ავტორი:

"აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს - მათი გადარჩენის იმედი არსებობს" - პოდოლიაკი

"აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს - მათი გადარჩენის იმედი არსებობს" - პოდოლიაკი

"აზოვსტალის“ მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

"მარიუპოლის თავდაცვის 83 დღე ისტორიაში დარჩება, როგორც XXI საუკუნის თერმოპილე. „აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და დაამტკიცეს ნამდვილი „საბრძოლო შესაძლებლობები". ამან მთლიანად შეცვალა ომის კურსი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი ჯარისკაცების გადარჩენის იმედი არსებობს.

"რა თქმა უნდა, არსებობს იმედი. უკრაინა სისტემატურად აგვარებს საკუთარ პრობლემებს, რათა გაათავისუფლოს თავისი ხალხი, თავისი ტერიტორიები, ამიტომ ოპერაცია აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.