ავტორი:

"უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

"უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რეგიონში დაზიანებული შენობების 80% საცხოვრებელი შენობებია.

„ამ ზიანის მასშტაბები მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, გარჩევის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე განმარტებით, რუსეთი, უწესრიგო საარტილერიო დაბომბვას, სავარაუდოდ, სამიზნის აღქმადობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო მიმართავს და ასევე იმის გამო, რომ არ სურს გარისკოს საბრძოლო თვითმფრინავების ფრენა საკუთარი ფრონტის მიღმა.

„უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას,“- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში.