სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე
"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბო­რო­ტად იყე­ნებს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ჯორჯ ბუ­შის საპ­რე­ზი­დენ­ტო ცენ­ტრის გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დი­რექ­ტო­რი დე­ვიდ კრა­მე­რი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში „მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას აცხა­დებს.

რო­გორც კრა­მე­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბაა".

"ვფიქ­რობ, მის­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ "რუს­თა­ვი 2"-თან, მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პო­ზი­ცი­ებ­მა და მის­მა კრი­ტი­კამ მთავ­რო­ბი­სად­მი ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ახ­ვედ­რა. ისი­ნი [სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა] ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას იმით, რომ მო­სა­მარ­თლეს გა­მო­ა­ტა­ნი­ნეს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვერ­დიქ­ტი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს უკვე მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის ხელ­წე­რაა მას შემ­დეგ, რაც გა­სულ თე­ბერ­ვალს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და“, - აცხა­დებს კრა­მე­რი.

მი­სი­ვე თქმით, გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზეც გავ­ლე­ნას ახ­დენს.

"ეს [და­კა­ვე­ბა] არც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და ვში­შობ, არც ბოლო იქ­ნე­ბა. ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ ძა­ლი­ან მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც გმობს მომ­ხდარს და ამ­ბობს, რომ ეს კი­თხვებს აჩენს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბა­ზე და­სავ­ლუ­რი, ევრო ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. ასე რომ, ეს ძა­ლი­ან ცუდი გან­ვი­თა­რე­ბაა, მისი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უ­ში კრა­მერ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, „მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეშფოთებული
1

ეს იდიოტი დასტურია იმისა, რომ შეჩვეული ჭირი სჯობია

ვაჩე!
1

მოგენატრა "დარმავოი მაყუთი"!!! ნაცების "ფეშქეშები"!!!!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტის შეფასებისას აცხადებს.

როგორც კრამერი ინტერვიუში ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილება "აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა".

"ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, - აცხადებს კრამერი.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც გავლენას ახდენს.

"ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია", - განაცხადა ინტერვიუში კრამერმა.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.