რო­დე­საც შენი საქ­მე გიყ­ვარს და ის შენი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ იყო სა­უ­კე­თე­სო.

ამ ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­ვამ­ტკი­ცეთ რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ არის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლი, მისი შექ­მნა მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო, საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლით. ამ ყვე­ლა­ფერს ზურგს უმაგ­რებს 24/7 ზე დამ­კვე­თის პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო ასის­ტენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თქვენს სა­ჭი­რო­ე­ბას აგ­ვა­რებს და ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდით.

ყვე­ლა მძღო­ლი მუდ­მი­ვად გა­დის რენ­ტო აკა­დე­მი­ის თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ კურ­სებს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ისი­ნი ეუფ­ლე­ბი­ან პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, ქცე­ვის კო­დექსს, სხვა­დას­ხვა ენებს, უსაფრ­თხო, ექ­სტრე­მა­ლურ და ეკო­ნო­მი­ურ მარ­თვა­სა და სხვა.

გარ­და საქ­მი­სად­მი ერ­თე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი­სა, რა არის სხვა „რენ­ტოს“ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

ნე­ბის­მი­ე­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­დის ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მე­ბას, მძღოლს კი ალ­კო­ტეს­ტი უტარ­დე­ბა. ყო­ვე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ კი ავ­ტო­მო­ბილ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ზინ­ფექ­ცია ტარ­დე­ბა. ამას­თან, ტრან­სპორ­ტში მგზავრს ყო­ველ­თვის ხვდე­ბა წყა­ლი, ინ­ტერ­ნე­ტი, და­ზღვე­ვა, ხელ­სა­ხო­ცი, სნე­ქი, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სა და კო­ვი­დუ­საფრ­თხო­ე­ბის ყუ­თე­ბი. Rento-ს ფას­თა პო­ლი­ტი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტის კა­ტე­გო­რი­ა­ზე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეკო­ნომ კლა­სის სე­და­ნით იმ­გზავ­რებთ თუ „მა­ი­ბა­ხით“, იქ­ნე­ბით პრე­ზი­დენ­ტი თუ მოგ­ზა­უ­რი, ყო­ველ­თვის სა­ერ­თო უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით მო­გიდ­გე­ბით.

არ შე­იძ­ლე­ბა არ გკი­თხოთ ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწერ­ლის ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის შე­სა­ხებ, რომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც თქვენ მო­გან­დეს. რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ეს თქვენ­თვის?

ფრე­დე­რი­კი­სა და მისი მე­უღ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას პი­რა­დად მე უზ­რუნ­ველ­ყოფ­დი (ვე­რა­ვის ვერ და­ვუთ­მე) ხოლო გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ და მე­გობ­რე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო მძღოლ­მა შე­ას­რუ­ლა. რო­დე­საც ნდო­ბას გი­ცხა­დებს ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” და ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­დაგ­ყავს, ეს დიდი პა­ტი­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მწერ­ლე­ბი­დან ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი პირ­ვე­ლი იყო, თუმ­ცა ჩვე­ნი მგზავ­რე­ბის რი­გებ­ში არი­ან ნასა-ს, „ფე­ის­ბუ­ქის“, „ნა­ი­კის“, „ბერ­გჰა­ი­მის“, „მა­ი­ა­მი ედ სქუ­ლის“, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის, მო­ტუ­ლი­სა თუ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თუ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი.

გან­ვი­თა­რე­ბის რა ეტაპ­ზეა ახლა „რენ­ტო“ და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

როცა გან­ვი­თა­რე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ას მი­ვაღ­წი­ეთ, ყვე­ლა­ფე­რი COVID-19-ის პან­დე­მი­ამ გა­ა­ჩე­რა, თუმ­ცა ჩვენ გა­მოწ­ვე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ დაკ­რი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ უსაფრ­თხო­ე­ბის კომ­პა­ნია „Rento Safety” შევ­ქმე­ნით, რო­მელ­მაც კო­ვი­დუ­საფრ­თხო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით 2000 ზე მეტი კომ­პა­ნია მო­ა­მა­რა­გა.

ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა სა­ცა­ლო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სტენ­დე­ბის ქსე­ლის გახ­სნა ყვე­ლა სა­ვაჭ­რო მოლ­ში, რო­მელ­მაც ერთ სივ­რცე­ში კო­ვი­დუ­საფრ­თხო­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­დახ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი სამი კა­რა­დი­დან და­ი­წყო და დღეს უკვე 16 ობი­ექ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. გარ­და ამი­სა, აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, როცა PCR სერ­ვი­სის მი­ღე­ბა გარ­თულ­და, შევ­ქმე­ნით ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბი­ნა­ზე გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი.

ამ ბა­ზა­ზე კი და­ვა­ფუძ­ნეთ კომ­პა­ნია „რენ­ტო­ლა­ბი“, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს გა­მო­ძა­ხე­ბით ჩა­ი­ტა­როს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კლი­ნი­კუ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა.

ასე და­ი­ბა­და „რენ­ტო ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც ამ ეტა­პის­თვის ფლობს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას: Rento TMC (ტრან­სპორ­ტი­რე­ბა) Rento Safety (უსაფრ­თხო­ე­ბა) , Rento Lab (ლა­ბო­რა­ტო­რია გა­მო­ძა­ხე­ბით), Rento Car Rental Tbilisi (ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა) , Rento Capital (სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის ეფი­ლე­ით მარ­კე­ტინ­გი) , Rento Academy (მძღო­ლე­ბი­სა და გი­დე­ბის აკა­დე­მია) Beauty Outlet (თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აუ­თლეთ ქსე­ლი).

გარ­და ამი­სა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებთ უახ­ლე­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ვამ­ზა­დებთ გუნ­დებ­სა და მძღო­ლებს, რი­თაც „რენ­ტო“ გას­ცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს და ანა­ლო­გი­ურ სერ­ვი­სებს სრუ­ლი­ად ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით გა­ავ­რცე­ლებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ა.
0

მიხარია ამ ახალგაზრდების მიზანდასახულობა, წინსვლა თავიანთ სფეროში. ღმერთმა დაგლოცოთ. 🙏👍🍷წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ

ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ

3 მაისს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი მეორედ უკვე მეუღლესთან ერთად ეწვია. „99 ფრანკის“, “Windows on the World” და სხვა გახმაურებული რომანების ავტორს ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა. მწერალმა სხვადასხვა ადგილზე ასობით მკითხველთან გამართა შეხვედრა, ამ პროცესში კი ფრედერიკ ბეგბედერისა და მისი მეუღლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას ქართული კომპანია Rento TMC უზრუნველყოფდა.

აღმოჩნდა, რომ ორი ქართველი სტუდენტის მიერ 8 წლის წინ დაფუძნებულ კომპანიას არამხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მწერლის, არამედ ისეთი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გადაყვანის გამოცდილება აქვს, როგორიც „ნაიკი“ და „ფეისბუქია“. „რენტოს“ ნასას-თანაც კი უმუშავია და მისი წარმომადგენლის უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებაზე უზრუნია.

შექმნის დღიდან „რენტო“ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, პროტოკოლირებულ, სტანდარტიზებულ, უსაფრთხო ტრანსპორტირების პროცესს. ტურისტების, მოგზაურების, დელეგაციებს, ინვესტორების, სახელმწიფო სტრუქტურების, სკოლების, ორგანიზაციების, ღონისძიებების, ვარსკვლავების, თანამდებობის პირებისა და ნებისმიერი მსურველისათვის.

მაშინ, როცა მსხვილი სასტარტო კაპიტალისა და კავშირების გარეშე ასეთი მასშტაბური ბიზნესის დაწყება თითქმის შეუძლებლად გვეჩვენება, 2014 წელს ნიკოლოზ სირაძემ და ერეკლე მეფისაშვილმა სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა ნულიდან დაიწყეს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ბიზნესს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შესძინეს.

როგორ შეძლეს ოცნების ახდენა და წარმატებული ბიზნესის შექმნა და როგორ მოიპოვეს საერთაშორისო კომპანიების ნდობა, ამის შესახებ დეტალურად ნიკოლოზ სირაძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეიქმნა კომპანია, როგორ შეძელით საქმიანობის ნულიდან დაწყება და რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

2014 წელს, როცა საქართველოში ტურიზმის განვითარებამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო, მე და ჩემმა პარტნიორმა დავინახეთ, რომ ხარისხიანი სერვისის შექმნა და განსაკუთრებით ტრანსპორტირების მიმართულებით ჯერ კიდევ გამოწვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ვიყავით და მსხვილი სასტარტო კაპიტალიც არ გაგვაჩნდა, გადაწყვიტეთ, ოცნება რეალობად გვექცია. თავდაპირველად, სიღრმისეულად დავინახეთ პრობლემა: მგზავრთა ლოგისტიკა, უსაფრთხოების სტანდარტები, ავტოპარკის წლოვანება და ტექნიკური მდგომარეობა, მძღოლების განათლება, მათი როლი და წვლილი უდიდეს ჯაჭვს წარმოადგენს, ჩვენთან კი „ოკრიბასა და ორთაჭალის“ მტვერში იყო ყველაფერი გახვეული, მძღოლი კი პროფესიად ნაკლებად მიიჩნევა. ამ გამოწვევებით სავსე სფეროში ჩვენი ტანდემი ახალი სისხლით, ახალი მიდგომებითა და რევოლუციური, გამარჯვებულის მენტალიტეტით შევიდა, დავაფუძნეთ კომპანია - “Rento TMC” (Best Transportation Management Company). მიგვაჩნია, რომ ჩვენ ამ სფეროში ახალი სიტყვა ვთქვით, სრულიად სხვა სიმაღლეზე ავიყვანეთ მომსახურება და ამით შევცვალეთ სატრანსპორტო ბიზნეს კლიმატი, რამაც ახალი ადგილობრივი სატრანსპორტო შექმნასა და განვითარებას მისცა ბიძგი.

როგორ შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც მომხმარებელი ბოლომდე ენდობა?

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი საუკეთესო ადამიანებისა და გუნდის გარეშე ვერ იქმნება. RENTO-ს მთავარ უპირატესობას მისი გუნდი, ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული ადამიანები წარმოადგენენ. RENTO-ში თითოეულ ადამიანს კარგად ესმის განვითარების მნიშვნელობა. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული.

RENTO-ს მიზანია, სერვისით სარგებლობის შემდეგ მოგზაურებმა ქვეყნიდან საუკეთესო ემოციებისა და შთაბეჭდილებების „ექსპორტი“ შეძლონ, ამისათვის კი საქმეში არსებული სულისკვეთებაა, მეტიც საქმისა და ქვეყნის სიყვარულია ჩვენს გუნდში მოხვედრის მთავარი ფილოსოფიური კრიტერიუმი. როდესაც შენი საქმე გიყვარს და ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შეუძლებელია არ იყო საუკეთესო.

ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით დავამტკიცეთ რომ ტრანსპორტირება არ არის საუკეთესო ავტომობილი, მისი შექმნა მხოლოდ საუკეთესო, საქმეზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია საუკეთესო ავტომობილით. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს 24/7 ზე დამკვეთის პირადი სატრანსპორტო ასისტენტი, რომელიც ყველა თქვენს საჭიროებას აგვარებს და ინფორმაციას გაწვდით.

ყველა მძღოლი მუდმივად გადის რენტო აკადემიის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, რომლის წყალობითაც ისინი ეუფლებიან პირველად სამედიცინო დახმარებას, ქცევის კოდექსს, სხვადასხვა ენებს, უსაფრთხო, ექსტრემალურ და ეკონომიურ მართვასა და სხვა.

გარდა საქმისადმი ერთეული პროფესიონალთა გუნდისა, რა არის სხვა „რენტოს“ უპირატესობები?

ნებისმიერი მომსახურების დაწყებამდე ავტომობილი გადის ტექნიკურ შემოწმებას, მძღოლს კი ალკოტესტი უტარდება. ყოველი მომსახურების შემდეგ კი ავტომობილში გენერალური დეზინფექცია ტარდება. ამასთან, ტრანსპორტში მგზავრს ყოველთვის ხვდება წყალი, ინტერნეტი, დაზღვევა, ხელსახოცი, სნექი, პირველადი დახმარებისა და კოვიდუსაფრთხოების ყუთები. Rento-ს ფასთა პოლიტიკა დამოკიდებულია მხოლოდ ტრანსპორტის კატეგორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეკონომ კლასის სედანით იმგზავრებთ თუ „მაიბახით“, იქნებით პრეზიდენტი თუ მოგზაური, ყოველთვის საერთო უმაღლესი სტანდარტით მოგიდგებით.

არ შეიძლება არ გკითხოთ ცნობილი ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის შესახებ, რომლის ტრანსპორტირებაც თქვენ მოგანდეს. როგორი გამოცდილება იყო ეს თქვენთვის?

ფრედერიკისა და მისი მეუღლის ტრანსპორტირებას პირადად მე უზრუნველყოფდი (ვერავის ვერ დავუთმე) ხოლო გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ და მეგობრების დელეგაციის ტრანსპორტირება ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო მძღოლმა შეასრულა. როდესაც ნდობას გიცხადებს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „პალიტრა L” და ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გადაგყავს, ეს დიდი პატივია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლებიდან ფრედერიკ ბეგბედერი პირველი იყო, თუმცა ჩვენი მგზავრების რიგებში არიან ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“, „ბერგჰაიმის“, „მაიამი ედ სქულის“, კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, მოტულისა თუ სხვა საერთაშორისო კომპანიების წამყვანი თანამშრომლები თუ დამფუძნებლები.

განვითარების რა ეტაპზეა ახლა „რენტო“ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როცა განვითარების კულმინაციას მივაღწიეთ, ყველაფერი COVID-19-ის პანდემიამ გააჩერა, თუმცა ჩვენ გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ დაკრიზისის საპასუხოდ უსაფრთხოების კომპანია „Rento Safety” შევქმენით, რომელმაც კოვიდუსაფრთხოების პროდუქტებით 2000 ზე მეტი კომპანია მოამარაგა.

ამ ყველაფერს მოჰყვა საცალო კონცეპტუალური უსაფრთხოების სტენდების ქსელის გახსნა ყველა სავაჭრო მოლში, რომელმაც ერთ სივრცეში კოვიდუსაფრთხოებისთვის განკუთვნილი საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი გადახდა. ეს ყველაფერი სამი კარადიდან დაიწყო და დღეს უკვე 16 ობიექტია წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში, როცა PCR სერვისის მიღება გართულდა, შევქმენით ყველაზე ლოიალური და ხელმისაწვდომი ბინაზე გამოძახების სერვისი.

ამ ბაზაზე კი დავაფუძნეთ კომპანია „რენტოლაბი“, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს გამოძახებით ჩაიტაროს ნებისმიერი სახის კლინიკური და გენეტიკური ლაბორატორიული კვლევა.

ასე დაიბადა „რენტო ჯგუფი“, რომელიც ამ ეტაპისთვის ფლობს რამდენიმე კომპანიას: Rento TMC (ტრანსპორტირება) Rento Safety (უსაფრთხოება) , Rento Lab (ლაბორატორია გამოძახებით), Rento Car Rental Tbilisi (ავტომობილების გაქირავება) , Rento Capital (საერთაშორისო ფინანსური სერვისების ეფილეით მარკეტინგი) , Rento Academy (მძღოლებისა და გიდების აკადემია) Beauty Outlet (თავის მოვლის საშუალებების აუთლეთ ქსელი).

გარდა ამისა, ტრანსპორტირების მიმართულებით ვაგრძელებთ უახლესი ავტობუსების შემოყვანას, მეზობელ ქვეყნებში ვამზადებთ გუნდებსა და მძღოლებს, რითაც „რენტო“ გასცდება საქართველოს ფარგლებს და ანალოგიურ სერვისებს სრულიად ამიერკავკასიის მასშტაბით გაავრცელებს.

R